gio877's blog

gio877
34, Tbilisi, Georgia

მაინც ღიმილი უნდა შეგეძლოს,
თუ სიყვარული ბარდება წარსულს,
შემომრჩა ტანჯვა...მიყვარდა ერთ დროს...
სისულელეა და ფიქრიც არ მსურს.
უნდა შეგეძლოს, დაგიჯდეს რადაც,
შეინარჩუნო ღირსება შენი,
მიუხედავად, თუნდაც მზის ფასად,
უნდა გაუყვე შარას დარჩენილს.
თუ სიჭაბუკე წერამ წაგართვა,
აზრი არა აქვს, იყო დღეგრძელი
უნდა შეგეძლოს ცრემლის ალაგმვა,
მაგრამ... ვაი, რომ მე ვერ შევძელი.
უნდა შეგეძლოს, ადგე სუფრიდან,
თუ სიყვარული გაჭმევს ნარჩენებს,
წადი უჩუმრად მისი ქუჩიდან,
დაღრეჯილ სახეს ნურვის აჩვენებ.
უნდა შეგეძლოს, დამალო ჭირი,
ყოველდღიური ფიქრის ნიღბის ქვეშ,
და შეიკავო ზიზღის ყვირილი,
რაიც ყველაზე მეტად გიჭირს შენ.
უკანასკნელი სიტყვების აღმქმელს,
უნდა შეგეძლოს, დარჩე ყინული,
უნდა შეგეძლოს, დაფარო სახე
და გააჩუმო მკვდომარე გული...
მაგრამ უზომოდ მიყვარხარ მაინც...
და რა ვქნა, მე ეს არ შემიძლია,
უნდა შეგეძლოს, იცრუე მაინც,
_ არ შემიძლია!"


დღესაც მთელი დღე წვიმს განუწყვეტლივ
და ირგვლივ ყველგან შავი ნისლია,
ამ დროს ამბობენ_ ანგელოზები
მიწას ზეციდან ჩამოტირიან...

ცა დაფარულა შავი ღრუბლებით,
ვარსკვლავთ ძაძები შეუმოსიათ,
ვიცი, რომ უკან არ დაბრუნდები,
მაგრამ მაინც შენს მოლოდინში ვარ.

გულს შემოაწვა სევდა რამდენი...
თითქოს გულშიდაც წვიმა მოვიდა,
შავი ნისლივით მფარავს ნაღველი,
ვიცი, ღიმილი არ გამომივა...

ტანზე მეცემა წვიმის წვეთები,
თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ,
თვალებს მისველებს უკვე ცრემლები,
ეს ანგელოზის ცრემლი როდია...

გაივლის დრო და ალბათ სულ მალე
ნისლიც გაქრება, შავი ღრუბელიც,
უწინდებურად გამოიდარებს,
მაგრამ შენ მაინც არ დაბრუნდები


i mëparshëm 1 ... 39 40 41 42 43 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta