26.09.2011
///////////
44, Tbilisi, Georgia

მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული

მერე მზერის აპარება მკერდზე ურცხვად...

თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული

იცით,წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა.

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების

და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,

იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით

მაპატიეთ ქალბატონო-მყვარებიხართ.

მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული

როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი...

გამომყევით,თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს

ტალახებით მოხატული ქვაფენილი.

გზები უკვე გუბეებმა გადათელეს

თქვენ ხომ თვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით

ალბათ ფიქრობთ უმიზეზოდ შეგაჩერეთ

მაპატიეთ ქალბატონი-შემიყვარდით...

13 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta