julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, Italy

07.04.2014

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი, ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ, მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი, გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ. შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები, გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე, წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები, ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე. მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი, მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ, შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი, ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ. არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა, მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს, ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნიდა, ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს. მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს, გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი. გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს, და ასე უძილო,…


i mëparshëm 1 ... 17 18 19 20 21 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta