რა იდილია... რის იდილია...
61, Tbilisi, Georgia

სიყვარულს,სევდა მუდამ თან ახლავს,

თუმცა, უთქმელი,შეუცნობელი...

მაინც არტყია რაღაცა დამღა

გინახავთ ვინმეს ის უჭკნობელი!?

არაფერია, არაფერია...

გადარეკავენ სევდას გულები...

მითხარი, გზა ხომ არ აგერია?

რატომ ვართ ასე დაკარგულები...

სად გაქრა ჩვენი ნაოცნებარი...

სამოთხის გზას რომ გაგვინათებდა,

ბედი,რომელიც ზვავად მოჰქროდა,

გაჰქრა ქარივით,სადღაც წავიდა...

გვამახსოვრდება და გვაგონდება,

ცხოვრების მკაცრი ეპიზოდები...

რა უნუგეშოდ ცვდება ოცნება

და სიყვარულის ხმება ყლორტები...

მე კი არ მინდა, გული მტკიოდეს,

ალუბლები კი, გაკრეფილია...

გთხოვ, ნუღარაფერს ნუ დამპირდები,

დაპირებებში, დრო მიილია...

11 views
 
Komente
iraklidadiani 26.04.2014

მე კი არ მინდა, გული მტკიოდეს,

ალუბლები კი, გაკრეფილია...

გთხოვ, ნუღარაფერს ნუ დამპირდები,

დაპირებებში, დრო მიილია...

mari2435 mari2435 27.04.2014

რა იდილია...რის იდილია...

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta