gio877's blog

gio877
34, Tbilisi, Georgia

ინციდენტი საავადმყოფოში - ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"- უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! -"აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ…


24.06.2013

მინდა მოგმართოთ ყველა კრიტიკოსს

მოდით მიხედეთ ლამაზ მამიდას,

მე ვეღარ ვითვლი ამდენ ცინიკოსს

არ გაცდენილხართ კომპის მაგიდას?

დიდი გული გაქვთ კომპის კლავიშზე.

ცხადში კი ყველას გიქრებათ ენა,

ძილში ფეხები გიდევთ ბალიშზე,

თქვენს მამიდას კი ეტყობა წყენა.

გასუქებულხართ, ვერ გიძლებთ სკამი,

და არ მოგერგოთ ძველი სამოსი,

თქვენს დასაფუშათ მჭირდება წამი

თქვენს მამიდებს კი ადევთ ზასოსი.

სხვისი ცხოვრების კრიტიკით ტკბებით,

საკუთარი რომ არ გაგაჩნიათ,

ამდენი ჭამისგან რით ვეღარ ძღებით,

ასე ძალიან რამ დაგამშიათ?

მე თქვენს მამიდებს ვუგზავნი სალამს,

მგონი ბევრსაც ვჩიოდი ამაზე,

თქვენს საგინებლად არ ვზოგავ კალამს

თქვენი მტერია გიორგი!


ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე
ქარებს აჰყოლია,
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონია,
ისე გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
არ გახსოვარ ალბათ, არ გახსოვარ ალბათ
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია,
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია,
მაგრამ გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
მე არ ვიცი რატომ, არც შენ იცი რათა
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგყოლია,
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან
ჩემო მაგნოლია!


ეს დღეც გავიდა . . . ისე, რომ არ გამხსენებიხარ . . .
აღარ მათრთოლებს შენს სარკმელში გამონათება.
რაც გინდა, მოხდეს, დახშულია გულის კარები,
აღარაფერი არც მახარებს, არც მედარდება.

ვეღარ ამღერებს ჩემს გიტარას აკორდთა ცეკვა,
ფრთებმოკეცილი მუზა კლდეზე ჩუმად ისვენებს
და ხვალინდელის უსასოო ბუნდოვანება
გამთენიისას თვალახელილს ღაწვებს მისველებს.

აღარ დაგეძებ ცხადში, ძილში
–– თავს დაღლას ვატყობ.
აღარ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ
რატომღაც გნატრობ . . .


30.03.2013

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტი -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები.
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არ ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს…


30.03.2013

უკვე რამდენი მალბორო ჩავწვი
უკვე რამდენი ფურცელი დავწვი
უკვე რამდენჯერ დაიწყო თოვა
უკვე რამდენჯერ ვერ ვხვდები.. წავა?
უკვე სიზმრადაც სენ გხედავ მართლა
უკვე სიტყვებმაც დაიწყეს წასვლა

უკვე მუზამაც დაკარგა ფაზა

უკვე მეტალებს მოუწევს ჟანგვა
უკვე გულმაც კი დაიწყო დაშლა


26.01.2013

ა_თასი ვარდი შენთვის ცოტააა... ბ_ევრი ხომ თითქმის უკვე მოდაა.. გ_ული კაცისა შენი მონაა... დ_იდება მხოლოდ შენთან ყოფნააა... ე_ხლა ვნატრულობ რომ ვიყოთ ერთად... ვ_ნტარულობ, ვფიქრობ,ვსაუბობ ღმერთან... ზ_არი ჩამოკრავს, მე მივალ ბერთან... თ_ხოვნა მექნება რომ ვიყოთ ერთად... ი_მედი კვლავაც იქნება ჩემთან... კ_ვლავაც გადმოვცემ ჩემს გრძნობებს ლექსად... ლ_ამაზი ქალის კეკლუცი ქცევა... მ_ამაკაცის გულს კვლავ შესძენს ფეთქვას... ნ_ამდვილ სიყვარულს დავარქვი რწმენა... ო_ცნებით როცა დავიწყე ფრენა... პ_ატივი ვეცი მამას და დედას... ჟ_ამი დადგება, წარვდგებით ღმერთან... რ_თული ცხოვრება აქ არის ქვეყნად... ს_იყვარულისთვის ღვთის ქმნილიცს კვდება... ტ_კივილს გავუძლებ, ვერ დამძლევს ვერა... უ_არს კვლავ ვეტყვი საშინელ ვნებას... ფ_იქრში მივაღწევ უცოდველ ზეცას... ქ_ვეყნად ვერ ვხედავ ვერავის ნეტარს... ღ_მერთი იქნება…


უკვე მერამდენე ლექსს ვუძღვნი სიყვარულს,
მისი არსება ჩემ გულში ბინადრობს,
მისი თვალებით მე ვხედავ მზეს
და ის ცხოვრებას მინათებს დღეს.

ღიმილი რომელიც მას გააჩნია,
ყველაზე მეტად ჩემ გულს ატყვია,
მე ვეღარ ვუძლებ ცალმხრივ სიყვარულს,
მისი არსება ჩემში ბინადრობს.

ნეტა როდემდე შევძლებ გაძლებას
ეს სიყვარული უცბათ არ ქრება.
შენ სამუდამოდ დარჩები ჩემში,
ალბათ ოდესმე ყველაფერს გეტყვი


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები


მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა,…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta