ეს სიკვდილის წუთებია
41, Tbilisi, Georgia

ეს სიკვდილის წუთებია... როცა მარტო
დააბიჯებ დედამიწას ფეხებს ურჩად,
მკვდარი არ ვარ, არც იმქვეყნად წასვლა ,,მაწყობს’’
უსამართლო ცხოვრებას არც ბოლო უჩანს.

ეს სიკვდილის წუთებია... მაშინაც კი,
როცა გტკივა, როცა წვიმს და ცრემლებია,
ერთხელ მოვკვდი, მაშინ როცა დამიღამდი,
ახლა მხოლოდ ღმერთი ჩემი მშველელია.

ეს სიკვდილის წუთებია... თუმცა ვსუნთქავ,
არ ვარსებობ, ან ვარსებობ უარსებოდ,
მარტოობა ტკივილამდე ძლიერ მხუთავს,
მენატრები, მენატრები უსაშველოდ!

ეს სიკვდილის წუთებია... საათებად,
ნისლგარეულ დედამიწას ვეღარ ვხედავ,
აღარც ვკვდები, ახლა მალე დაღამდება,
,,უმეცარი’’ არ ვარ თუმცა სიკვდილს ვბედავ.

ეს სიკვდილის წუთებია... საუკუნედ...
ბინდისფერი სიკვდილები მელანდება,
არც სხვას ვუსმენ, არც არავის არ ვუყურებ,
ჩემი სული აქ ყოფისთვის მენანება.

ეს სიკვდილის წუთებია... სიყვარული
ამ ქვეყნად ხომ სასაცილო გრძნობა გახდა,
ახლა მხოლოდ ორთვიანი ,,სიხარული’’...
ვერ გაიგო სიყვარული კვლავ ამ ხალხმა.

ეს სიკვდილის წუთებია... სიცოცხლეში
მანადგურებს უშენობა, სიკვდილს უდრის,
სიყვარულმა მე ჩამკეტა გისოსებში
და ლექსებით გამოვხატავ მე ჩემს წუხილს.

ეს სიკვდილის წუთებია... უკვე მკვდარი
ამქვეყნად ვარ ისევ, მაგრამ ვეღარ ვსუნთქავ,
აქ რა მინდა ვისთან ვარ, ან რატომ გავჩნდი,
კვლავ სიკვდილი დამიძახებს, თვალებს ვხუჭავ.

ეს სიკვდილის წუთებია... ტრაგიკულად,
სუნთქავდა და წერდა, მაგრამ ვერ ცოცხლობდა,
არ უყვარდა არავის და დაიღუპა,
უსამართლო ცხოვრებას, ხომ ძლივს მოშორდა

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta