elina's blog

elina
52, Athens, Greece



* 1931 წელს,ბოლონიაში ბრბომ სასტიკად ცემა დირიჟორი არტურო ტოსკანინი და მისი ცოლი.მიზეზი კი ის იყო,რომ მუსიკოსმა უარი თქვა ედირიჟორა ფაშისტური ჰიმნისათვის.
* 1951 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ეტიენ ბალსანი,ფრანგი ოფიცერი,ფრანგი მოდის დამკანონებელ კოკო შანელის საყვარელი მამაკაცი.ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორცინებულები და შანელის ძაძის ტარების უფლება არ ქონდა ,მაგრამ მან საუკეთესო საშვალებას მიაგნო,რათა უკანასკნელი პატივი მიეგო საყვარელი ადამიანისათვის,მან მოდაში შემოიტანა შავი ფერი.
* ლენინს 17 უცხოური და 129 რუსული ფსევდონიმი ჰქონდა.
* სისხლის გადასხმის პირველი ოპერაცია 1667 წელს ჩატარდა.ჯან ბატისტმა ახალგაზრდა მამაკაცს ცხვრის სისხლი გადაუსხა.
* ალბერტ აინშტაინის სიტყვებია: ”წარმატება სამი კომპონენტისგან შედგება: იღბალი,თამაში და ენაზე კბილის დაჩერის უნარი”.
* ეთიოპიის იმპერატორს,მენელიკ მეორეს,რომელიც ქვეყანას 1889-1913 წლებში მართავდა,ისე…




თოვს.
რძისფერი სიმყუდროვეა ბუსარჭილის ფერდობზე ჩამომდგარი. მარტო თოვლის ფანტელები შრიალებდნენ ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ზეცის გალობასავით. მერე არწივის ყეფა გაისმის: ერთხელ, მეორედ, მესამედ. არწივი გაჩუმდება და ისევ სიწყნარე ჩამოდგება ბურსაჭილის ფერდობზე.
თოვს.
თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური ქვენამთისაკენ მიუყვება აღმართს. მხარზე მამისეული თოფი ჰკიდია.
ზემოთ, გორზე ადგილის დედის სალოცავია. გიგია სხვა მხარეს მიდის. უცებ შედგება. მიმოიხედავს. ისევ გზას გააგრძელებს. ისევ შეჩერდება და მობრუნებას დააპირებს. გული რატომღაც «ადგილის დედისაკენ» მიუწევს. მაინც სხვა მხარეს წავა.
ანაზდად ფეხი გაუსხლტა და დაეცა. წამომდგარმა მშვიდად ჩაიბერტყა შრიალა თოვლი. შემობრუნდა და «ადგილის დედისაკენ» აუყვა აღმართს.
გორის ფხაზე არწივი დაინახა გაგიმ და ფეხს აუჩქარა. ძალიან მოუნდა ახლოს ენახა არწივი.…





მარტიც გვესტუმრა, მაგრამ უცნაური...
დახე, როგორ მრუშობს ბალი,
სატრფოს უღალატა ალუბალთან
ნაზად იღიმება, მალვით.

ნახე გაუშლია კვირტი იასამანს,
ბაფთად დაბნევია ხიბლი,
მალე გაიშალოს, შენთვის აყვავილდეს,
(მოვწყვეტ და მოგართმევ დილით...)

მარტის სურნელია, ხომ ვთქვი უცნაური
რაღაც აღარ გიჟობს ქარი,
გახსოვს წერილში, რომ მომწერე
თმებს მიშლის... დააწყნარე მარტი?!

აჰა, დავაწყნარე, თანაც რა რიგად, რომ
სიო ნელა არწევს ყვავილს,
კვირტიც იხეთქება, შენთვის გაიშლება
(მოვალ და ჩაგიბნევ თმაში...)
 


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

110063-%CE%86%CE%BD%CE%BF%CE%B9%CE%BE%CE%B7-2.jpg



questexcl.gif


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta