tedoqeti's blog

tedoqeti
41, Tbilisi, Georgia

ვინ იცის შენებურად მოფერება?! სულში ბროწეულებს მიფეთქებ, წვიმას ჩამოწურავ ზეციდან და შავ ღრუბლებს უცაბედად მითეთრებ. გიჟურად ამადევნებ ნიავქარებს, სევდიან ანგელოზებს მიფეთებ! შენი კანის სითბო, მათრობელა დღესაც გაწოლილა თითებზე! ზაფხულში ყვავილებში მაბანავებ, ზამთარი ტანგოა ფიფქებთან... მოსულხარ , გიკოცნია შენებურად, მე კი ურცხვად ვდაობ ფიქრებთან, გგონია მაკოცე და გამეპარე? მერწმუნე ვერსად წახვალ, დარჩები! რა წაშლის შენს გემრიელ გაღიმებას გრძნობებად აფეთქებულ თვალებში?! ვინ იცის შენებურად მოფერება?! სულში ბროწეულებს მიფეთქებ...


03.02.2014

ქალი?
ქალი ეშმაკია
ერთხელ მოგეჩვენება
ასს გაფიქრებს,
ასს გადარდებს
ერთხელ მოგეფერება.
ქალი?
ქალი-არ დაგინდობს
შეგძრავს სულით ხორცამდე
დაგავიწყებს თმის სითეთრეს
ჯერ მტერს მერე მოყვარეს.
ქალი?
ქალი გაგაგიჟებს
ქალი შეგშლის ჭკუიდან
შენი ნებით
შენს სიცოცხლეს
შესაწირად მიუთან.
ქალი-ქალი ეშმაქია
ერთხელ მოგეფერება
მერე წავა...
სხვას გაყვება
სიზმრად მოგეჩვენება.


ეს სიკვდილის წუთებია... როცა მარტო
დააბიჯებ დედამიწას ფეხებს ურჩად,
მკვდარი არ ვარ, არც იმქვეყნად წასვლა ,,მაწყობს’’
უსამართლო ცხოვრებას არც ბოლო უჩანს.

ეს სიკვდილის წუთებია... მაშინაც კი,
როცა გტკივა, როცა წვიმს და ცრემლებია,
ერთხელ მოვკვდი, მაშინ როცა დამიღამდი,
ახლა მხოლოდ ღმერთი ჩემი მშველელია.

ეს სიკვდილის წუთებია... თუმცა ვსუნთქავ,
არ ვარსებობ, ან ვარსებობ უარსებოდ,
მარტოობა ტკივილამდე ძლიერ მხუთავს,
მენატრები, მენატრები უსაშველოდ!

ეს სიკვდილის წუთებია... საათებად,
ნისლგარეულ დედამიწას ვეღარ ვხედავ,
აღარც ვკვდები, ახლა მალე დაღამდება,
,,უმეცარი’’ არ ვარ თუმცა სიკვდილს ვბედავ.

ეს სიკვდილის წუთებია... საუკუნედ...
ბინდისფერი სიკვდილები მელანდება,
არც სხვას ვუსმენ, არც არავის არ ვუყურებ,
ჩემი სული აქ ყოფისთვის მენანება.

ეს სიკვდილის წუთებია... სიყვარული
ამ ქვეყნად ხომ სასაცილო გრძნობა გახდა,
ახლა მხოლოდ ორთვიანი ,,სიხარული’’...
ვერ გაიგო სიყვარული კვლავ ამ ხალხმა.

ეს სიკვდილის წუთებია... სიცოცხლეში
მანადგურებს უშენობა, სიკვდილს უდრის,
სიყვარულმა…


13.01.2014

ჩვენი ცხოვრება ნისლით მოცული ბრმად მიუყვება ბილიკებს სადღაც, არავინ იცის სად წავიქცევით არავინ იცის რა ხდება გაღმა. ხან იძულებით მაინც მივყვებით მივყვებით ვტირით, ვიცინით ხანაც, როგორ საჩუქარს გვიმზადებს ბედი არავინ იცის თვით ღმერთის გარდა. უფალს მივანდოთ დღე ხვალინდელი, რა გველოდება მან იცის კარგად, ჩვენ კი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გავუყვეთ ბილიკს, გავუყვეთ შარას. ჰოდა მივენდოთ დროთა დინებას ალიონს შევხვდეთ ღიმილით, ლაღად და გუშინდელი დღე უნიათო მოგონებების ვაქციოთ ჟამად.


ბედი გინდა, დაიბადო ქართველად, ყველა კუთხეს ვეფერები თანაბრად, ნაწყენი კი, არც არავინ დამრჩება, რაჭველობით რაღაც სულ სხვა ძალა მაქვს...♥


ქვეყნად თურმე რა არ ხდება,

ღმერთს რაც ვთხოვე ცხადად ხდება,

გზად თუ სასწაული დამხვდება,

აღარ ვიტყვი "კვლავ დამთხვევა".

რწმენა სულში აღარ კვდება,

უფლის სიტყვა თან დამყვება,

წარსულს უიმედოობა რჩება,

მომავალს კი სულის შვება.


მოთმინება არის ის, როდესაც:
-გტკივა, მაგრამ ტკივილი ვერ გერევა,
-გტკივა, მაგრამ არ წუწუნებ,
-გტკივა, მაგრამ არ ხდები არაობიექტური,
-გტკივა, მაგრამ იღიმი,
-გტკივა, მაგრამ გამართულად დგახარ,
-გტკივა, მაგრამ არ ქმნი პრობლემებს შენს გარშემო,
-გტკივა, მაგრამ ღმერთს ადიდებ,
-გტკივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისთვის იხარჯები,
-გტკივა, მაგრამ არ ოხრავ,
-გტკივა, მაგრამ უდრეკი რჩები,
-გტკივა, მაგრამ მადლიერი ხარ,
-გტკივა, მაგრამ ლოცულობ...


30.01.2013

იმ დღიდან, ამ დღემდე... დიდი დრო გასულა... ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი... ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად... და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი..იმისთვის, რომ იყო შეუცვლელი, აუცილებელია ყოველთვის იცვლებოდე..მე? მე მძულს ოცნება და ირონიულად მკაცრი სიცილით დავცინი სიყვარულს..ის მონატრებაც უკვე დამთავრდა...აღარც მე არ ვარ შენი პატარა.


შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს
ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს... მაინც მიყვარხარ და მიპატიებია...
დავასაფლავე მწუხარება და ქვეყნად ვარ მხიარული ჭირისუფალი!!!
ცილისწამებით გული იჯერეს და შენთვის მაინც დავრჩი უცვლე
არიან ადამიანები, რომლებიც გონებით იქმნიან გულს, სხვები – გულით იქმნიან გონებას. ეს უკანასკნელნი აღემატებიან პირველს, რადგან გრძნობაში მეტია გონება, ვიდრე გონებაში გრძნობა
ქალი მუდამ უძღვნის მამაკაცს თავისი სიცოცხლის ოქროს, მაგრამ ვალის დაბრუნებასაც ითხოვს: თანდათანობით, წვრილი ხურდით.
ზოგჯერ რა დიდია სურვილი გაიქცე, იქ სადაც არ იცი რაა.. ჩემს თავს ვეკითხები გზის იქით რაღაა?.. ვიღაცა მპასუხობს გზაა..
იქ სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა,ფერადი ფანქრების და სამასკარადო ნიღბების მაღაზიაა.
დააფასე ვინც ნამდვილად გიყვარს და ხშირად უთხარი სიტყვები: "მე…


მე რა შეგინდო,
თავადა ვთხოვ შენდობას მოყვასს,
რა შემოგწირო,
არაფერი არ მაბადია.
მაღლა ახედე,
მაგალითად უფალი მომყავს,
მაღლაა ყველა,
რაც ნამდვილი, და რაც ნაღდია.
ვით მოგცე მხარი,
სიმძიმისგან ვეღარ მივათრევ,
რა სიტყვა გითხრა,
რაც, არ უთქვამთ და არ ახსნილა,
ავიძრობ სულს და
განსაწმენდად უფალს მივართმევ,
რადგან მიწაზე
ღალატების ლაფში გასვრილა.
რად გინდა ხელი,
ჩემი ხელი, სუსტი და მკრთალი,
ხედავ ბილიკიც,
ძალზედ ვიწრო არის ორისთვის,
შენ არ გჭირდება,
სიყვარულით შეშლილი ქალი
რადგან მზად არ ხარ,
ერთგულების გვერდით დგომისთვის.
რად გინდა ღმერთი,
უღმერთობას აღმერთებ როცა,
სანთლის ციმციმი,
ფარისეველ სულზე გენთება,
დაცემულ ზნეზე,
უსასრულოდ სჭიდება ლოცვა,
მოჩვენებითი,
ისევ ცოდვად თუ ჩაგეთვლება.


← i mëparshëm 1 2 3 4 5 ... 17 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta