შენ დედამიწავ! უფრო მაშინებ
როცა ოცნებით ზეცას მოვიარ,
წმინდაო ღმერთო! რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია,
ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭული,
(სადღაც შიშია, ვიღაც ფითრდება).
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული,
და ჩემ საფლავთან ის დაფიქრდება.
და ასე ფიქრი უფრო ძნელია,
როცა თვალები ნათელს უცდიან.
ღმერთო! ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა,
ღმერთო ჩემს ირგვლივ რა ბურუსია...
Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!