17.09.2014
-_-
33, Tbilisi, Georgia

..ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...დავიძინებ-მიყვარხარ! გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია.

163 views
 
Komente
saviola777 19.04.2017

და მზად ხარ ეს ყველაფერი განიცადო? მაშინ მოითხოვე შეუძლებელი და მიიღებ მაქსიმუმს)))

Archil 14.12.2014

ეხლა მივხვდი :) რა უშლის ხელს რომ რეალობაშიც მასე მოხდეს ? :)

Archil 14.12.2014

უბრალოდ ვიფიქრე ადამიანები მხოლოდ საკუთარ გრძნობაზე წერდნენ. :) თურმე სხვაგვარად ყოფილა :)

tamo tamo 14.12.2014

adamianebi imazec weren rac undat ro realobad iqces

Archil 14.12.2014

ალბათ ასე არავის ვეყვარები მე. :)

tamo tamo 14.12.2014

yvelfari xdeba raicit

Archil 14.12.2014

კი კი ზღაპრებში კი ხდება ყველაფერი ოღონდ მე არ ვცხოვრობ ზღაპარში ასე რომ არაფერიც არ ხდება :)

tamo tamo 14.12.2014

aramgonia marto zgaprebshi iyos shesadzlebeli siyvaruli

iraklidadiani 20.09.2014

ჩათვალე, რომ გთხოვე!!!

iraklidadiani 20.09.2014

რომ მეთხოვა, მომცემდი?! :)

tamo tamo 20.09.2014

ki

iraklidadiani 17.09.2014

მოგპარე ეს პოსტი! :)
უძლიერესიააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

tamo tamo 17.09.2014

rato mompare mere unebartvod

Archil 14.12.2014

მე ზემოთ აღწერილი გრძნობა ვიგულისხმე :) როცა გიყვარს ასეთი გრძნობა გეუფლება რაც ზემოთ წერია ? თუ შენი დაწერილი არ არის :)

tamo tamo 14.12.2014

egre aravin myvarebia ar vici jer

Archil 14.12.2014

აბა სხვამ მოგიყვა რას გრძნობდა და ის დაწერე აქ ? :)

tamo tamo 14.12.2014

aravis ar mouyolia rac momewona is davweree

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta