golda's blog

golda
60, Tbilisi, Georgia

03.03.2014

დედა. დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის…


საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც არავის არაფერი არ მოსწონს. მეზობლებს არ მოსწონთ სხვისი ფანჯრებიდან წამოსული მუსიკა. მშობლებს არ მოსწონთ შვილების საქციელი. ბავშვებს არ მოსწონთ სკოლა. სკოლას არ მოწონს რეფორმა, რეფორმას არ მოწონს კადრები, კადრებს არ მოწონს საპენსიო გარანტიები, საპენსიო გარანტიებს არ მოწონთ ინფლაცია, ინფლაციას არ მოწონს სტაბილურობა, სტაბილურობას არ მოწონს ინერტულობა, ინერტულობას არ მოწონს სულსწრაფები, სულსრაფებს არ მოწონთ ზარმაცები, ზარმაცებს არ მოწონთ აქტიურები, აქტიურებს არ მოწონთ პასიურები, პასიურებს არ მოწონთ ოპტიმისტები, ოპტიმისტებს კი, თავის მხრივ – პესიმისტები… მეგობრებს არ მოსწონთ ის კაფე; არა – აი ის ბარი; არა, მოდი სხვაგან წავიდეთ, ეგ მომბეზრდა, ის არ ვარგა, ეს გოიმურია, ის კიდევ საშინელებაა.…


03.09.2015

ჩემი ცხოვრების ირონია გულს ვერ მომიკლავს,
სასოწარკვეთას ვერასოდროს გავითავისებ.
მე სიყვარულის ძიებაში მწვერვალს მივწვდები,
მერე კი შეშლილ, ზღვის ტალღებსაც გავინაპირებ,
ვერავინ შეძლებს, რომ მომარგოს სადავეები,
რადგან სიცოცხლეს, მონობაში სულ არ ვაპირებ,
გაუხედნავი ულაყივით, სული ხელდება
და ვერც ვერავინ, ვერასოდეს ვერ შემაშინებს.
ტკივილითა და სიყვარულით, ვგრძნობ ცოცხალი ვარ,
არსებობისთვის ვერ ვიმეტებ სულის ნაპირებს,
ვენებგადახსნილს, სიყვარული, ისევ მწყურია
და არ მაღელვებს, ბევრი, ამას თუ ვერ გამიგებს,
შემოვიძარცვავ ჩამოძენძილ უდღეურ სამოსს,
მერე კი, ჩემს გულს შეშლილი ზღვა მოინადირებს,
თვალებს ვხუჭავ და ამ სიგიჟეს სულით ვეხები,
მე, სიყვარულის ნეტარებით, შეშლას ვაპირებ ...


ა ღ ს ა რ ე ბ ა
ყოველდღე ლოცვებს ვკითხულობ:ათ მცნებას, ცხრა ნეტარებას,
მაგრამ ყოველდღე ვახერხებ უამრავ ცოდვის ჩადენას.
ბევრჯერ გონების გაფანტვით,ლოცვაში ცოდვა მიქნია,
ბევრჯერ მოყვასის ჩემისა აუგი სიტყვა მითქვია.
ბევრი გლახაკის თვალებში ვედრება წამიკითხია,
მაგრამ ხშირადაც უგულოდ გულშიაც განმიკითხია.
ბევრი მლოცველი გულითა,ფარისეველი მგონია,
ვგონებდი ბევრის მცოდნე ვარ,თურმე არა რა მცოდნია.
ზოგჯერ ტყუილიც მითქვია გამოსავალი მგონია,
მაგრამ კეთილი ტყუილიც ბოროტის მონაგონია.
კეთილი საქმის ჩამდენსა, თავი რომ კარგი მგონია,
წირვაზე წაუსვლელობის მიზეზიც მომიგონია.
სიზარმაცემაც კი მძლია,ბევრჯერო განა ერთხელო,
ოხ,კაცის გულო ორგულო,დაუდევარო- მერყევო.
სიკეთე დაფარული სჯობს,სააშკარაოს ნადებსა,
ბევრი არა რა მიქნია ბევრის ბოროტის ჩამდენსა.

მფარველი ანგელოზისთვის ბევრჯერ შენდობა მითქვია,
მაგრამ მოძღვრისთვის იგივე,ერთხელ, მეტჯერ არ მიქნია.
ყოველთვის უფალს ვაწუხებ,თხოვნით ოცნების ახდენის,
გონებით იმას ვერ ვგონებ, რომ ღირსი არ ვარ ამდენის.
ყველას თავისი ჯვარი…


 ბრძენი ქალაქის კარიბჭესთან. ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს: – მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში? – ჯერ ის მითხარი შვილო, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, საიდანაც შენ მოხვედი? – კითხვა შეუბრუნა მოხუცმა. – საშინლად ეგოისტი და ბოროტი ადამიანებით იყო სავსე იქაურობა და იმიტომ წამოვედი იქიდან. – სამწუხაროდ აქაც ისეთივე ადამიანებს გადაეყრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქს მიუახლოვდა სხვა მოგზაური, რომელმაც იგივე შეკითხვა დაუსვა მოხუცს: – მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში? – და როგორები ცხოვრობდნენ იქ, საიდანაც მოხვედი?…


ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბავშვმა წაიბორძიკა და დაეცა. მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა:

– აააა!

თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:

– აააა!

– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.

– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.

ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:

– მშიშარა!

– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:

– რა არის ეს?!

მამამ გაიღიმა და უპასუხა:

– შვილო, მოუსმინე ... შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა:

– შენ მშვენიერი ხარ!

– შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ;

– მე შენ მიყვარხარ!

– მე…




ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.დილით ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, - უთხრა ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.
- ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, - გააგრძელა ქალმა, - ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.
ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა და ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო.ერთ მშვენიერ დღეს მან კვლავ გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:
- შეხედე, საყვარელო, თეთრეული დღეს სუფთაა - როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა!
- არა, ჩემო კარგო, - უთხრა ქმარმა, - საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი…



მდინარის პირას ჩამომჯდარ მოხუცს მიუახლოვდა ახალგაზრდა და უთხრა: – როგორც ამბობენ, თქვენ ყველაზე ბრძენი ადამიანი ხართ ამ მხარეში და იქნებ დამეხმაროთ… – რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? – მითხარით, სად შეიძლება ვიპოვო ღმერთი? მოხუცმა დაკვირვებით შეხედა ახალგაზრდას, შემდეგ წამოდგა, მდინარისკენ წავიდა და უთხრა: – გამომყევი! ახალგაზრდა მიჰყვა. როცა წელამდე წყალში შევიდნენ, მოხუცი გაჩერდა და ეუბნება: – ჩაიხედე წყალში და კარგად დააკვირდი რასაც დაინახავ! ახალგაზრდა წინ გადაიხარა და ჩააშტერდა მდინარის წყალს. მოულოდნელად მოხუცმა კისერში ჩაავლო ხელი და სანამ ის გონზე მოასწრებდა მოსვლას, წყლის ქვეშ ამოაყოფინა თავი. ახალგაზრდამ სცადა გასხლტომოდა ხელიდან, მაგრამ მოხუცი მთელი ძალით დააწვა და არ მისცა თავის ამოყოფის საშუალება. ბიჭი…


მე მოვედი

ჩემი არსებობით შენ არასოდეს შეწუხდები, მაგრამ იმ გარსს ვერავინ გაარღვევს შენ რომ გარშემო მოგახვიე. არასოდეს მჩვევია ჩემი სულის პირველ თოვლს ვინმემ ტალახიანი ფეხი შეახოს. მე შენ მიყვარხარ და შენს თავს, სიყვარულს, არავის დავუთმობ.
ის ვინც მთელ სამყაროდ მიმაჩნია ვერავის გაუყოფ.
ასე იქნება მანამ სანამ მოგონების ყვითელი ფერები შენს ცხოვრებას უკითხავად არ ესტუმრება. როცა დიდი მონატრებით ჩაიკითხავ ძველ ბარათებს, როცა მარტოობას მთელი გულით შეიგრძნობ...
ნელი ნაბიჯებით შემოვალ შენს ცხრაკლიტულ ცხოვრებაში, უამრავ სიხარულის ყვავილებს გაგიშლი ფეხქვეშ და ჩუმად გეტყვი
"მე მოვედი"...



font_up.png


← i mëparshëm 1 2 3 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta