ღმერთი.
60, Tbilisi, Georgia


მდინარის პირას ჩამომჯდარ მოხუცს მიუახლოვდა ახალგაზრდა და უთხრა: – როგორც ამბობენ, თქვენ ყველაზე ბრძენი ადამიანი ხართ ამ მხარეში და იქნებ დამეხმაროთ… – რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? – მითხარით, სად შეიძლება ვიპოვო ღმერთი? მოხუცმა დაკვირვებით შეხედა ახალგაზრდას, შემდეგ წამოდგა, მდინარისკენ წავიდა და უთხრა: – გამომყევი! ახალგაზრდა მიჰყვა. როცა წელამდე წყალში შევიდნენ, მოხუცი გაჩერდა და ეუბნება: – ჩაიხედე წყალში და კარგად დააკვირდი რასაც დაინახავ! ახალგაზრდა წინ გადაიხარა და ჩააშტერდა მდინარის წყალს. მოულოდნელად მოხუცმა კისერში ჩაავლო ხელი და სანამ ის გონზე მოასწრებდა მოსვლას, წყლის ქვეშ ამოაყოფინა თავი. ახალგაზრდამ სცადა გასხლტომოდა ხელიდან, მაგრამ მოხუცი მთელი ძალით დააწვა და არ მისცა თავის ამოყოფის საშუალება. ბიჭი იბრძოდა, ცდილობდა წყლიდან ამოსვლას, მაგრამ მოხუცი არ ეშვებოდა …ბოლოს, ახალგაზრდულმა ენერგიამ და თვითგადარჩენის უძლეველმა ინსტიქტმა მაინც იმარჯვა და ბიჭმა თავი დაიხსნა. – თქვენ რა გაგიჟდით?! – უთხრა მან, როცა ცოტათი სული მოითქვა და აზროვნების უნარი დაუბრუნდა. – როცა ღმერთის პოვნა ისევე ძლიერად მოგინდება, როგორც ცოტა ხნის წინ სუნთქვა გინდოდა, მაშინ შენ იპოვი მას! - უპასუხა მოხუცმა.

13 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta