Akaki's blog

Akaki
40, Kutaisi, Georgia

სექსუალური განათლების სკოლებში შეტანა უნდა განვიხილოთ გლობალიზმის კონტექსტში, როგორც მსოფლიო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილისა, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება შობადობის, მოსახლეობის შემცირების (ე.წ. დემოგრაფიული კორექტირების) და პიროვნების დეგრადირება-ნიველირებისა და მართვადად ქცევის მსოფლიო პროცესებს. ამ მიმართულებით მსოფლიო პოლიტიკა მრავალი წლით განსაზღვრა 1974 წელს აშშ-ში შემუშავებულმა საიდუმლო მემორანდუმმა, - ე.წ. გეგმა NSSM-200 (National Security Stady Memorandum), რომელსაც იმ მომენტისათვის მინიჭებული ჰქონდა საიდუმლო იარაღის სტატუსი და რომლის ძირითადი მიზანი იყო მსოფლიო მოსახლეობის შემცირება აშშ-ს ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ამ გეგმამ ბიძგი მისცა ისეთი პროგრამების განვითარებასა და გავრცელებას, როგორიცაა ოჯახის დაგეგმარება, კონტრაცეფცია და სტერილიზაცია, სექსუალური განათლება, და სხვა. მემორანდუმში ხასგასმითაა აღნიშნული: „არ უნდა შევამციროთ ძალისხმევა მოზრდილი…


. აზრების შეცვლით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებაც შევცვალოთ. (დეილ კარნეგი).

ნეგატიური აზრები იზიდავენ ცუდ მოვლენებს. შეცვალეთ აზროვნების სტილი, და ცხოვრებას ახალ ფერებში დაინახავთ.

2. არ შეიძლება შეადარო საკუთარი თავი სხვებს.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა შეადაროთ საკუთარი თავი, - ეს თავად თქვენ ხართ წარსულში. და ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უკეთესი უნდა იყოთ - ეს თქვენ ხართ ახლა. (ზიგმუნდ ფროიდი).

3. ნორმალურები არიან მხოლოდ ისინი, ვისზეც ცოტა რამ არის ცნობილი თქვენთვის. (ა. ადლერი).

შორიდან ყველა ნორმალური გეჩვენება, სინამდვილეში კი ყველას თავის „ჩონჩხი ჰყავს კარადაში“.



სხეულში 7 ჩაკრაა, თვითოეულ ამ ენეგიას სხვადასხვა სახის ემოციური მდგომარეობა ბლოკავს:
1. გადარჩენა_ შიში ბლოკავს
2. სიამოვნება_დანაშაულის გრძნობა ბლოკავს
3, ნებისყოფა_სირცხვილის გრძნობა ბლოკავს
4. სიყვარული_დარდი ბლოკავს
5, სიმართლე_ტყუილი გლოკავს
6. გამჭრიახობა_ილუზია ბლოკავს
7. ფიქრი_სამყაროსთან მიჯაჭვულობა ბლოკავს


შორეულ წარსულში ქართველმა ტომებმა გამოიყვანეს ვაზის მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი ჯიშები, შეიმუშავეს მისი მოვლა-გაშენების განსაზღვრული ტრადიცია და ღვინოების დაყენების ორიგინალური წესები.

მევენახეობა-მეღვინეობის შემოსავლიანობა რომ ოდითგანვე დიდი იყო, ამას მოწმობს არა ერთი და ორი ცნობა ღვინის ექსპორტის შესახებ უკვე გვიან ფეოდალურ ხანაში: ირანის მბრძანებელი შაჰ-სეფი (1627-1641 წ.წ.) საქართველოს კათოლიკოსს საგანგებო ფირმანით ატყობინებდა, რომ „სამყაროს თავშესაფრის სასახლეში” საქართველოდან მიიღეს რამდენიმე საპალნე „ედემის ღვინო“, რაც სპარსეთისადმი საქართველოს „გულწრფელი და ურყევი ერთგულების“ ნიშნად იქნა მიჩნეული. სხვა ცნობების მიხედვით, საქართველოდან ღვინო გაჰქონდათ როგორც სომხეთსა და მიდიაში, ისე ირანშიც (ისპაჰანში შაჰის სასახლე ქართული ღვინოებით მარაგდებოდა).

შარდენისა და სხვა უცხოელი მწერლების ცნობებზე დაყრდნობით, მეცნიერები წერენ: „თუ ასეთი ვითარება იყო შაჰ-აბასისგან…


21-ე საუკუნემ ახალთახალი ტენდენციები შემოიტანა. ერთ-ერთ მათგანს კი ერთ დღეში მოსული პოპულარობა წარმოადგენს.

რას ნიშნავს დღეს პოპულარობა? ის მარტივად მოდის. ის მოდის ყველასთან: ნიჭიერთან, უნიჭოსთან, ლამაზთან, ულამაზოსთან, წარმატებულთან, წარუმატებელთან,
ჭკვიანთან, უჭკუასთან და მოკლედ ყველასთან, ვისაც ამის სურვილი აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმათთანაც კი, ვისაც ამისი სურვილი არ აქვს. რაც ყველზე მთავარია, მას შეუძლია ერთ დღეში მოვიდეს, ხანდახან ერთი დღეც არ სჭირდება, საკმარისია საღამოს ყველა თავის ფეისბუქ გვერდს მიუსხდეს, რომ ერთი “მსხვერპლი” ნებაყოფლობით თუ უნებლიედ, უკვე განწირულია „თავბრუდამხვევი პოპულარობისთვის“.

დღესდღეობით ადამიანი პოპულარული შეიძლება გახდე ისეთი უჩვეულო რამეებით, როგორიცაა გინება, უცნაური მუსიკალური გემოვნება, მეგრული კილო, სულელური გამოხედვა და საუბარი, მოდერნიზებული ქალაქის ხედის გადაღება, კარუსელის…


10 პოზიტიურ ემოციას, რომელიც ყველაზე ხშირად აფერადებს ადამიანების ცხოვრებას და კვლევების საგანიც სწორედ ესენია:

  1. სიხარული (joy) ყველაზე ხშირი დადებითი ემოციაა. სიხარულისთვის (და თითქმის ყველა დადებითი ემოციისთვის) აუცილებელი წინაპირობა არის სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდა. ეს არის გრძნობა, როდესაც ყველაფერი უფრო ნათელია, ფერები მკვეთრი, სახე გაღიმებული და გაბრწყინებული.
  2. მადლიერება (gratitude). ნამდვილი, გულითადი მადლიერება არის დაფასება იმის, რაც გაგვაჩნია, საკუთარი თუ სხვა ადამიანების დამსახურებით. როდის გამოხატეთ ბოლოს მადლიერება? ზრდილობა ან ვალდებულება კი არა, გულითადი, გულწრფელი მადლიერება?
  3. სიმშვიდე (განცხრომა) (serenity) – შეგრძნება, როდესაც აღიქვამ, თუ რამდენად კომფორტული და სწორია მოცემული მდგომარეობა. როდესაც, მაგალითად, გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, ჰამაკში წამოწოლილი ტკბები დამსახურებული დასვენებით.
  4. ინტერესი (interest) არის ახალი შესაძლებელობების გამოვლენის…


ეთნოსს, ხალხს და ზოგადად ადამიანის შემოქმედების სფეროს შეისწავლის , როგორც ეთნოლოგია, ასევე ეთნოგრაფია. რა განსხვავება და მსგავსებაა ,,ეთნოგრაფიასა ” და ეთნოლოგიას” შორის?

ტერმინი ეთნოლოგია ნაწარმოებია ორი ბერძნული სიტყვიდან : . ,,ეთნოს” ნიშნავს ხალხს; ხოლო ,,ლოგოს”მეტყველებას, მცოდნეობას... ანუ, ტუ ჩვენ გვჭირდება ეს ტერმინი ვთარგმნოტ სიტყვა-სიტყვით მივიღებთ ,,ხალხთმცოდნეობას”. აქედან გამომდინარე, ეთნოლოგიის შესწავლის ძირითად საგანს სხვადასხვა ხალხი, მათი კულტურის და ყოფის საერთო და განმასხვავებელ ფორმებს წარმოადგენს.

ტერმინი ეთნოგრაფია , ესეც ბერძნული სიტყვა გახლავთ, ვთარგმნოთ ესეც სიტყვა სიტყვით ,,Ethnos" -ნიშნავს ტომს, ხალხს, ხოლო ,,grapho"-,,ვწერ”, ანუ ხალხის აღწერას.
ამის მიხედვით ადსავლეთ ევროპაის მეცნიერები ტერმინებს ,,ეთნოგრაფია” და ,,ეთნოლოგია”ასხვავებენ ერთამნეთისაგან, პირველი ახდენს ხალხსის აღწერას, მეორე კვლევას.

ტერმინი ,,ანთროპოლოგია”, ესეც ბერძნული სიტყვაა,…


"როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან

მარტო არ მიდის.
თან იმდენი რამე მიაქვს რაც შენია
ნახევარიც კი არ რჩები.
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან –
შენც მიდიხარ.
იმ ადგილსაც კი არ ტოვებთ, სადაც იდექით
ინაწილებთ, ისიც თან მიგაქვთ...
აქ სხვები ვეღარ დადგებიან.
ვინაიდან ეს ადგილი
არ იყო სახლი
არც ქუჩა და მითუმეტეს არ იყო სადმე...
ეს ადგილი ის საერთო სუნი იყო, რომელიც გქონდათ
საცხოვრებლად ერთმანეთში რომ გადახვედით
და ცალ-ცალკე არსებობაც შეწყვიტეთ ბოლოს. ..
როცა ადამიანს უშვებ ცხოვრებიდან,
უნდა ჩაალაგო ჩემოდანში სიყვარული, ტკივილი და მარტოობა
და საცხოვრებლად საკუთარ თავს დაუბრუნდე.
იმ ძველ კედლებს, რომლებსაც ვერ ცნობ,
რომელიც შენი კი არ არის, არამედ სხვისი
ვისაც ოდესღაც იცნობდი და გადაგავიწყდა..
ჩნდება შეგრძნება, რომ სტუმრად ხარ და ეს საწოლიც
ეს ნაწერებიც, ფოტოებიც…


„ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ.“

„ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, სიცოცხლე კი სულაც არ გახლავთ მორჩილება.“

„არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან.“

„სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდე.“

„ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ დრო და დრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.“

„ადამიანს ორი ხასიათი აქვს, საკუთარი და ის, რომელსაც ცოლისგან შეიძენს.“

„ჩამციებიან, გინდა თუ არა, აგვიხსენი, ვინ ხარო. ჯერ არაფერი, ჯერ არავინ.“

„ზღვა მიდის და რჩება… სიყვარულიც ასეთია, ერთგული და წარმავალი. მე ზღვასთან…


ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულია უამრავი მეთოდიკა იმისა, თუ როგორ შეიძლება სიტყვების უბრალოდ ჩანაცვლებით სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარება.

მაგალითად, ავიღოთ სიტყვა „უნდა“. „მე უნდა წავიდე, სამსახურში“, „მე უნდა გავაკეთო ეს…“ და ა.შ. აქ სიტყვა „უნდა“ მოქმედებს დამთრგუნველად, რადგან იწვევს იძულების ასოციაციას. ამიტომ ჯობია ის შევცვალოთ სიტვით „ვირჩევ“. მაგალითად : „მე ვირჩევ სამსახურში წასვლას“. „მე ვირჩევ ამის გაკეთებას“ და ა.შ.

ნუ გამოიყენებთ საუბრისას სიტყვებს: „არ დაგავიწყდეს“. უკეთესია მის ნაცვლად ვიხმაროთ სიტყვა: „გახსოვდეს“.

ნუ ეტყვით ვთქათ ბავშვს : „კარებს ნუ გაიჯახუნებ“! ჯობია უთხრათ: „კარები ფრთხილად გაიხურე“ და ა.შ.

ანდა ავიღოთ თავად სიტყვა „პრობლემა“. ფსიქოლოგების აზრით ამ სიტყვის ზემოქმედება შეიძლება შევადაროთ მოკრივის ძლიერ დარტყმას. მაშინვე კარგავ წონასწორობას და გიქრება…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta