aNNa's blog

aNNa
30, Tbilisi, Georgia

მისალმებები. მოკითხვები. მელოდიები. სიჩუმე. მორბენალი ქუჩები. სისწრაფე. რაღაც ადრენალინის მსგავსი და შიშიც. საუბრები. სიტყვები. თბილი ხმები და ღიმილებიც. დროებით დავიწყებული პრობლემები. ხუმრობები. გულიანი სიცილი და უწონადობის განცდა.
შენ და შენ და მე. შემოვუვლით დე–და–მი–წას. გადავცურავთ ზღვას. ავფრინდებით ცაში. გავარღვევთ ზე–ცას. გავაღწევთ კოსმოსში. ვნახავთ მზეს. ვისეირნებთ მთვარეზე. ავანთებთ კიდევ ერთ ვარსკვლავს. შენ და შენ და მე. გაზაფხულზე გავაყვითლებთ ფოთლებს. ზაფხულში მოვიყვანთ თბილ თოვლს. შემოდგომაზე გავამწვანებთ მზეს. ზამთარში ჩავაღწევთ წყლის ქვეშ. შენ და შენ და მე.
იქნება გრძელი გზა. მხოლოდ წინ მიმავალი. იქნება გზა ბედნიერების და მომავლის. აღარ დავუბრუნდებით ტკივილიან წარსულებს და წასულებს. გზა იქნება გრძელი და დაუსრულებელი. ისეთი, როგორიც მეგობრობა და ისეთი,…


იმედის გაქრობას ყოველთვის მოსდევდა სიცარიელე. ახლაც, იმედგარდაცვლილი მე გაშოტილიყო საწოლში. სიცხით გამოტენილ ოთახში სასოწარკვეთილი კოღო ითხოვდა თავისუფლებას. სისხლის წყურვილიც კი დავიწყებოდა სულშეგუბებულს. გულზე ხელებდაწყობილმა მემ წარმოიდგინა, თითქოს მოკვდა, გარდაიცვალა, დატოვა სხეული, შეერია უსასრულობას (არსებობს კი უსასრულობა?!). ოთახი სამარხის სუნით გაიჟღინთა. მიწის სიცივე იგრძნო სხეულმა. გააჟრჟოლა. უკვე მერამდენედ ესწრებოდა საკუთარ დასაფლავებას. აღარც სიბნელე აშინებდა და, მით უმეტეს, აღარც მარტო დარჩენა. შეეგუა იმ აზრს, რომ სადღაც, ოდესღაც აუცილებლად დასრულდება.

ამ ცხოვრებამ უკვე მილიონჯერ შეჭამა მე, მილიონჯერ დაღეჭა კარგად თავისი ბასრი კბილებით და მილიონჯერვე ამოარწყია ხანმოკლე არსებობის განმავლობაში. ბოლომდე გამოწოვა სისხლი და ნაგავსაყრელზეც მოისროლა, გატეხილი დედოფალასავით. ჯერ კარგად დაიახლოვა, ბედნიერება აგრძნობინა, სიხარული აგრძნობინა,…


სული ტკივილზე ვეღარ რიაგირებს,თვალს ტკივილზე ცრემლი აღარ სდის,გული გაქვავდა,იგი რკინაზე მტკიცე და ყინულზე ცივია.ცხოვრება რთულია როცა ვერ გიგებენ,საყვარელ ადამიანს დასტირი და ვერაფერს ახრეხებ,ეს არის ცხოვრება,გინდა კივილმა ამოხეთქოს,ტკივილმა მიგატოვოს და ცრემლებად დაიღვარო...სულის სიმძიმე ისე მძიმდება ვეღარ ზიდულობ არ შეგიძლია და როცა გინდა ის მოიშორო:ყველას ივიწყებ,ტკივილი გაძლიერებს,გახსენდება წყენა ყოველი.გული გერევა ამ ყველაფერზე,გინდა გაიქცე თავი დააღწიო,არაფერი გამოდის ამ ცხოვრებიდან ვერსად მიდიხარ,ამ ყველაფრის შემყურე ხელში სამართებელს იგებ და სხეულს ისერავ...სისხლი ამოფეთქავს სხეულიდან ეს ყველაფერი გეშვება,გახსენდება ის ვინც გიყვარდა,გინდა დაბრუნდე მაგრამ...
ვსო მორჩი გათავდი აღარასოდეს განმეორდები,საფლავს გაგითხრიან,ცრემლს დაგაყრიან,დაგიტირებენ პფრისევლურად,ჩათვრებიან...ზოგიც საცოდაობით ვეღარ ისუნთქებს,ზოგიც უშენოდ დაიტანჯება შენს ცოცხლად ყოფნას ინატრებს,იგლოვებს...სულით მგლოვიარეს მოჩვენებით მგლოვიარეზე გული აერევა,ჩაიკეტება,გული დაუმძიმდება...სული გინატრებს,უშენოდ…


არაფრით გამორჩეული, მაგრამ ვიღაცისთვის განსაკუთრებული.... არაფრით შესანიშნავი, მაგრამ ვიღაცისთვის სრულყოფილი...
ისმევა კითხვა: ვინ ვარ მე?!
_მე ერთი უბრალო, სულელი, ზოგჯერ ჭკვიანი, ხშირად მომღიმარი, იშვიათად უხასიათო, უმეტესად მომაბეზრებელი და თითქმის არასდროს საინტერესო.
სიტუაციის შესაფერისად ვთამაშობ და ასე თამაშ-თამაშით გადის წამები, წუთები, საათები და საუკუნედ ქცეული რამდენიმე დღე...
მებრძვიან, მადანაშაულებენ, მაკრიტიკებენ და მეც... მეც ვექცევი უსამართლოდ ხალხს, თუმცა მაინც უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს.
არასდროს ვიხდი ბოდიშს და არც სხვებისგან ვღებულობ მას, რადგან ვთვლი რომ ადამიანმა საქმე ისე არ უნდა გაიხადოს, რომ ბოდიშის მოხდა დასჭირდეს! თუმცა მაინც... მაინც მებოდიშებიან! ნუ იხდით ბოდიშს არსებობისთვის! ბოდიში უნდა მოიხადოს მან, ვინც თქვენში არსებობს, თუმცა ამის უფლება არ აქვს!
არ ვიცი რას ფიქრობთ…


ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.
ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.
თითოეულიდაბადებისდღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე,თითქოს წინასაფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.
ასვლისპროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებსმივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.
ბევრბოროტებასვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ,გადაგვაგდებენან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდანიმ საფეხურსგადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერიდაუშავებია დაშეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად აგვევლო, თუმცა...
მარადიულიარაფერია.ზოგიერთ საფეხურზე თუ მყარად დავდგით ფეხი, ძალიან არ უნდაგაგვიხარდეს,რადგან შემდეგზე შეიძლება ფეხი აგვიცდეს და დაბლა დავეშვათ.
მივუახლოვდებითბოლოსაფეხურს და შევჩერდებით, უკან გადმოვიხედავთ, შევაფასებთ განვლილგზას…


ადამიანი შეიძლება ცოცხლობდე, მაგრამ ამ სიცოცხლეს სიცოცხლე არ ერქვას....

ადამიანი შეიძლებდა შრომობდეს, მაგრამ ამ შრომას შრომა არ ერქვას....
რადგან მიზანი რისთვისაც ცოცხლობ, რისთვისაც შრომობ, უბრალოდ არ არსებობდეს....
როდესაც გიყვარს, როდესაც ნატრობ, როდესაც მის ლამაზ თვალებში ხარობ, მაშინ ფასდება შრომაც, სიცოცხლეც, როცა ეს ყველაფერი გულიდან ხარობს...
მაშინ იღიმი, მაშინ იცინი, მაშინ გგონია ცხოვრება სანდო აი აქ ვუშვებ მე დიდ შეცდომას, როცა ცხოვრებას ვუწოდებ სანდოს, ნუთუ ცხოვრება მოღალატეა?!
ნუთუ ცხოვრებამ გამწირა მარტო?! ნუთუ ცხოვრების ამ მოკლე გზაზე მარტო მე დავრჩი საბედისწეროდ, ერთმა შეცდომამ, ერთმა გატყდომამ , ერთი რაღაცის სიცრუით მალვამ,
გამოიწვია ნდობათა კარგვა და დააყენა ცრემლის გუბენი, და თუ ცხოვრებამ ეს მე მარგუნა თავს მე არ დავხრი, არ…


მაა…რაღაც უნდა გითხრა მაა...სულ ვერ ვამბოობ…რადგან...

მაა… არ მითქვამს ხო აქამდე?
მაა…არ მითქვამს რომ მე შენით ვარ…?
მაა... არ მითქვამს რომ ყველგან შენით მხვდებიან?
მაა… არ მითქვამს რომ ბევრი რამის გამო ბოდიში მაქვს მოსახდელი?
მაა…არ მითქვამს რომ შენი გათამამებული ერთი მატრაკვეცა გოგო ვარ შენით რომ ამაყობს…თუმცა შენთვის ეს არასდროს უთქვამს…?
მაა…არ მითქვამს რომ ისეთი შვილი მინდოდა ვყოფილიყავი შენ რომ არ გაწყეინებდა?
მაა…არც ის არ მითქვამს ეს რომ ვერ შევძელი?
მაა…არ მითქვამს რომ შენთან ერთად ტირილი მომენატრა შენი საყვარელი სიმღერის დროს?
მაა…არასდროს გამიხსენებია ხო? პატარაობაში თოვლში რამდენს ვგუნდაობდით,მერე ციგით ვსრიალებდით და მაშინ შენც 6 წლის იყავი …
მაა…არც ის არ მითქვამს შენ რომ ჩემთან სულ მართალი ხარ,მე კი სიამაყის გამო ყოველთვის…


ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი
ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...
ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ : მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა,,, მაჩუქე გული...
მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის…


12.07.2012

viSac LoteBi giJebi gGoniaT,Tqven TavShi Chkua Sul aR gQoniaT,aMbobeN Rom MomavaLi Didia,LotebS Ki CxovreBa MaGRaD KidiaT.MaTi CxovreBa Shav-TetRi Kinoa,GamosaVali MxoloD Gvinoa..:D:D


i mëparshëm 1 ... 30 31 32 33 34 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta