katusha79's blog

katusha79
44, Tbilisi, Georgia

დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:
... იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?

წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.

სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს, იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.

სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,
მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.


მე დავბრუნდები, როცა ვარდები დაიწყებს ფეთქვას,
მე მაშინ მოვალ, როცა გული დაიწყებს მოთქმას,
მე დავბრუნდები შენმა ტუჩებმა დღეს რამე რომ თქვას,
თუ არ დავბრუნდი შენზე დარდები ვიცი რომ მომკლავს...
თუ არ დავბრუნდი ნუღარ დამიწყებ ტყუილად ლოდინს,
გზას გაჰყურებ და დღეს ჩემს მაგივრად სხვა ვინმე მოდის,
მე დავბრუნდები?? ვინ იცის იქნებ ან თუნდაც როდის,
ახლა ამ ლექსს ვწერ და თვალებიდან ცრემლები მომდის,
და როდესაც მზე ღრუბლებიდან ისევ ამოვა,
როდესაც შენი თვალებიდან ცრემლი წამოვა,
როცა გაივლის ბევრი დრო და ბევრი ხანები,
მე რომ მოვკვდები ნეტავ შენ თუ დაგენანები!


იცი?- შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"
იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარ
ად მომეპარა ღამე...
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა...
დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა
იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი
მენატრები, გეძახი და გიცდი
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...
ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?


ისე მომხიბლეს შენმა თვალებმა,
როგორც გაზაფხულს ხიბლავს ნუშები,
მას შემდეგ გეძებ ყველგან უაზროდ, სულ მოვიარე მთვრალი ქუჩები...
მაგრამ მე ვერსად ვერსად ვიხილე ასე ლამაზი ნუშის თვალები...
გეძებდი დღე და გეძებდი ღამეც, გზად ბევრი შემხვდნენ უცხო ქალები.
მაგრამ ასეთი,
კალმით ნახატი...
მე, ვერსად ვნახე შენი თვალები.


11.09.2011

:ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

.


12.09.2011

ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს,
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე

შევცვლიდი თვით ამ ღამეს
ავაწიოკებდი....
ავაწიოკებდი....
მხიარულებით ქალაქს
შენი შემხედვარე, შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე........
ეხლა რომ დარეკო.........
ეხლა რომ შემეხო წამით,
ალბათ ჩავიდენდი ყველა სისულელეს
თუ კი შენ გარგებდი ამით.
ამ შუა ღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს,
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე ავაწიოკებდი ღამეს.....................


მე შენ დაგხატავ სულში ოცნებად,
აუხდენელად მაგრამ ლამაზად,
სიტყვით დაგხატავ,
ფიქრით დაგხატავ
ცრემლით დაგხატავ და ისე ნაზად,
ისე დაგხატავ როგორც დავინჩი
მუზანაწვევი ხატავდა ტილოს,
მე შენ დაგხატავ როგორც ფანტელებს,
სულში ფაქიზად რომ დამეფინო...............


განა დარდი ვარ,

გაზაფხულით მთვრალი დავდივარ.

და ალუბლების სურნელება უზომოდ მათრობს.

ერთი პატარა მეოცნებე,ჩუმი ქალი ვარ,

და ჩემი ზეცის წითელი მზე ცხრა თვალითმათრობს.

განა დარდი ვარ,

ჩემი მიწით მთვრალი დავდივარ,

ჩუმი აპრილის ნაზი ხმები

ჩურჩულით მათრობს.

ერთი პატარა ,სულ პატარა ზეცის ლანდი ვარ

და სიყვარული ხვავრიელად მათოვს და მათოვს. . . .


i mëparshëm 1 2 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta