Mari's blog

Mari
37, Tbilisi, Georgia

...რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და მისი ნებაა მხოლოდ როგორ იცხოვრებს, როგორი იქნება მისი ორიენტაცია, როგორ წარმართავს ის საკუთარ ყოველდღიურობას. უნდა იცოდე რომ პატივისცემა ეს შენ მდგომარეობაზე მეტყველებს და არ ისაზღვრება "ის" რამდენად იმსახურებს ამას, უნდა იცოდე რომ გრძნობების დახურდავება შენი სულის სიიაფეა მხოლოდ და ხურდები ისეც შენს ცარელა ჯიბეს გაავსებს. უნდა იცოდე რომ სიყვარულით შემოხვეული ხელები სამუდამო ჯაჭვია შენს სხეულზე და არ გაუშვა, არ გაგლიჯო ის... იცოდე ცხოვრება ბუმერანგია და ეცადე მხოლოდ დარჩე ადამიანად... შეიყვარე ადამიანი მისი წოდების მიუხედავად, მისი ორიენტაციის მიუხედავად, სიღარიბის და სიმდიდრის მიუხედავად... უბრალოდ გიყვარდეს და გაუგე...


...იმ დროიდან,საიდანაც შეგნებული ცხოვრებით ცხოვრება დავიწყე,ყველაფერი შეიცვალა და რეალურმა მნიშვნელობებმა უშეცდომო პასუხისმგებლობებით გადმოიბარგეს.

სიფრთხილე ხურჯინივით მოვიკიდე ახალგაზრდა მხრებზე და...რადგან ლმობიერება იავნანიდანვე მქონდა სულში გამჯდარი,თბილად ჩავხედე აწმყოს თვალებში.

გუშინდელივით მახსოვს,

როგორ გამიჭირდა...

საკუთარი თავის ხელში აყვანას ვცდილობდი და ღმერთმა იცის,რამდენი შეცდომა დამაშვებინა გამოცდილების არ'ქონამ.

ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე,ახალ-ახალი სახეები ჩნდებოდა,რომლებიც ჩემდაუნებურად მკვიდრდებოდნენ ურთიერთობებიდან გამომდინარე.

გაჩნდნენ ახალი მეგობრებიც...

გადავშალე გული...ყოველ საქციელს გულწრფელობა დავუდე საფუძვლად და...რადგან არ შემეძლო სიცრუე და ორპირობა,მეც ხელებ'გაშლილი შევეფეთე ცხოვრებას...

იმატეს შეცდომებმა...

ადამიანები ახლოდან დავინახე.შეფასების ინსტიქტმა განვითარება დაიწყო,საიდანაც კრიტერიუმებით დაიფარა წარმოსახვით გაფერადებული გონება.

ვბრუნდებოდი უკან და მათი სახეებიდან ჩამოხსნილი ნიღბები - ფეხებში მედებოდა.ტკივილით ვაბიჯებდი ყოველ მათგანს...ვამსხვრევდი...

გვიან მივხვდი,რომ... განა ყველა ადამიანია ,,ადამიანი''.

ამიტომაც დავუშვი შეცდომები...

ამიტომაც დავეცი მწარედ - ძალიან ბევრჯერ ...

ამიტომაც დავკარგე ნდობა

და

ამიტომაც დავუდექი სიმარტოვეს მდგმურივით...

აქედან გაჩნდა შიში,რომელიც საკუთარი ჩრდილივით მუდამ დამდევს... ეს - ადამიანების შიშია...

კარგა ხანს მათრია სინამდვილემ და ასე მოვედი ამ დრომდე.

ვნახე მოდაზე ,,წვერ-შელამაზებული'' სასულიერო პირებიც,რომლებსაც საკმევლის სურნელის ნაცლად,სუნამოს სუნი სდიოდათ...

ვნახე ხატმწერები,რომლებიც ვაჭრობდნენ ღმერთით...

ვნახე მშობლები,რომლებიც მშვიდად ადევნებდნენ თვალს შვილების გარყვნილებას...

ვნახე ,,მეგობრის'' სახელს ამოფარებული ცბიერები...

ღმერთო,რამდენი რამ ვნახე...

ახლა ღამეა...

ვზივარ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში - დამტვრეულ სკამზე და...მტვერით სავსე მაქვს თვალები.

ქარია...

დაათრევს ამ საცოდავ ფოთლებს...დაათრევს ისე,როგორც მოეხელთება.

ასე'ა ჩემი ფიქრებიც...დავათრევ იქეთ-აქეთ.ხან სიმწრისგან ჩამეღიმება,ხან დაკვირვებით გავყურებ სიშორეში ამოჩემებულ წერტილს და ნაადრევად გაჩენილ ნაოჭებს ოცდაათ'წლოვან შუბლზე,ნერვიულად - თუმცა მშვიდად ვისრეს დაოფლილი თითებით.

არ ვიცი,

ვინ ხარ,ვინც ამ ,,ნაწერს'' კითხულობ ახლა...ან რამდენი წლის ხარ,მაგრამ....

მინდა იცოდე:  ,,მე შენში მიყვარს ღმერთი''...


როი სოხუმელი


ერთხელ ერთი კაცი შემიყვარდა.

ყოველგვარი შესავლებისა და ცერემონიების გარეშე , როცა ჩამოიარა, უკან გავყევი.

გამიჭირდა.

ვერაფრით ავუწყე ფეხი მის გრძელ ნაბიჯებს. ჩამოვრჩებოდი და იქვე მიზამთრდებოდა. მერე უკან ვბრუნდებოდი, გადმოვივლიდი ცხრა მთას და ცხრა ზღვას, ცხრაპირი ტყავი გადამძვრებოდა ქუსლებზე და ცხრავე სიცოცხლე ყელში მებჯინებოდა . მერე ისევ თავიდან ჩამოივლიდა და ისევ მიყვარდებოდა თავიდან.

როცა მის ნაბიჯებს ფეხი ისე ავუწყე , რომ თვალებში ვარსკვლავები ამიკიაფდნენ და ღიღინი წამოვიწყე, ადგა და გზიდან გადაუხვია. იმ ღამეს მხარ-ბეჭი სხვას მოაშიშვლებინა და სხვას დააკოცნინა თანავარსკვლავედივით მიმოფანტული ხალები. გამთენიამდე ვებრძოლე სიბრაზეს. მერე ლავიწებში ჩაგუბებული ცრემლებით ჩამოვიბანე ტანი და როცა კიდევ ჩამოიარა , უკან აღარ გავყევი. წამით შეჩერდა თვითონაც. ფეხიც თითქოს აერია,მაგრამ მაინც გაუდგა თავის გზას.

ფეხებთან ქვები დავილაგე. ღრმად ჩავისუნთქე და მანამდე ვიოცნებე, სანამ ფრჩხილებიდან ფესვები არ გამომივიდა.

იმ გაზაფხულზე ავყვავილდი . მანაც ჩამოიარა და ჩემდა გასაკვირად ჩემს ჩრდილში შეისვენა. ჩასთვლიმა და მეც სიზმრებში შევყევი. არ გამომიშვა. გაღვიძებამდე მასხამდა ნეტარების ოფლი.

შვილები ვაშლებად გამოვისხი. წასვლა რომ დააპირა, ხურჯინში ჩაიყარა საგზლად.

ბევრი წელი ვიყვავილე, ვისხამდი შვილებს და ვატანდი.

შესაწირებივით.

უკან დაბრუნების იმედებად.

ერთი წელი იყო , ვერ გამოვისხი შვილები და თვითონაც იშიმშილა.

ბოლოს რომ ჩამოიარა, ნისლები უჩანდა თვალებში. დაწვა ჩრდილში და უსიზმროდ დაიძინა. სიზმრების კარი სამუდამოდ ჩაიკეტა შიგნიდან და აღარ გაუღვიძია. ჩამოვხარე დაკოჟრილი და უკვე შემხმარი ტოტები და მოვეხვიე. აღარ გავსწორებულვარ. მეც თვალები მივხუჭე და სიკვდილისთვის გავემზადე.

მერე აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე, ვერაფრით გადავთვალე გაზაფხულები.

მხოლოდ ის მახსოვს, რომ როცა სოფლიდან ახოვანი კაცები ნაჯახით მოვიდნენ, უკანასკნელად შევისუნთქე ჰაერი და გავიხსენე, რომ ერთხელ ერთი კაცი შემიყვარდა... ..


25.09.2019

გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთან......


ასეა ყოველთვის, ყოველთვის ასეა... როცა არ უყვართ, ვერ ამჩნევენ...


ასე ხდება... წლები რომ გადის მერე ხვდები ასე რომ რომ ხდება... მერე ხვდები თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება..წლები კი გადის, მაგრამ მანამდე ვერ გრძნობ სანამ თმაში შეპარულ ჭაღარას არ იპოვი, სანამ თვალუს არეში მიგდებულ ნაოჭს არ დაუწყებ გაქრობას, სანამ სასწორი ათი კილოთი მეტს არ გადაირტყავს და სანამ სამჯერ გაჭრილი მუცლის არე თავს არ შეგახსენებს ყოველ დღე... ასე ხდება ალბად და იქნებ ასე უნდა იყოს... ეს ცხოვრებაა. ერთია გულის ტკენა საკუთარ გაწეწილ და დაკარგულ დროზე ფიქრი მაგრამ როდის იყო დრო უკან ბრუნდებოდა... ან სხეული ინარჩუნებდა "ქალიშვილობის" ფორმას... ან სული ინახავდა ოცნებებს, ან სიყვარული თავის ადგილს. ხოდა დაე წავიდეს დრო... იქამდე იაროს სანამ…


რა უცნაურია ადამიანი... წამში ახერხებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წამში ანულებს ყველა მისთვის ჩადენილ სიგიჟეს, გივიწყებს თითქოს არც არსებულხარ მის ცხოვრებაში, თითქოს არაფერი არ იყო, იქნებ არც იყო... იქნებ ის ყველაფერი სიზამრი იყო, ან ოცნება რეალობის სურვილით... იქნებ ის ხელები სულაც არ მეფერებოდა, არც ის ტუჩები მკოცნიდა, იქნებ სურვილი გავქცეულიყავი მასთან ერთად სადმე შორს, იქ სადაც არ იქნებოდა დენი, ინტერნეტი, ხალხი, არავინ მეტყოდა რა ცუდი ვარ რომ ეს გავაკეთე, არავინ მეტყოდა მე შენი არ მესმის ეს როგორ ჩაიდინე იქნებ ესეც არ იყო რეალობა... სად დავიკარგე.... სად არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ლექსები რატომ გახუნდა? რატომ აღარ ვწერ არაფერს სად დაიკარგა ჩემი…


...ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ამბობენ ირონიით, ამბობენ და საკუთარ ნათქვამზე თვითონვე ეცინებათ, ოცნებასაც დასცინიან და მეოცნებესაც რა იციან რომ ოცნებას აყოლილი სული უფრო მტკივნეულად ეცემა დედამიწაზე, რა იციან რომ ფრთები ელეწებათ საკუთარ დალურჯებულ სხეულზე და ცრემლები, მლაშე ცრემლების გემო სამუდამოდ ამჩნევია ფერმკრთალ სახეს... ნეტავ რა იციან რას გრძნობენ მეოცნებენი არარეალურ სამყაროში გახიზნულები ღამის გამომგლეჯილ რამდენიმე საათს დახუჭული თვალებით წასულები, რა იცინ რა მტკივნეულია უკან დაბრუნება მათთვის, რომ ამ ცივ და დამცირებულ კედლებში მხოლოდ გაცვეთილი სიტყვები ან ყვირილი ისმის... იქ კი არ ყვირიან, იქ თბილა, იქ ვარსკვლავებს შეგიძლია შეეხო, შიშველმა იბანავო ცივ მდინარეში და წყალს გაატანო ამ ქვეყნიური სევდა...

ოცნებები მცნებებივით…


ესეც ასე დაიწყო... ის დრო დადგა სკუთარი თავი ყველამ რომ იცის აი ძილის წინ შენს ფიქრებში შენს თავთან რომ რჩები და იცი, ზუსტად იცი ვინც ხარ. მერე რა რომ მთელი დღე ფილტვები გაიჟღინთა დარდით ჩამწვარი სიგარეტის კვამლით გახვალ გარეთ (უკიდურეს შემთხვევაში აივანზე) და ჩაისუნთქავ ამ ჯერად მანქანისგან გამონაბოლქვ ბენზინის არომატს რა მნიშვნელობა აქვს რით აავსებ ფილტვებს მთავარია სუნთქავ... ის მეზობლები რამდენიმე წამის წინ ერთმანეთის სიყვარულში ერთმანეთის თავს რომ იფიცებდნენ ეხლა სადაცაა გამეტებულად მოქნეული სხეულის რომელიმე ნაწილი მოხვდებათ ესეც მერე რაა ხვალ ისევ ძმები იქნებიან: ))

ვინ იცის ვის რამდენი ღამე აქვს გათენებული მე ღაამეები მათენებენ ეს ის დროა სულის…


როცა ფოთლები ტოვებენ ხეებს
მოედებიან ბილიკევს ვიწროს
შენი დაკარგვა მაშინებს მეც და
იმ ხეებივით განვიცდი თითქოს,
ვუყურებ ახლა ტიტველა ხეებს,
გაყინულ ტოტებს უგემოვნოდ რომ ათამაშებენ
და იმათსავით განვიცდი ახლა
ვინც მაგ ხეებზე ბუდეს აგებენ,
უშენოდ ყოფნა არ მინდა ჩემო
უშენოდ ყოფნას ვერ შევეჩვევი,
მე წელიწადის სხვა დრო არ მინდა
შენ შემოდგომავ ვერ შეგელევი.

ოტია ზედგინიძე


← i mëparshëm 1 2 3 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta