არ  შეგინიშნავს
60, Tbilisi, Georgia

       მე  მაშინ   შენგან  ჩუმად  წავედი,

       დარდი  წავიღე  წლების  სამყოფად,

       შენ  ისე  თვალე  თურმე  წამები,

       არ  შეგინიშნავს  ჩემი  არ  ყოფნა;

       მე  კი  სიმღერა  დავთმე  შენს  გამო,

       მე  კი  შენს  გამო  დავთმე  სიცილი,

       შველას  უსიტყვოდ  ვთხოვდი  ზეგარდმოს,

       მგლების  ხროვაში  ჩამდგარ  კვიცივით!

       ვით  მესაფლავე,  იყავი  გულქვა,

       შორს  გამირბოდი  შორი  ცასავით,

       მე  მაწყდებოდა  თვალები  უკან,

       მაგრამ  ძახილი  იყო  არსაით.

       ღაწვს  მისველებდა  კურცხალი  ბროლის,

       მძულდა  საწურთო  ურცხვად  ცბიერი,

       თუმც  მაცილებდა  ბუკი  და  დოლი,

      მაინც  გზა  იყო  უკაცრიელი.

      შენი  ჩაქოლვა  მე  არ  მიცდია,

      დარდი  წავიღე  წლების  სამყოფად,

      არც  შემაშველე  ხელი  სიცხიანს,

      არც  შეგინიშნავს  ჩემი  არყოფნა! 

6 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta