23.01.2011
                                        *   *   *
60, Tbilisi, Georgia

                  ვიდრე  ხარ...ვიდრე  გათოვს  და  გაწვიმს,

                  არ  წარიკვეთო  არასდროს  სასო.

                  ხან  ოცდაათი  ვერცხლი  ღირს  კაცი,

                  ხან  ოცდაათი - ერთ  ვერცხლად  ფასობს.

                  მაგრამ  იმედი,  ეს  უფლის  ჩიტი,

                  კვლავ  ისეთია, როგორიც  იყო 

                  კვლავ  ჭრელი  კაბა  აცვია  ჩითის

                  და  თხილისხელა  გულს  ყველას  გვიყოფს.

                  არ  ჩაიქნიო  არასდროს  ხელი,

                  ვიდრე  ხარ...ვიდრე  ხედავ  და  გესმის...

                 ძველს  ცვლის  ახალი,  ახალს  კი  ძველი,

                და  ქვის  მსროლელი  ყვავილსაც  გესვრის.

                ხან  ბროლის  კოშკზე  შემოგსვამს  ბედი,

                ხან  გაბზრიალებს,  ვით  შოლტი  ჩიკორს,

                მაგრამ  ღიმილი  და  ცრემლის  წვეთი

               კვლავ  იგივეა,  რაც  ადრე  იყო.

16 views
 
Komente
galaxyca 23.01.2011

ვიდრე ხარ...ვიდრე გათოვს და გაწვიმს,

არ წარიკვეთო არასდროს სასო.

rruru 07.05.2011

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

agni121 07.05.2011

ვიდრე ხარ...ვიდრე გათოვს და გაწვიმს,

არ წარიკვეთო არასდროს სასო.

ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,

ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta