...........'s blog

...........
35, Tbilisi, Georgia

09.11.2018

მართალია ურთიერთობა რომელიც იცი რომ თავიდანვე განწირულია არ უნდა დაიწყო... მაგრამ ისე შეიძლება გაგიტაცოს ფლირტმა სიგიჟემდე შეგაყვაროს ადამიანი მიუხედავად იმისა იცი, რომ ეს სიყვარული აკრძალულია.... გრძნობას ყვები, რომელიც ცისკენ კი არა სადღაც უფსკრულში მიგათრევს თავს იმშვიდებ "მერეზე მერემ იფიქროსო" და თავს კარგავ.... "მერემაც" იფიქრა და... განაჩენი გამოიტანა აი ისეთი განაჩენი სულის ნაწილები რომ დაგიქუცმაცა... სულ სხვა ადამიანად გაქცია.... მაშინ როდესაც გეგონა რომ შენი ხელი ძალიან მაგრად ეჭირა და გეგონა არასოდეს გაგიშვებდა ღრუბლებში ასულმა ხელის გაშვება იგრძენი... თავიდან ნელ ნელა... არ უნდოდა უცებ დანარცხებოდი მიწას, არ უნდოდა შენი ხელის სითბო დაეკარგა.... განა იმიტომ რომ ეგოისტია და შენი სიყვარული სიამოვნებდა, არა!!! უბრალოდ…


13.11.2018

- როცა გულს გვტკენენ ხშირად ვამბობთ საკუთარ თავს, საკუთარ სიამაყეს და პრინციპებს არ გადავაბიჯებო და ისე ვიტანჯავთ ამ პრინციპების გამო თავს, შეიძლება ჩრდილი აღარ დარჩეს ჩვენგან. მერე დრო გადის და ვფიქრობთ, განა რამდენ ხანს უნდა ვიცოცხლოთ, განა რამდენ ხანს დაგვივლის სხეულში თბილი ტალღა კოცნის დროს, განა რამდენ ხანს შევძლებთ კიდევ ქუჩებში სეირნობას, მაღაზიებში სიარულს და რამდენ ხანს ვიქნებით ახალგაზრდები, რომ ყველაფერი სიამაყეს შევწიროთ, რომ დრო დავკარგოთ და მერე რომ შემოგვაწვება მონატრება ისე გიჟურად, რომ სადაცაა კარები შემოანგრიოს და გული გაგვიხეთქოს, უარს ვამბობთ ყველაფერზე. ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე ცხოვრებაში, ყველა ნაღვლიან ნაფიქრზე, ყველა იმედზე რომ შევძლებდით თავი დაგვეჭირა და ემოციები გაგვეკონტროლებინა. უბრალოდ…


09.11.2018

- რამდენ ადამიანს ვხვდებით ჩვენი ცხოვრების მანძილზე.. გიფიქრიათ იმაზე რომ ცხოვრებაში ყველას თავისი როლი აქვს სათამაშო? რამდენს გვაძლევენ ისინი და რამდენი მიაქვთ ჩვენგან.. ზოგი რჩება მაგრამ არაფერს გვაძლევს, ზოგი კი ადრე მიდის ჩვენგან მაგრამ მისგან შეძენილი გამოცდილება შეიძლება მთელი ცოვრების მანძილზე გაგვყვეს. ზოგი რა ადრე გვავიწყდება, ზოგი კი რამხელა კვალს ტოვებს.. ერთ პიროვნებას შეუძლია შენი მთელი სიმწრით ნაშენები ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. თითო ამბავს და თითო სიტყვას იმხელა გამოცდილება მოჰყვება რომ ამის გასაანალიზებლად არ გვყოფნის ადამიანებს “გადატვირთული” გონება.მადლობა იმ ადამიანებს ვინც ჩემი ცხოვრების შენებაში მიიღო მონაწილეობა, ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ ყველა თქვენი სიტყვა ჩემს გონებაში გამაფრთხილებლად აღიბეჭდა. თქვენი დამსახურებით ვისწავლე რა…


მე შეგქმენი ჩემს წარმოსახვაში. სინამდვილეში არასდროს ყოფილხარ ჩემთან. მე გამოგიგონე. სულის შეძვრამდე შეგიყვარე, მერე მიგატოვე, მიგატოვე,რადგან ვერ შევძელი შემენარჩუნებინე. ერთადერთ გზად შენი მიტოვება მივიჩნიე. მე ვიცი რამდენად დიდი შეცდომა დავუშვი და მაინც ახლა სულის ტკივილამდე მინდა შენთან. მინდა გრძნობდე იმას, რასაც მე ვგრძნობ, სხვანაირად შეუძლებელია ჩემი გაგება სცადო.
ალბათ არ უნდა ვწერდე, არ უნდა ვიყო ასე დამოკიდებული შენზე, მაგრამ არ შემიძლია, უსუსური არსება ვარ საკუთარ თავთან. როცა პირველად შეგხვდი ვერ მივხვდი, რომ სამუდამოდ ჩარჩებოდი ჩემს გონებაში.
წლები გავიდა მას შემდეგ და მიუხედავად ამ წლებისა მე მაინც ვცადე შენთან მოსვლა, ვცადე შენთან დალაპარაკება, ვცადე ამეხსნა, თუმცა მე ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო.…


17.12.2018

ზოგჯერ გულს ისე გტკენენ, გაქრობა გინდა, გულის ამოგლეჯვა გინდა, მაშინ თანახმა ხარ დედამიწას გაეცალო, ყველაფერზე ხარ წამსვლელი ოღონდ, ეს ტკივილი მოიშორო, სულს ამოგგლეჯენ, გაგთელავენ, გიღალატებენ, ცრემლების ღვრაში გადის დრო, მერე კი ტკივილს ეჩვევი,, ეჩვევი და შემდეგ ურცხვად მოდიან,პატიებას გთხოვენ, უგულო ბოდიშს გიხდიან, თითქოს ისევ გულის ტკენას ცდილობენ, ხვდები რომ შენში შენ აღარ არსებობს,ყინულივით ცივი ხარ, გულის რაღაც უჯრედი მკვდარია, მას უყურებ, თვალები გიცრემლიანდება, და ისევ ამ უდიდესი ტკივილის ფონზე, მხოლოდ ერთი სიტყვაღა დაგრჩა სათქმელი, დრო არითმენს.. ამბობ მშვიდობით. მუხლების ძაგძაგით დგები და სამუდამოდ ეცლები მასაც და მასთან დაკავშირებულ იმ უდიდეს ტკივილსაც.


შენი პირველი შეცდომა - იმ ადამიანის შეყვარება , რომელმაც არ იცის , რა არის სიყვარული. ეს მისთვის იმ ძალის მიცემაა, რომელიც შენ განადგურებს, ძალაუფლების გადაცემაა , შენი სული რომ დააზიანოს..
შენი მეორე შეცდომა- მისთვის თქმა,თუ როგორ გჭირდება , როგორ ვერ წარმოგიდგენია შენი არსებობა მის გარეშე.
შენი მესამე შეცდომა- უეცარი მითის შექმნა მისი არარეალური , ილუზიური სახის შესახებ.
შენი მეოთხე შეცდომა- მისი გადამეტებული სიყვარული. სიყვარული თითოეული მისი სის­ხლნაჟ­ღენ­თისა და ძვლისა, დაჯერება იმისა , რომ თითოეულ ნაიარევს თავისი ისტორია აქვს , მაშინ როდესაც რეალურად არ ჰქონია.მისი ჭორფლის დაკავშირება თანავარსკვლავედთან და ჩუმი ნატვრა იმისა რომ , ეს სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
არა, შენ არ შეგიძლია , სურვილი ჩაუთქვა იმ…


- როგორ მიხვდები რომ ,,შენი ადამიანი"იპოვე?

- მგონია, რომ მასთან სასაუბრო თემა არ გამომელევა; ყოველთვის სიამოვნებით მოვუსმენ, მაშინაც როცა უკიდურესად დაღლილი ვიქნები;

გავუგებ და ისიც გამიგებს. მასთან გულახდილი ვიქნები, მაშინაც კი, თუ სიმართლე მწარეა, ისიც გულახდილი იქნება ჩემთან, ტყუილი უბრალოდ არ დასჭირდება. რომც სცადოს, თვალები ჩაუშვებენ... ჰო, თვალებში ამოვიკითხავ, როდის რას გრძნობს და რისი თქმაუნდა ან არ უნდა.

მას ეცოდინება, რომ იდეალური არ ვარ, მაგრამ ჩემი ნაკლიც ეყვარება. სწორედ ამიტომ ვეცდები, რომ უკეთესი გავხდე. უფლებას მომცემს გრძნობებისაგან დავიცალო, თუნდაც ვიყვირო, ვიტირო და ისტერიკა დავიმრთო...

როცა გაცეცხლებულსა და სახეალეწილს ან ავადმყოფს დამინახავს, არ გაიფიქრებს, რომ არჩევანში შეცდა.

გამაცინებს, მაშინ როცა დავდარდიანდები, ჩემს უცნაურ იუმორსაც დაუმუღამებს, თან…


04.12.2018

- შეაჩერე ,ის ხომ მიდის ?
-შევაჩერო ? თუ ვუყვარვარ რატომ მიდის ?
-შეაჩერე, უიმისოდ ვერ გაძლებ .
-მართალი ხარ , უიმისოდ ვერ ვიქნები ? რა ვიქნები ? მაგრამ მისი წასვლა, ამბობს იმას რომ ის უჩემოდაც კარგად იქნება . რომ ვჭირდებოდე ჩემთან დარჩებოდა .
- იქნებ არ უნდა წასვლა ?
- მე მას ვთხოვე ,ვემუდარე რომ თუ ვუყვარდი , დარჩენილიყო თუ ვჭირდებოდი , ეთქვა , ვუთხარი რომ ერთად ყველა ომს ,ყველა ბრძოლას , მოვიგებდით .. მის გამო შიშველი ხელებით , ეკლებიან ყვავილებში შევიდოდი , იმ ყვავილის მოსაძებლად რომელიც მას უყვარს .!
-ის მაინც წავიდა ?
-წავიდა ის სწორედ ჩემმა დიდმა სიყვარულმა .. ჩემმა ღრმა და არადაფარულმა…


24.12.2018

არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელმაც არ იცის ,რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომლიც ქალურ სისუსტეს არქმევს შენს აკანკალებულ, ჩამწყდარ ხმასა და ცრემლებით სავსე უპეებს.
რომელსაც არასდროს მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე , წამში ათასჯერ მის სახელს რომ მარცვლის და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის , რის გამო შეუყვარდა ქალი. ასეთები ვერასდროს შეძლებენ გიერთგულონ .
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენს ცრემლებით დამხრჩვალ ხმას , შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს. ეს მოვლენა უსათუოდ , მიგიყვანს იქ .
არ უნდა გიყვარდეს…


i mëparshëm 1 2 3 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta