Beqza's blog

Beqza
44, Tbilisi, Georgia


რამოდენიმე ახლო სიკვდილთან,
თითქმის მიჯნაზე - თვითაალების,
როცა ერთერთი უძვირფასესი შენი ნაწილი
(მუდამ ცნობადი) უნდა წავიდეს,
უნდა გაფრინდეს ლომთა ღრიალით და ცეცხლის ფრქვევით,
შენს მეგობართა უკვდავებიდან
და ზე აღმართოს ორგანოები - ქვიშანათვალი,
რათა იმღეროს შენი დიდება,
რომელმაც უხმო ქვესკნელის სიღრმეს და სურს სიმშვიდის შენარჩუნება
(რასაც არ ძალუძს შემცირდეს, შეწყდეს),
დაუსრულებელ ღია ჭრილობად რომ გადაიხსნა,
ლონდონში ნაზარდ სიმწარეებზე ქორწინებებით.

თითქმის მიჯნაზე თვითაალების,
როცა შენს ტუჩებთან, მოკლული უცხო
კვლავაც ტრიალებს გასაღებივით: გკეტავს და გაღებს ნაქნევი ხელით,
გკეტავს და გაღებს...
რომელიც არის ყველაზე უცხო
და ჩრდილოელი მეზობელი: მზე - სხვა ქუჩიდან,
საკუთარ ცრემლში რომ თავის თავს იხრჩობს.
ის, სისხლს განიბანს (წვიმად გადმოღვრილს) ადამის ზღვაში
და ზღვა, სიკვდილს მოგიტანს კუთვნილს
და დედამიწას - ვით ძაფის გორგალს - ქარი გაწეწავს წყლის ნაკადებით
და ნიჟარებით, ყველა…


შეხედე დედა, თვითმფრინავია მაღლა -ზეცაში...


თუ გინახია დამფრთხალთა რემა?
თუ გინახია ჭურვების ცვენა?
თუ გიფიქრია ოდესმე ნეტავ:
საფარს რად ვეძებთ ამაოდ ყველა,
როცა ახდენილ ნატვრად - მსოფლიოს -
მზად ვართ, სილურჯე ტანს შემოვხიოთ?..
თუ გინახია დამფრთხალთა რემა?
თუ გინახია ჭურვების ცვენა?
ცეცხლი ჩააქრო ცრემლმა - ნოტიომ,
მაგრამ ტკივილმა სულ არ მოიკლო...
მშვიდობით,
მშვიდობით,
მშვიდობით,
ზეცავ - ლურჯო სიმშვიდე...


01.12.2012

ყოველი დილა ისევ მთავაზობს

იმ ორ არჩევანს: "ყოფნა-არყოფნის"...
დამავიწყდები? - ალბათ არასდროს! -
შენს ყულფში მნახავ მე - თავგაყოფილს...

და მაინც, მაინც, მაინც გივიწყებ,
და ისევ ისე, ისე, ვით ამ თოკს,
სადღაც მაკლდება ნების სიმტკიცე,
რომელიც ასე ძალიან გართობს...

გართობს და ტკბები სანახაობით,
შენში ხარხარებს თვით ირონია.
ო, ანგელოზნო, ციდან ჩამოდით!
- დიდი ხანია არ გვიომია...


ცისფერია სამოსი. თვალები ლურჯი.
გულსწორს დარდი დავუმალე, ვიყავ მუნჯი.

შემეკითხა სატრფო: ”ქარბუქი კრებს ძალას?
ლოგინს ვშლი და ღუმელს შევუკეთებ წალამს”.

ვუპასუხე გულსწორს: ”ვიღაც ახლა ციდან,
როგორც თეთრ ყვავილებს, ფიფქებს ისე ცრიდა.

ლოგინიც გაშალე, ნუ დაზოგავ წალამს,
ახლა უშენოდაც, გულს ქარბუქი წამლავს.




Голубая кофта. Синие глаза.
Никакой я правды милой не сказал.

Милая спросила: "Крутит ли метель?
Затопить бы печку, постелить постель".

Я ответил милой: "Нынче с высоты
Кто-то осыпает белые цветы.

Затопи ты печку, постели постель,
У меня на сердце без тебя метель".


ფითრი ედებათ შენს ჩანახატებს,
ხეებს ამ სევდით როცა შემოსავ.
შენ - თეთრ ფურცელზე სამოთხეს ატევ,
მთელ სევდას აღწერ საქართველოსას...

სევდადაცლილს კი, აგავსებს ღამე,
- მთვარეა შენი გამცილებელი...
წახვალ, მოძებნი ტერენტი გრანელს
და მის საფლავს ზედ დაეცრემლები...


09.07.2012

დღეს, უცნაურად კარგი დღე იყო:

ბიძის ნათიბს რომ ერთად ვფარცხავდით
(არ ვიცი თიბვა - ამ დროს მარტოა),
თითქოს რაღაცამ მშვიდი ცა ხელყო:
ატყდა გრუხუნი და ხშირმა ელვამ
ღრუბლები აპო და ცა დატორა.
მალევე მოვრჩით (ამინდის გამო)
და წვიმას ტყუილად ველოდით ყველა.






ბზუილი მესმა - მოვკვდი როცა მე -
ოთახში, მშვიდი უმოძრაობა,
ასევე უძრავს, გავდა მშვიდ ჰაერს -
ტალღების შუა, შტორმში მოყოლილს -

ირგვლივ თვალები, - მშრალნი ტყდებოდნენ -
სუნთქვათა ჯარი იკრებდა ძალას
ბოლო ბრძოლისთვის - და მეფეს თხოვდნენ
სამოწმო ბეჭედს - ამ მშვიდ ოთახში -

ძღვნები ვისურვე - ამოწერილნი ჩემგან,
ჩემს ყოფით მესთან თანაზიარნი,
არსით იგივე - და ისიც გაჩნდა,
ვით მიჭედილი ჰაერში ბუზი -

სილურჯით - და ბლუ ბზუილით მყოფი -
ნათელს შორის და - ჩემს შორის მდგარი -
მერე ფანჯარა, თითქოს რომ გატყდა,
დასანახადაც ვეღარ ვხედავდი - ...





I heard a Fly buzz – when I died –
The Stillness in the Room
Was like the Stillness in the Air –
Between the…


ამ შემთხვევაში, ვერავინ

შეადარებს მას მეხის გავარდნას
მოწმენდილ ცაზე.
ყოველი მომდევნო დღე,
მისთვის ის დღეა,
როცა ის უფრო ცუდად გრძნობს თავს,
ვიდრე წინა დღეს...
ყველანი ვხედავთ, თუ როგორ
მიემართება იმქვეყნად,
თუ როგორ ალაგებს თავის ნივთებს:
ფეხსაცმელებს, სამოსს, თეთრეულს...
თადარიგს იჭერს და თითქოს,
მუდმივ მზადყოფნაშია,
თვალებიც კი უფრო ხშირად აქვს დახუჭული.
ის ხელიდან გვეცლება ყველას,
უპირველესყოვლისა კი,
მეუღლეს,
რომელიც უძლური შეჰყურებს
მის ტანჯვას
და ამ დროს, ძალიან მიჭირს იმის გარჩევა,
თუ რომელი უფრო იტანჯება...
რამდენჯერ ყოფილა, რომ სიკვდილს
მთხოვდა თავისდაუნებურად:
ვუმალავდი წამალს, სასმელს,
უიმედობას...
ყველაფერს, რასაც ჭარბი რაოდენობით იღებს ახლაც.
ის კი მწყევლიდა
და
ვგრძნობდი,
ამ წყევლის გარდაუვალობას,
როგორც მეხის დაცემას
ელოდება, ტრიალ მინდორში ეულად მდგარი
ხე.
ამ ბრძოლაში ყველანი ეულები ვართ:
უსუსურები,
ისიც კი არ შეგვიძლია, რომ
ყველამ ერთად მოვკიდოთ დანას ხელი
და
მასში შესახლებული სიკვდილი
მოვკლათ...
ხანდახან მგონია რომ,
ის უკვე კაი ხანია რაც შეეჩვია მას:
როგორც გარდაუვალობას,
რომელიც მეხივით…


Sitting With Myself

Waiting for something,
i'm sitting with myself
and waiting
some words,
like sunset or sunrise,
like words that means changes,
changes in my life,
in my soul.
i'm sitting with myself
and think about god,
devil,
angels and
demons.
i think that one side must
finish this thoat,
finish
this poem,
like one day
goes to another
and never be the same
again.
but it never happens...
all is the same:
pain,
love,
anger,
hunger
and this poem,
that i'm writing,
is the copy of a copy
of last poem that i write in
2009.
i'm sitting with my self,
but another one does not speak
to me, - i think he is tired too...


i mëparshëm 1 ... 60 61 62 63 64 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta