შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი
34, Tbilisi, Georgia

შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი,არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს,დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმებიდა ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.ვიცი, შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი,სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას,შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი,შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა,რა ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება,რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობამდე მიჰყვა,დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია,რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია.

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta