ჭუჭყიანი   თეთრეული.
60, Tbilisi, Georgia



ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.დილით ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, - უთხრა ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.
- ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, - გააგრძელა ქალმა, - ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.
ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა და ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო.ერთ მშვენიერ დღეს მან კვლავ გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:
- შეხედე, საყვარელო, თეთრეული დღეს სუფთაა - როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა!
- არა, ჩემო კარგო, - უთხრა ქმარმა, - საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯარა გავწმინდე.

115 views
 
Komente
Zviad 28.07.2013

:D :D :D

laliko18 29.07.2013

:D :D :D :D :D

lo-la 29.07.2013

magariaa

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta