მარტი
61, Tbilisi, Georgia

მარტი

ზეცის ტახტზე დაჯდა ღამე - მარტის,
ნაძვის რტოზე დაარწია მთვარე...
მწვანე ფარჩით გაზაფხული მოდის,
აწკრიალებს ვარსკვლავების ზარებს.
აჩქარდება, მოლოდინში გული,
ქარი ფრთხილად აჭრიალებს კარებს...
გული აღარ მიჩერდება მკერდში,
უნებართვოდ მეპარება გარეთ.
დამავიწყდა სადარდელი, ყველა,
აღარ მახსოვს, თუ რაიმე მწყინდა,
მენატრება გაღიმება - შენი
"და ბავშვივით შენთან ყოფნა მინდა".
ცის ბილიკით გაზაფხული მოდის,
მარტი მკლავზე ანანავებს მთვარეს.
გული აღარ მიჩერდება მკერდში,
წარა-მარა მეპარება გარეთ.
/მ.კ./

83 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta