gio877's blog

gio877
34, Tbilisi, Georgia

30.08.2012

ხშირად ჩემზე ჩუმად გაგეცინება
და მეც სულელივითგანვიცდ
შენგან არაპერი მეწყინება
შენ ხომ სიყვარული არ იცი,
მინდა ყველაფერი დავივიწყო,
გაქრა სუყველაფრის ხალისი,
მერე რა,რომ მტკივა ყველა სიტყვა,
შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი,
წუხელ შჶნზე ვფიქრში დამატენდა,
თავქვე ეს დარდის მედო ბალიში,
იქნებ მოგენატრე!ოი,გამახსენდა
შენ ხომ მონატრება არ იცი,
ისევ არ მასვენებს შენზე ფიქრი
გაქრა იმედების ხალისი,
გულმა იცი რა თქვა?რომ უყვარხაარ,
რატომ?ეს თვითონაც არ იცის


შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი,არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს,დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმებიდა ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.ვიცი, შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი,სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას,შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი,შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა,რა ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება,რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობამდე მიჰყვა,დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია,რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია.


1)ყველანი, ვინც იდეას შორდებიან, ბოლოს და ბოლოს შეგრძნების ანაბარა რჩებიან. გოეთე
2)ადამიანი იმისთვის კი არ ცოცხლობს, რომ მდიდარი გახდეს, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. სტენდალი
3)ის კი არ არის გაჭირვებული, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა. სენეკა
4)"არასოდეს არ გაჩუმდე, თორემ სიჩუმე მოგიღებს ბოლოს.”
5)"არ უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს.”
6)"მეფეები არაფერს არ ფლობენ.ისინი მხოლოდ-”მეფობენ”.ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.”
7)ადამიანები ხშირად რჩებიან მარტო, იმიტომ რომ ისინი კედლებს აშენებენ ხიდების მაგივრად.
8)ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო , იმიტომ რომ არ იცი , დაესწრები თუ არა მის ჩასვლას .
9)უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ, ხელშეუხებლად მინდა გეფერო, და თითო წამი ჩემი ცხოვრების, მინდა რომ მხოლოდ შენ შემოგწირო...
10)რა…


1)როგორ განუწყვეტლივ წვიმდა...მიწა აღარ იყო სანდო...
2)ფანჯარასთან მარტოობა იყო... ფანჯრის იქით ნაცრისფერად წვიმდა
3)დინებას ენდე...ის გიკარნახებს,დაღლილი ნავით საით გასცურო,შენც გეშინია,ნავსაც ტალღების,დაღლილი ნავი არ გააჩერო,არ შეგაშინოს დაღლამ,დაქანცვამ,ნავის ტარება უნდა შეგეძლოს,დღეს თუ მოგკლავენ,სულით დაგცემენ,მკვდრეთით აღდგომა უნდა ისწავლო
4)იცი? - აღარ ვარ შენი პატარა. . . ცხოვრებამ უკვე თამაში მასწავლა...
5)მიყვარს უფალო...
ფეხქვეშ მივთელავ ყველა ჩარჩოს,ტაბუს , გაკიცხვას... სულ არ მადარდებს ვინ ანრას მკითხავს ...მხოლოდ ჩემია , ჩემში, ჩემსავით, ჩუმად ჩასახლდა ...
მყავდეს უფალო..
6)ხსოვნაში მინდა ჩამრჩე ისეთი,როცა პირველად მითხარ მიყვარხარ... სულში ჩავიკლავ ყველა ოცნებას და გეტყვი,წადი,აღარ მიყვარხარ...
7)შევცდი და მიწასთან გამასწორეს ,მესროლეს ტალახის გუნდები,მაგრამ არაფერს არ ვასწორებ,უკან არასოდეს ვბრუნდები.ვიგაცამ სინანულით შემომხედა_რა ქნას?_უშეცდომო ვინაა?ალბათ ბევრი რამე შეიცვლება,ჯერ ხომ ცხოვრება წინაა. ..
8)მიყვარს…


როცა სულს წყურია რაღაცის უფლება,
მაშინ მივანიჭოთ მას თავისუფლება,
მებრძოლი არასდროს ბრძოლით არ წუხდება,
რასაც ის აკეთებს არასდროს ფუჭდება.
ამდენი ბრძოლისგან სხეული იღლება,
მაგრამ სული არასდროს იცვლება
სიღრმეში მას უზის უკვდავი უფალი
მისი ნებაა თავისუფალი.
გული ცემს ამაყად,უდრეკი ბიძგებით
ბრძოლას,რომ მოვრჩები სულ ერთად ვიქნებით
თუკი ვერ შევძელი შენთან დაბრუნება
გამიძნელდება,უხორცოს გაბრუნება.
მაგრამ ნუ იდარდებ დაგიცავ ზევიდან
შენ განცდებს შევიგრძნობ გრძნობების ფსკერიდან
პირიქით გალაღდი,ამაყად იარე
მე თავისუფლებით ეს გზა გავიარე.
სხეული დავტოვე და სული ამაღლდა
თუ ხორცი გაჯობებს რწმენისთვის არ ვარგა
ვინც ხორცი აღზევა,ის სულით დადაბლდა
ვინც ღმერთი ადიდა ზეცაში ამაღლდა


უკვე დავიღალე,
უკვე ვგრძნობ რომ სადღაც მივდივარ.
ხალხი დამტრიალებს, ვიხაც ყვირის.
არ დამტოვო, გეხვეწები, ჩემო ძმაო


გევედრები არ გაგვწირო, დედა დამტრიალებს უკნიდან.
ჩემ წინ კიდე ბურუსია, ვგრდძნობ რომ უფალს მივყავარ.
ეხლა კიდე მასთანავარ,მოვინახულე ბებრები.
ჩემ წინ დგანან იქით აქეთ გარდაცვლილი ბიჭები.


13.06.2012

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე რა ვუყო ყველამ თუ მიღალატა რა ვუყო ცხედარს თუ დავემსგავსე გარშემო დაწვა დღე უცნაური დაზდევს წამება იღბალს თანაბარს ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური ქალაქმა უცებ სული განაბა ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს მწუხარე გძნობით მოვწყდი საღამოს და ახლა მივალ ცისფერ გამისკენ.


სუნთქვაშეკრული, სულგანაბული,
ჩუმად მოვუსმენ ჩემს გულისცემას,
ჩავიძირები ფიქრთა მოევში,
გავაშლევინებ ფრთებს ჩემს ოცნებას.

სულს ნებას მივცემ ცაში აიჭრას
და არწივივით გაინავარდოს,
როგორც აბრაგი ტყეში გაიჭრას
და არაფერზე აღარ იდარდოს.

სხეულს დავტოვებ ცოდვილ მიწაზე,
რომ შეერკინოს მტანჯველთა ლაშქარს,
თუნდ ქრისტესავით გამაკრან ჯვარზე,
ვერ შეველევი ბედის საჩუქარს.

ჩემს ნაოცნებარს გავანდობ ღრუბლებს,
რომ დედამიწას წვიმით მოუყვეს,
რატომ ვაპკურებ ვარდებს, გვირილებს,
სიყვარულისთვის დადენილ ცრემლებს.

ბროლივით წმინდა ცრემლით ვაუწყებ,
ჩემს ისტორიას მთის ნაკადულებს,
ჩუმად ავუხსნი, რომ ვერ ვივიწყებ,
უცხო ასულის ხვეულ კულულებს.

რომ ვერ ვივიწყებ უძირო თვალებს,
თითქოს ნაცნობს და ასე ახლობელს,
დაბნეულ მზერას, ალისფერ ლოყებს,
ჩემთვის წმინდას და ასე სასურველს.

თავს შევაფარებ იდუმალ ღამეს,
შევეფიცები მე ძმად ვარსკვლავებს,
ჩემს საიდუმლოს გავუმხელ მთვარეს,
რომ შემინახოს თავის ბნელ მხარეს.

როგორც დიდი ხნის უნახავ სტუმარს,
შევეგებები ვარდისფერ დილას
და მოვუყვები წუხანდელ სიზმარს,
ჩურჩულით ვეტყვი რომ მე ის…


მინდა მოგწერო, მაგრამ გაქრა ჩემში თამამი.
მინდა გადმოგცე რასაც ამდენხანს გულშ ვმალავდი.
სულელი ვიყავ, მეშინოდა ვერ გამიგებდი,
და ამიტომაც ფერად ოცნებებს ლანდად ვირგებდი

მე ფოთოლცვენას მივამსგავსე შენი ტკბილი ხმა
შენ ხმას ვამსგავსე გაზაფხულის წვიმის წვეთები
წვიმის წვეთებში შერეულ სეტყვასა და ქარს
ვამსგავსე შენში ამღვრეული ჩემი ლექსები.

მე შემიყვარდა მწყვდიადი ღამის მდუმარე ენა
შემყვარებია დიადი გრძნობის იმედი, რწმენა
რწმენა ამქვეყნად განუზომელის და მისით ლხენა
და შემიყვარდა შენი, მხოლოდ უსიტყვო მზერა
ფიალები კვლავ ავსილა, გრძნობები - ეშხით
დაღამებული გული ბობოქრობს ვნებათაღელვით,
ტრფობით დამთვრალა, ვარდი აფეთქდა კვლავაც მაისით,
ცაზე ღრუბლები დაირაზმნენ, გედასკნენ ელვით.

მეგონა მოვკვდი, ჩემი ტრფობის გავიდა ვადა,
არვის მერიდა, მხოლოდ დედის ცრემლების გარდა.
შენ კი აშალე ჩემ დაწყევლილ ცხოვრების ფარდა,
შვება ვიგრძენი, სევდის და ტკივილის იარა გაქრა.

დღეს კი ვთამამობ, ათასი…


16.11.2012

გახსოვს ის წამი რომ მიმატოვე?
განდეგილივით მარტო დამტოვე
ისე წახვედი არც კი მაკოცე მაგრამ მე
მაინც გულით დაგლოცე...
დაგლოცე ვხვდები თურმე მიყვარხარ
და ამ გრძნობას მე გულით ვინახავ
გამაგებინე კიდევ გიყვარვარ????
რომ გელოდები გიჟი კი არ ვარ.


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta