12.11.2018
........
35, Tbilisi, Georgia

მომენატრე...როგორ იცი?...გინდა აგიხსნა როგორ?...მაშინ სცადე არ ისუნთქო...მინდა მაშინაც არ ისუნთქო,როცა გაუსაძლისად მოგინდება ერთი ყლუპი ჰაერი ჩაისუნთქო...რას გრძნობ ეხლა?... წარმოიდგინე დანის დარტყმისგან მიყენებული ტკივილი... წარმოიდგინე,ოღონდ არ იყვირო როცა გეტკინება....
ეხლა წარმოიდგინე უდაბნო...მცხუნვარე მზე,ცხელი ქვიშა და შენ მარტო ხარ ამ უდაბნოში უწყლოდ...გინდა ერთი ყლუპი მაინც შესვა რომ წყურვილი მოიკლა,
მაგრამ შენი სურვილი მხოლოდ უსუსურობის განცდად იქცევა როცა ხვდები რომ ამაოა სურვილის ქონაც კი...
წარმოიდგინე რომ ოკეანის ტალღებს ებრძვი...ყველგან წყალი,მხოლოდ წყალი...
ხმელეთის დანახვის სურვილი გკლავს,მაგრამ ამაოა სურვილიც...შენ ოკეანის მსხვერპლი ხარ...ხვდები,თუმცა არ გტოვებს სურვილი მიწა შეიგრძნო ფეხვეშ... წარმოიდგინე რომ უკაცრიელ კუნძულზე ხარ სრულიად მარტო...გწყურია ვინმეს ხმა გაიგონო,გათანგული ხარ მარტოობისგან და ცხოველიც კი ადამიანად გეჩვენება ხანდახან..მაგრამ გაფხიზლებს მისი ცხოველური ღრენის ხმა...ხვდები რომ შეგეშალა...უფრო მეტად გიპყრობს სურვილი ადამიანის პოვნის...
სასოწარკვეთილებასთან ბრძოლისგან იღლები,მაგრამ ეს წყეული სურვილი?!...ის არ გტოვებს,ის არ გაძლევს საშუალებას შეეგუო უკაცრიელობას...
ეხლა ყინვა წარმოიდგინე...უსაზღვრო სიცივე...ისეთი,რომ არაფერი გათბობს..უკვე გგონია მოკვდები სიცივისგან ძვლებში რომ გატანს...გინდა იყვირო!ვინმეს მოუხმო საშველად,მაგრამ იცი რომ მარტო ხარ,მარტო და ვერავინ შეძლებს შენს დახმარებას...
ეხლა იგრძენი?..ეხლა მიხვდი როგორ მენატრები?..ეხლა მიხვდი როგორ მწყურია,როგორ მცივა,როგორ ვიხრჩობი როგორ მკლავს მარტოობა როცა აქ არ ხარ?...

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta