mari2435's blog

mari2435
61, Tbilisi, Georgia

19.03.2018

Пока Земля еще вертится, пока еще ярок свет, Господи, дай же Ты каждому, чего у него нет: Мудрому дай голову, трусливому дай коня, Дай счастливому денег... И не забудь про меня. Пока Земля еще вертится, Господи, - Твоя власть! - Дай рвущемуся к власти навластвоваться власть, Дай передышку щедрому хоть до исхода дня. Каину дай раскаянье... И не забудь про меня. Я знаю: Ты все умеешь, Я верую в мудрость Твою, Как верит солдат убитый, что он проживает в раю, Как верит каждое ухо тихим речам Твоим, Как веруем и мы сами, не ведая, что творим! Господи, мой Боже, зеленоглазый…


ყველას მადლობა!...ვინც ვერ გამიგო

არად ჩააგდო უმი ძახილი...
ნებით თუ ძალით გული გამიპო,

გზები გახლიჩა, დიდი მანძილით.
ყველას მადლობა, ვინც არდამინდო,
უფლის გზა ჰქონდა უარყოფილი,

ვინც სიძულვილით ვერ დამივიწყა
გულზე კი მყავდა მე, მიყრდნობილი.
ყველას მადლობა! ვინც არ დამტოვა,

უმტროდ ცხოვრება ახიფათოა...
მას, ვინც მესროლა, არ ამაცილა,
მეგობრისათვის გული სათნოა.

არ ვიტყუები,არც ვტკბილსიტყვაობ...

მაინც ტკბილია თქვენი სამსალა...

მათი ტალახიც კარზე აცხია...

ვინც ჩემი სული არ შეიწყნარა.

ყველას მადლობა! ვინც ბრალი დამდო,

ღმერთმა მიჰმადლოს სული კეთილი,

ცხოვრების გზაზე მეგობრის ფასი,

არ ყოფილიყოს უარყოფილი.

იმ სიყვარულით განვვლოთ ჩვენი გზა,

ვიდრე ცხოვრება არ დაილია,

რასაც უმღერდა აკაკი, ვაჟა,

რუსთაველი და დიდი ილია.

მ.კ.


სიყვარულს,სევდა მუდამ თან ახლავს,

თუმცა, უთქმელი,შეუცნობელი...

მაინც არტყია რაღაცა დამღა

გინახავთ ვინმეს ის უჭკნობელი!?

არაფერია, არაფერია...

გადარეკავენ სევდას გულები...

მითხარი, გზა ხომ არ აგერია?

რატომ ვართ ასე დაკარგულები...

სად გაქრა ჩვენი ნაოცნებარი...

სამოთხის გზას რომ გაგვინათებდა,

ბედი,რომელიც ზვავად მოჰქროდა,

გაჰქრა ქარივით,სადღაც წავიდა...

გვამახსოვრდება და გვაგონდება,

ცხოვრების მკაცრი ეპიზოდები...

რა უნუგეშოდ ცვდება ოცნება

და სიყვარულის ხმება ყლორტები...

მე კი არ მინდა, გული მტკიოდეს,

ალუბლები კი, გაკრეფილია...

გთხოვ, ნუღარაფერს ნუ დამპირდები,

დაპირებებში, დრო მიილია...


02.12.2016

თოვს, ბარდნის გარეთ ისე საოცრად,
ხეები დგანან თეთრად მორთული,
ავედევნები ფიქრთა ქარიშხალს,
ვით მოწყვეტილი მუხის ფოთოლი.
ისე გრძელია დეკემბრის ღამე,
მთვარე ღრუბლებზე წევს, განაბულა,
ბუხარს ვუკეთებ დარდს,როგორც შეშას
რომ დავწვა, ვიდრე გათენებულა.
ნუ დარდობ გულო, გაუძლებთ ზამთარს,
თოვას,ყინვას და ქარსაც, ჟინიანს,
სანამ გველიან ბედნიერი ხარ,
ვიდრე უყვარხარ, ნუ გეშინია!


გაგვაუცხოვა, გაგვარინდა დრომ და სიშორემ
გავურბი მაგრამ,შენზე ფიქრი ვერ მოვიშორე.
სიყვარულს ამხელს შენთვის ნათქვამი ყოველი ბგერა,
ვცდილობ აგიხსნა მაგრამ ჩემი, შენ როდი გჯერა...
მიყვარხარ გითხრა? ეს სიტყვა ხომ ძველზე ძველია
თუ დაფიქრდები,ეს დუმილი მეტის მთქმელია...
მხოლოდ შენია,შენ გეკუთვნის ამ გულის ფეთქვა
ვგრძნობ რომ დაგკარგავ,თუმცა,ჩემი!არასდროს გერქვა. :((


მარტი

ზეცის ტახტზე დაჯდა ღამე - მარტის,
ნაძვის რტოზე დაარწია მთვარე...
მწვანე ფარჩით გაზაფხული მოდის,
აწკრიალებს ვარსკვლავების ზარებს.
აჩქარდება, მოლოდინში გული,
ქარი ფრთხილად აჭრიალებს კარებს...
გული აღარ მიჩერდება მკერდში,
უნებართვოდ მეპარება გარეთ.
დამავიწყდა სადარდელი, ყველა,
აღარ მახსოვს, თუ რაიმე მწყინდა,
მენატრება გაღიმება - შენი
"და ბავშვივით შენთან ყოფნა მინდა".
ცის ბილიკით გაზაფხული მოდის,
მარტი მკლავზე ანანავებს მთვარეს.
გული აღარ მიჩერდება მკერდში,
წარა-მარა მეპარება გარეთ.
/მ.კ./


27.06.2015

დროს თან მიაქვს სურნელება წლების,
დღენი მართლა წამებივით ქრიან,
რამდენი რამ შერჩენია ხსოვნას,
გუშინდელს ხომ დღეს წარსული ქვია.
ვზივარ მარტო, მოგონებით ვთბები,
გადავფურცლავ სურათების ალბომს,
ძველ ფოტოებს სიჭაბუკე შვენით,
ახლებს, შემოდგომის ფერი ჭარბობს.
გული მაინც ძველებურად გელის,
თუმცა თმებზე უკვე თეთრად მათოვს,
შენ ხარ ჩემი გაზაფხულის დილა,
და მოგძახი – არსად დამეკარგო!
იმედები გვიადვილებს ლოდინს,
არ ჩამდგარა მონატრების ქარი
მერამდენე გაზაფხული მოდის
შენს სიყვარულს უმღერს,ჩემი ქნარი.
ჩემს ლექსებს ხომ სურნელი აქვს შენი,
უკვე ნათქვამს და ჯერ კიდევ უთქმელს,
და ყველა დღის ნაფიქრალი ჩემი
სულის ექოდ, შემორჩება ფურცელს.


მე დავამთავრე, სიყვარულის დამარცვალება,

მე დავამთავრე, ჩემი გულის „გარდაცვალება“!

ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა!

და ისიც თითქოს, ყველაფერი,გულს რაც მიკლავდა.

არ მემეტები მაგრამ რა ვქნა,არც შენ დამინდე...

არცერთი სიტყვა, სიყვარულის, მე არ გამინდე.

მე,სიყვარულით დაგიხატე ლამაზი ბედი...

შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.

მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს

რომელიც…


ar mjera dapirebis,sityvis da mistanebis...
siyalbis sasaxles mivadgi xaracho,
vtamashobt bedniers,vtamashobt ubedurs,
xan janmrtels, da xanac, avadmyofs vtamashobt...
vtamashobt sulelsac ukve meramdened
yvela shegonebas vacxadeb batilad,
motxovna ar aris bazarze chkvianis..
torem vitamashebt chkviansac advilad.
vtamashobt ketils da, vtamashobt borots,
vtamashobt rainds da, vtamashobt mshisharas,
vtamashobt garibs da, mdidarsac vtamashobt
cxovreba tamashshi gavida...
shegxvdi da speqtakli damtavrda mashinve,
davxurav fardas da rampebsac chavaqrob
sheni siyvaruli vegar vitamashe...
da axla ushenod..sicocxles vtamashob!


16.03.2012

ici...
isev ise momenatre
gaxsovs, ert dros tavs rom gaxsenebdi...
ici...
ushenoba gamichirda...
guli damigamda natenebi.
ici
shenze isev imas vfiqrob,
ert dros ra fiqrebic macitlebda...
ici
sheni sitbo momaklda da
chemi martooba amimxedrda.
ici
rogor dzaan momenatre?...
rogorc gayinul chits gazafxuli
rogorc games dge da
rogorc avdars dari
rogorc simyudrove dakarguli.
ici
rogor minda yvelaferi
marts an marto vnebas davabralo...
chems tavs shentan chumad gamoveqce,
chveni zamtari rom davamtavro.
ici
isev dzaan momenatre...


← i mëparshëm 1 2 3 4 5 ... 8 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta