08.12.2010
ar vici
40, Tbilisi, Georgia

მომენატრა ადამიანი რომელსაც ლაივში არ ვიცნობ. დღეს კი, მასთან ლაპარაკი, მისი შეხება და მოფერება ისე მინდა, როგორც მოხუცს სიკვდილი. ეხლა საკუთარ თავს ველაპარაკები და მახსენდება ის რამოდენიმე ბედნიერი წუთი, როდესაც მე ის გავიცანი და ველაპარაკებოდი საკმაოდ ბევრ რამეზე. უკვე სამი დღეა რაც ავირიე, ვშფოთავ. თითქოს რაღაც ნაწილი დავკარგე, ყველაფერი არეული მაქვს, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. მე ის პიროვნება აღარ ვარ, როგორიც ოდესღაც ვიყავი. რა ვქნა, როგორ ვიპოვო ის, ვისი ნახვაც ძალიან მწყურია. არასდროს ასე არ მოვქცეულვარ, ეხლა კი ვწერ და ამ წერილით ვინუგეშებ თავს, რომ კვლავ დაველაპარაკები იმ საყვარელ არსებას რომელსაც კვლავ ველი, რომ გამოჩნდება. მგონი გავგიჟდი კიდევაც, ეგ არაფერი... განა მარტო მე ვარ გიჟი?! ნეტავ, ეხლა რას აკეთებს, ნეტავ რაზე ან ვისზე ფიქრობს, ნეტავ ჩემზე თუ უფიქრია იმ დღის მერე ერთი წუთით მაინც როცა გამიცნო. ნუთუ მისთვის ის ლაპარაკი უბრალოდ გართობა იყო და მეტი არაფერი. რა ხდება ჩემს თავს, როგორ ვიპოვო, რა გავაკეთო არ ვიცი. ბევრი რამ მინახავს, ბევრიც გამიგია, მაგრამ ასეთი რამ არასდროს არ შემმთხვევია. ეს სამი დღეა საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ კითხვას ვუსვამ. რატომ მაინც და მაინც მე დამემართა ასეთი რამ? დავიჯერო შემიყვარდა? - არა, ეს ხომ სისულელა. ადამიანის ასე შეყვარება ხომ წარმოუდგენელია... რომც ვუთხრა მაინც არ დაიჯერებს... როგორ შემოაღწია ჩემს პატარა და უშფოთველ სამყაროში, როგორ მოახერხა ეს. რატომ დავინტერესდი ამ ადამიანით ასე ნეტავ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვგონებ რომ მხოლოდ მე შემიძლია. პასუხი კი ერთია.... მე მისით დავინტერესდი და მიყვარს. რატომ მანადგურებს მასზე ფიქრები, რატომ ვფიქრობ ეს დღეები სულ მასზე... აუ სიგარეტი მინდა. ეხლა სიგარეტი თუ მიშველის. აი მოვუკიდე და გავეხვიე "კვამლის მორევში"... ნეტავ რა იქნება შემდეგი სიტყვები რაც შეიძლება რომ დაიწეროს ამ ცოდვილი თითებით... არა ჩემო კარგო, მე პოეტი არ ვარ, არც მგოსანი და არც მწერალი... მე ვარ ის ადამიანი რომელსაც შენ... შენ ბოდვა დააწყებინე... ნეტავ რა იქნება დღეს... "თუ არა დღე ხვალის შემდეგ"... როგორ მოვკლა ის, რისი მოკვლაც ამჯერად აღარ მინდა, როგორ ამოვშალო ის, რისი ამოშლაც არ მინდა მეხსიერებიდან. არადა ხომ შემიძლია ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო და ის ერთადერთი ლაპარაკი ვაქციო, ჩემი ცხოვრების ერთ გვერდად... არ შემიძლია, ასე ვერ მოვიქცევი... არ ვარ ასეთი. მეც მინდა შენნაირი ვიყო, ძალიან მინდა. იცი როგორ მშურს შენი? მშურს, ოღონდ ამ შურს მე თეთრ შურს ვუწოდებდი... შენ იპოვე ამ ცხოვრებაში ის, რაც მე არასდროს არ მღირსებია. შენ კი, ასე უკვე თუ არ ვცდები ორი წელია ხარ...
იცი?! შენთან მინდა. მინდა რომ მოგეფერო. მინდა რომ თითებზე მოგეფეროო... მინდა რომ ჩემს მკლავებში დაგეძინოს და მძინარეს გიყურებდე. მინდა დილით ყავა მოგიტანო საწოლში. მინდა ჩემი მომზადებული კერძებით დაგიგემოვნო ლამაზი და უხამსი ტუჩები. ბევრი ამ აზრს ვერ ჩაწვდება, შენ კი ჩემო ერთადერთო ტკივილო, მიხვდები ამ ყველაფერს. ამ წერილს ბევრი ნახავს და მათ შორის შენც, მხოლოდ შენ მიხვდები თუ რაოდენ ყვარებიხარ იმ პიროვნებას, რომელმაც ეს რამოდენიმე სიტყვა და გზა შენთვის გამოიარეს...
აი უკვე მიხვდებოდი კიდევაც ვინც ვარ და რასაც ვფიქრობ შენს მიმართ. იმედი მაქვს, რომ ოდესღაც უთუოდ გნახავ, თვალებში ჩაგხედავ და ძალიან დიდხანს გიყურებ, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემთან ბოლომდე არ დარჩები... მე კი ყოველთვის გამყვება ის საიდუმლო სახე, რომლის ნახვაც და რომლის გაშიფრვაც ძალიან ბევრისთვის შეუძლებელი იქნება...

12 views
 
Komente
Tea Mirazanashvili 08.12.2010

:)))))))

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta