!!!!!!!!!!!!!>>>>>>>>>>>>>>
61, Tbilisi, Georgia

მე დავამთავრე, სიყვარულის დამარცვალება,

მე დავამთავრე, ჩემი გულის „გარდაცვალება“!

ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა!

და ისიც თითქოს, ყველაფერი,გულს რაც მიკლავდა.

არ მემეტები მაგრამ რა ვქნა,არც შენ დამინდე...

არცერთი სიტყვა, სიყვარულის, მე არ გამინდე.

მე,სიყვარულით დაგიხატე ლამაზი ბედი...

შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.

მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს

რომელიც ჩემში იმალება და სულ შენგხატავს.

სულ ის მინდოდა, მოსულიყო ჩვენთან ,ზამთარი...

რომ ჩემ სხეულში მომეძებნე სადღაც, გამთბარი.

სულ ის მინდოდა, მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა!

და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა.

ბევრი მინდოდა ალბათ...ბევრი...რაც არ მერგება,

რაც არ მეკუთნის ის ხომ მაინც არ შემერგება!!..

შენ არ გამტყუნებ,ყველაფერი ჩემი ბრალია,

რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია.

მე ვარ ასეთი,შენ რას გერჩი ყველას ხიდი ვარ...

ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად,საით მივდივარ?..

ჩემთვისაც არის სადღაც გზები მაგრამ ვერ ვხედავ,

ან ბრმა ვარ..ანდა კიდევ...წასვლას ვერ ვბედავ.

მე რომ წავიდე,რა ვქნა მერე... ვის მიგაბარო?..

ნუთუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ, მიყვარხარო!?

ალბათ არ ჯობდა, რადგან... გული არ აგიმღერდა...

მხოლოდ სიმღერით,შენი გული არ მიმიღებდა...

ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ,

სწორედ ამიტომ, სიყვარულო, შენგან მივდივარ!!..

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta