tevchoevcho's blog

tevchoevcho
34, Tbilisi, Georgia

ადამიანის სულიერი მდგომარეობა,ისეთი სათუთი და მნიშვნელოვანია,რომ საკმარისია,არასწორად შეეხო,რომ ქვიშასავით ,ჩამოიფშვნება,,,დაირღვევა ჰარმონია სულისა და მერე თავიდან დაიწყებ ,მადლის,როგორც უფლის მარგალიტების ,მოგროვებას..ხან ისეთი ამაოა ჩვენი მცდელობა,ვიყოთ კარგად..ხან ისეთი მძიმეა,ჩვენი ჯვარი,რომ თითქოს მზად ხარ შეეგუო,ასეთ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას,რომელსაც ცოდვეში ჩაფლობა ჰქვია...აღარ გაქვს ძალა,ილოცო,,დაესწრო საღვთო ლიტურგიას და ტირის სული...მიზეზს,რომ ვერ ხვდები ხშირად,რა არის უხასითობის საბაბი და სამრეკლოს ზარების ხმაც კი აღარ გესმის,ისეა ხარ ,დაყრუებული...

ცოდვებში ყოფნა,ეს ჩვენი ამქვეყნიური მდგომარეობა...ამასთან შეგუება,მაშინ მომიხდა,როცა ვერაფრით შევძელი,გამომესწორებინა ის ცოდვები,რომლებიც განსაკუთრებით მაწუხებდა...ვერაფრით შევძელი:დარდის და უიმედობის დაძლევა,მაგრამ მიუხედავად ამისა,ვერანაირმა სულიერმა ბრძოლამ,ვერ შეძლო ჩემი ღმერთისგან დაშორება..რაც არ უნდა მოხდეს,როგორც არ უნდა დავეცე,საბოლოოდ ისევ უფალთან ვბრუნდები,მის სამრეკოსთან ვდგები თავდახრილი და ის შეგრძნება მიყვარს,უფლის…


ფეთქავენ ნერვები, ჩემივე (ა)ჩრდილის

თეთრი სამოსელის შავად დანახვისას,

ჩემი მომავალი - ვენებგადაჭრილი

ხელზე ბინტად იხვევს მოკლულ წარსულს - სხვისას.

ფეთქავენ ნერვები და გულიც ხანდახან

მახსენებს თავის თავს მსუბუქი დარტყმებით,

მახსენებს და თითქოს ვბრუნდები წარსულთან

შეხვედრის იმედით, მგნებარე თვალები -

გეძებენ ყოველ წამს, თუმცა ვერ ვბრუნდები

ადგილზე, იმ დროში, სადაც მეგულები,

ჩვენს შორის წელია ათი თუ თხუთმეტი,

ჰო, ჩემთვის „სულ რაღაც“, შენთვის - „მეტისმეტი“.

ეს დღეც ერთ-ერთ მორიგ ღამედ ორთქლდება და

ჩამსხვრეულ ოცნებებს ვლანდავ ფანჯარასთან,

იმ განცდას გადარებ მე რომ დამებადა

ფიქრად და აზრებად, გრძნობად ასიათას...

ვიზრდები, ცხოვრების ახალ საფეხურებს

ვქმნი და დედამიწის ბრუნვას ვედევნები,

სისხლი უდედდება მაჯებში ხმელ ვენებს

და

აღარც იშვიათად ფეთქავენ ნერვები...


i mëparshëm 1 2 3 4 5 6 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta