Beqza's blog

Beqza
44, Tbilisi, Georgia

1.
ყელამდე სავსე ხარ, ვარ სავსე ყელამდე:
ერთურთის სურვილით ასე რამ აგვავსო?..
ვფიქრობ, რომ ამაზე არ უნდა ვღელავდეთ,
არასდროს, ძვირფასო, ძვირფასო, არასდროს!

განა შენ არ იცი, არ ვიცი მე განა?
სიყვარულს, რომ ვერსად, ვერავინ წაუვა.
ჩვენთანაც ცეცებით მოვიდა ერთგვარად:
საუბარს მოჰყევი, მოვყევი საუბარს

და შორი, არც ისე აღმოჩნდა შორი და
სიყვარულს ვუპოვეთ ერთურთში სათავსო.
ვფიქრობ, რომ არ წავა, ვინც ასე მოვიდა,
არასდროს, ძვირფასო, ძვირფასო, არასდროს!

2.
ისე რა – მიყვარდი, გიყვარდი – ისე რა...
არ იყო ჩვენს შორის რაიმე საბაბი,
რომელიც სიმძაფრეს სიყვარულს მისცემდა:
გაქარვდი და ჩუმად... და ჩუმად გავქარვდი.

ასეა მუდმივად, მუდმივად ასეა...
სხვადასხვა საბაბის გვიჭირავს ალიბი,
რომ გული (მართლაც და) არაფრით სავსეა:
განივთდი ჩემთვის და შენთვისაც გავნივთდი...

რაც იყო – იყო რა... იყო რა – რაც იყო...
ერთ სანთლად (ნამდვილად!)…




ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ღმერთები
მიზანმიმართულად მიბიძგებენ
ცეცხლისკენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ
რამოდენიმე კარგ ხაზში ჩატეული
კვნესა მოისმინონ
ჩემი.

ისინი, არც აპირებენ უფლების მოცემას,
რომ აბრეშუმის შარფი
მოვიხსნა ყელიდან,
იელში გამართული
ლექციების დროს.

ღმერთებს ვჭირდები,
რათა გავართო ისინი.

ალბათ საშინლად
მოწყენილები არიან
ყველას გადამკიდე,

ისევე, როგორც მე.

ახლა კი, სანთებელის ქვა
დამისველდა.
ვზივარ აქ და
უიმედოდ
ვცდილობ მის ანთებას.

დასანანია...
ასეთი ცეცხლის მოცემა
მათ რომ არ ძალუძთ.


17.01.2014

ჩემ თავს თუ არა,
შენ გეკუთვნოდეს...
შენს გულს ვუყვარვარ,
ის კი, უფრო მე!
მიყვარს უფრო მე,
როცა ხმა მისი,
ჩემს: მის უქონელ
მკერდში გაისმის.


17.01.2014


ხან გულით მინდა მოგწიო ახლო,
ხან უგულობით გწევ სადღაც, იქით...
ასე გადის დრო სადაც ჩვენ ვსახლობთ:
გულ-უგულობის მომენტებს ვიქმნით.

ვიღლებით ასე... წყურვილი კი, ჩვენს
თვალსაც სჩვევია - გულმა ვით იცის:
ხან საუცხოო ჩვენებით გვიჩვევს,
ხან არაუცხოს მომართავს სიცილს.


აპრილი და... თოვლი.
მიდის ცივი წყება.

შეშლილივით (მგონი)
მთებზე თოვს და წვება.

აპრილი და... კვირტი
არსად მოჩანს ჯერაც.
გაზაფხულის მიკვირს...
მაგრამ, მოვა - მჯერა!








შრომა

ამდენი მუშაობის შემდეგაც
სიცოცხლე მაინც გამოცდად რჩება.
ჩემს ხელის გულებს დავყურებ.

------------------------------------------------------------------------------------

პაციენტი

მხოლოდ ერთი ხელის კვრა კარზე,
ერთი ნაბიჯი და თითქოს თვალუწვდენელი
ხდება მთელი დერეფანი

------------------------------------------------------------------------------------

* * *

ზურგზე მოვისვი დედაჩემი.
ისეთი მსუბუქი იყო - ავტირდი,
სულ სამ ნაბიჯში გამოვიფიტე.

------------------------------------------------------------------------------------

ზრახვანი

ქმარი გასვლას აპირებს,
ცოლი გაჯავრებას, ბავშვი კი, ტირილს ...
ოჰ, ეს საუზმის მაგიდა!

------------------------------------------------------------------------------------

ძელი სასიყვარულო წერილები

რამდენი გრამატიკული შეცდომა ყოფილა
ამ ძველ სასიყვარულო წერილებში.
არც შემიმჩნევია აქამდე.

------------------------------------------------------------------------------------

იესო

ძალიან დამაღონა ჩემი უმცროსი დის
თვალწყლიანმა გამოხედვამ, როცა მას ვუთხარი,
"იესო უბრალო ადამიანი იყო-თქო."

------------------------------------------------------------------------------------

საძაგელი დურგალის შვილი

სამწუხაროა. მრავალ ახალგაზრდასთან
ერთად, ისიც წავიდა ომში, რათა
მკვდარი დაბრუნებულიყო შინ.



არა, არც უცხო ცის (არასდროს!) მზე მახლდა ,
არც უცხო ფრთებისა მეფარა საბანი, -
მაშინაც ვიდექი, ვიყავი ჩემს ხალხთან,
იქ სადაც (ვაი რომ), ვიყავით დამდგარნი.


წინასიტყვაობის ნაცვლად

საზარელი წმენდის წლებში, ჩვიდმეტი თვე გავატარე ლენინგრადის ციხეთა რიგებში. ერთხელაც, ვიღაცამ "ამომიცნო". ჩემს ზურგს უკან მდგარმა ქალმა, რომელსაც რა თქმა უნდა არასდროს სმენოდა ჩემი სახელი, ყველასათვის დამახასიათებელი გაოგნებიდან გამომხედა და ყურში ჩურჩულით მკითხა (მაშინ ყველანი ჩურჩულით საუბრობდნენ):
_ ამის აღწერას შესძლებთ?
და მეც ვუპასუხე:
_ შევძლებ.
ამ დროს, ღიმილის მსგავსი რამ დაუცურდა იმაზე, რაც ოდესღაც მისი სახე იყო.


მიძღვნა

მთებიც იხრება ამ ტკივილისას
და უდიდესი დგება მდინარე,
მაგრამ რა მტკიცედ ამოიგლისა
საკანთა კლიტე, "კატორღის მიწა", -
სდევს სასიკვდილო სევდის სიმყარე.

ვიღაცისთვის კი ქარი ქრის ნედლი,
ვიღაცისთვის კი…



საითკენ მივდივართ, ვერ მეტყვით, სენიორ?
ლინკოლნის მხარისკენ, თუ არმაგედონის?
ამ გზაზე ვყოფილვარ - მგონი ერთ პერიოდს...
ასეა, სენიორ? - ოდესღაც, მემგონი.

სად არის მალული, ვერ მეტყვით, სენიორ?
სენიორ, მგზავრობა მოგვიწევს რამდენი?
ან კიდევ რამდენ ხანს მომიწევს, მზერის რომ
(კარებზე მიკრულმა) ავიხსნა საბელი?

ან შვებას თუ მომგვრის, ეს ახსნა, სენიორ?

სავსეა გამჭოლი ქარით კვლავ გემბანი,
და რკინის ჯვარიც კვლავ მის ყელზე ქანაობს.
ორკესტრიც კვლავ უკრავს - იქ არის შემდგარი,
სადაც შენ მომხვიე ხელი და „არასდროს
არ დამივიწყოო“ - შემკრთალმა მითხარი.

ვხედავ ამ შეღებილ ვაგონს და, სენიორ,
კუდივით მოქნეულ სუნსაც ვგრძნობ - დრაკონის.
არ ვიცი ამ განცდას თუ რით მოვერიო,
სენიორ, ვინ არის აქ ჩემი გამგონი?

ბოლოს კი ის მახსოვს (გავშიშვლდი, დამდგარი
ჩოქებზე, დავეცი - მკვდარივით მივეგდე),
მაგნიტურ სივრცეში გაჭედილს (საგზალით) -
ეშელონს,…


როგორც პეპლის გუნდი, ღამით - ლამპიონთან,
ისე მოეჯარა მზესაც ღრუბლის ფარა.
და მზე განაცრისფრდა, და ცა დაიორთქლა:
როგორც პეპლის გუნდი, ღამით - ლამპიონთან -
სულებს მიაფრენენ ფრთები - სიფრიფანა

და მზის გუმბათოვან კედლებს ეხლებიან! -
არც რამ, სხვა ნუგეში, არც რამ, სხვა სამიზნე...
მარად ცვლად ფრესკაზე, თეთრი პეპლებია:
და მზის გუმბათოვან კედლებს ეხლებიან, -
როცა უკუნიდან, ერთად, ცად დაიძრნენ.

ციურ განსაწმენდელს, გვერდს ვერ აუვლიან -
ყველა პეპელას ჰყავს მისი მატიანე...
სადაც სახელების დღესასწაულია:
ციურ განსაწმენდელს გვერდს ვერ აუვლიან;
მხოლოდ ერთი გზაა, იმ სხვა ნაპირამდე.

და ცა - ფერფლისფერი, და ცა - მურისფერი,
სადაც მოელვარე, იწვის ღრუბლის ფარა.
სადაც უსაფრდება, პეპლებს, ლუციფერი:
და ცა - ფერფლისფერი, და ცა - მურისფერი;
ღამით - ლამპიონთან - ფრთები - სიფრიფანა...


ფეკალური რასა.
ფრანკენშტეინის რასა.
წვინტლისფერსისხლიანთა რასა.
ასეა: ძნელად თუ შეხვდები ვინმეს -
არაფეკალურს, არაფრანკენშტეინურს,
რომელსაც ექნება წმინდა, შავი თვალები,
თვალებში კი, არეკლილი მთელი სამყარო;
რომელიც არ იქნება კანიბალი და
არ იქნება მოცოცხლო მკვდარი.
ჩვენ, ეს სენი გვჭირს: კანიბალიზმი და
ქრონიკული ფეკალურობა
და რა გასაკვირია, როცა მცენარეებიც ერთმანეთს ჭამენ,
ცხოველები იცოხნებიან თავიანთი ჯიშის
ქმნილებებით, ჩვენ კი,
მკდარ ჰაერს ვსუნთქავთ, მკვდარი ცხედრებით,
რომელიც ფეკალიებს გამოვარიდეთ,
ვსუნთქავთ იმ ჰაერს, რომელიც გაჟღენთილია
მკვდრების გაზებით;
ვიცვილით ფორმებს; ვქმნით პარალელებს;
ვქმნით სამყაროებს, რომლებიც
წვინტლისფერ თვალებში არ ირეკლება...
მეტემფსიქოზი.
ჩვენ, ჩვენივე სულის ფორმა დავკარგეთ,
რადგან მივეცით მას კუბის ფორმა
და პარალელებს ვუქმნით საკუთარ სულებს:
სხვა სამყაროებს, სხვა რეალობებს,
სხვა უსასრულობას - უფორმო ფორმის
და ვეღარ ვაგნებთ საკუთარ დედანს,
სადაც ჩვენ დავტოვეთ, ჩვენივე თავის
პირუთვნელი და ურყვნელი დვრიტა,
რომელიც გვთხოვდა (განშორებისას),
დაგვეჩოქა მის წინ, - ჩვენ, ვერ…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta