ბევრჯერ
34, Tbilisi, Georgia

ბევრჯერ ჩავქრი
ბევრჯერ ავინთე
ბევრჯერ შევცოდე
ბევრჯერ გავერთე
ბევრი ვიტირე
ბევრიც ვიყვირე
მაგრამ პასუხად
რამე მივიღე?
მხოლოდ სიჩუმე
მე კვლავ ვიყვირე:
გთხოვ ხმა გამეცი
ნუ ხარ სიცივე.
იქნებ გამიგო
რომ ვიგრძნო სითბო
იქნებ შენს ხელებს
შევეხო, ვიგრძნო
იქნებ გეფერო
იქნებ გეხვეწო
იქნებ მუხლებზე
დაგიდგე გინდა
ან იქნებ გინდა
რომ გული მოგცე
ხოდა წაიგე, აქ არის მოდი
მოდი მომკალი
დამადე ლოდი

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta