ექო ჩვენს ცხოვრებაში
60, Tbilisi, Georgia

ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბავშვმა წაიბორძიკა და დაეცა. მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა:

– აააა!

თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:

– აააა!

– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.

– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.

ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:

– მშიშარა!

– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:

– რა არის ეს?!

მამამ გაიღიმა და უპასუხა:

– შვილო, მოუსმინე ... შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა:

– შენ მშვენიერი ხარ!

– შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ;

– მე შენ მიყვარხარ!

– მე შენ მიყვარხარ! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭი გაოცებული იყო, ვერაფერი გაეგო.

– ადამიანები მას ექოს ვეძახით, სინამდვილეში კი ეს ჩვენი ცხოვრებაა! – უთხრა მამამ.

შენ გპასუხობენ იმით, რაც გააკეთე ან თქვი. შენი ცხოვრება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია შენს მიერ ჩადენილი ქმედებებისა. თუ გინდა რომ მიიღო, ჯერ შენ უნდა გასცე!

თუ გინდა რომ გაგიღიმონ, ჯერ შენ უნდა გაუღიმო!

თუ გინდა რომ უყვარდე, ჯერ შენი გული უნდა აივსოს სიყვარულით!

ასეთი ურთიერთკავშირი არსებობს ყველაფერში ჩვენს ცხოვრებაში, ის ეხება თითოეულ მის ასპექტს.

ცხოვრება გიბრუნებს ყველაფერს, რაც მას მიეცი!

შენი ცხოვრება – შენივე ანარეკლია!

78 views
 
Komente
goldbergi 31.07.2013

momewona kargia

gamvleli 03.08.2013

albat egrea,magram usasyidlod gacema sjobs albat,rodesac ukan arapers elodebi.

Zviad 01.08.2013

შენი ცხოვრება – შენივე ანარეკლია!

baller 30.07.2013

..... neta martla is brundebodes rasac gascem

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta