leo86's blog

leo86
37, Tbilisi, Georgia

ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს უხსნის

ვიღაცა სამყაროს ოცნებებს ჩუქნის
ვიღაცა გიტარას აკორდებს უთმობს
ვიღაცა შოკოლადს არავის უყოფს.

ვიღაცა დაორთქლილ მინაზე ხატავს
ვიღაცა ცრემლებს საბნისქვეშ მალავს
ვიღაცა ავტობუსს ტყუილად უცდის
ვიღაცას სიტყვა მიყვარხარ უკვირს.

ოცნება ღამეში წყვდიადსუმღეროდა
და მონატრება უფერულდებოდა
სიყვარულში ვნებები იღვრებოდა
შენი თვალები მელანდებოდა.

და მე მიყვარხარ ამ ცაზე მეტად
მესამყაროები ნოტებთან ერთად
შენმჭირდები სუნთქვაზე მეტად
მოგეფერები ფერებზე მეტად.

და მე მიყვარხარ ამ ცაზე მეტად
მესამყაროები ნოტებთან ერთად
შენმჭირდები სუნთქვაზე მეტად
მოგეფერები ფერებზე მეტად.

ესთვალები იცრემლებოდა
გულში წვეთები იღვენთებოდა
და ოცნებები მეფანტებოდა
მე ის გოგონა მენატრებოდა.

ის გაზაფხულია ყვავილში ჩამთბარი
და დილის ნამია ბალახზე დამდნარი
ის ოცნებაა სიგიჭედ ქცეული

სიყვარულია ვნებები დამთვრალი.
და მე მიყვარხარ ამ ცაზე მეტად
მესამყაროები ნოტებთან ერთად
შენ მჭირდები სუნთქვაზე მეტად.

მოგეფერები ფერებზე მეტად
და მე მიყვარხარ ამ ცაზე მეტად
მესამყაროები ნოტებთან ერთად
შენ მჭირდები სუნტქვაზე მეტად.

მე მოგეფერები ფერებზე მეტად
მე…


17.01.2018

''ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.''


17.01.2018

ბოროტი ადამიანების დასჯა უფალს მიანდე ჩვენ კი, მხოლოდ მიტევება გვმართებს...


"მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით,
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით,
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს,
ავედევნები იისფერ სურვილს ,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე,
როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.
მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან,
ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა,
ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია..."


სულში ჩამხედე...
ხედავ?
რა ფერებია სულში...
ახლა რომ იყო,
ჩემთან...
მე ჩაგიკრავდი გულში...
დამიძახებდე ნეტავ...
დღესაც,
როგორმე გავძლებ...…
ოღონდ,
ვისუნთქო შენთან...…
და შენი ცქერით გავძღე...
ზეცას ახედე...
ხედავ?
ობლად დარჩენილ ღრუბელს...
როგორ მტკიოდი მე და...
როგორ,
მიყვარდი წუხელ...
და საოცარი დილა...
თენდება,
შენით მთვრალი...
თვალებს,
მისველებს წვიმა...
ცრემლის ატყვია კვალი...
წარსულს,
ფეხდაფეხ მივდევ..
მე ხომ,
შენს თვალებს ვენდე...
რა ვქნა,
მიყვარხარ ისევ...
და მენატრები დღემდე...
მე გულს, იმედით ვივსებ...
შენზე ოცნებას, ვბედავ...
მოდი,
დაბრუნდი ისევ...
როგორ მაკლიხარ,
ხედავ?


გული მოკანკალე, შეშინებული, ოდნავ მფეთქავი,
გული გაყინული, დაწურული უკვე ბოლომდე,
გული დამწყვდეული, გამოუშვი, წყალობა ჰყავი,
გული დაიხსენი, ეგებ მოახერხო რამე, როგორმე...
გული გელოდება, დაბერებული,ისე გამოცვლილი,
ხან დაკარგული,ხან ნაპოვნი, ახლა პატიმარი,
გაათავისუფლე, ხელზე დაისვენე ძალაგამოცლილი,
ასე გაშვებული, ასე მიშვებული, ცოცხალი–მკვდარი...


სიხარულისთვის ადამიანს რა
ცოტა ჰყოფნის,
რა ცოტა უნდა იმისათვის,
გული ატკინო,
ზოგჯერ ნამცეცი თანაგრძნობაც
წამლად იქცევა...
კაცი ღიმილით, შეგიძლია
შემოაბრუნო!
დიახ!–სულ ცოტა, ცოტა გვინდა სიხარულისთვის,
ცივ ადამიანს, ცხოველიც კი
არ ეკარება...
მივცეთ ეს ცოტა...ერთმანეთს რომ
მიზანი გვქონდეს,
სანთელ საკმევლის გზა არასდროს
დაიკარგება!


და განა ერთი? ათასი ღამე შემომიწირავს,
ათიათასჯერ თრთოლვით მითქვამს შენი სახელი,
შენი ლანდის წინ დამიჩოქია მე ვითა მწირსა,
და ცრემლიანი თვალებით მითქვამს შენი სახელი.
და მე სულ ასე შენზე ფიქრში გავათევ ღამეს,
და მე სულ ასე შენზე ფიქრში დამათენდება,
დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები,
სანამ ჭაღარა თოვლის ფიფქად დამათოვდება!


ქალი იმისია ხელზე აგოგმანო
ლექსით გააბრუო,
ქარით მოიტაცო...
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო
მხრებზე შეისვა და მთვარეს მოაფარო
არ გამოგყვება?

კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა
და მაინც შეაყვარო!


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ
კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,
როდესაც თბილა
მზეს უდიდესი ღვარძლი აქვს გულში
და სიცხედ გვაღვრის
თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ
ვიდრე ტუჩები
მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს
იწვევს,
სენტიმეტალიზმი ისევე მომაბეზრებელია
როგორც დედის ზრუნვა (დროგამოშვებით)
ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი...

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ..
ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა,
მზეს რომ ღვარძლი არ ქონდეს
გავიყინებოდით..
ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ!
იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება.
დედის ზრუნვა მომაბეზრებელია
(დროგამოშვებით)
მაგრამ აუცილებელი..
თუ ჟანგბადი გაკლია-
აკოცე!!!


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta