aNNa's blog

aNNa
30, Tbilisi, Georgia

ხანდახან იმის დადგენაც ჭირს, ვინ ცუდია და ვინ კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს - მოგეწონება, გაიცნობ - მოგეწონება, დაგელაპარაკება, მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ, უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს - როგორ შევცდი, ვინ მეგონა და... პირიქითაა - შეხედავ - აგბურძგლავს, გაიცნობ - დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც თუ ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ასეთია - არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი. წარმოგიდგენია? ხან კარგი, ხან ცუდი. ხანაც... და სულ ასე. საერთოდ კი, უნდა აღინიშნოს,…


იცი როგორ გაგეღიმე?.......
შენთვის გავიღიმე....
ვიცი, ვერ დაინახე, მაგრამ ხომიგრძენი?....
მე ვიცი, რომ იგრძენი...
იმასაც გრძნობ როდის ვხრი ხოლმეთვალებს დაბლა.... ტუჩებს მოვბუსავდა......
წკაპ.....
დაეცემა რამდენიმე ცრემლი შენ ნაჩუქარფურცლებს.....
ხო, ვიცი, რომ გრძნობ...
ვიცი, რომ ამ დროს მიბრაზდები, მაგრამრა ვქნა?...
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი
მხოლოდ შენთვის ვიღიმი....
გესმის?....... ვიღიმი.....
გაგიხარდა ხო....?
ვიცი, რომ გაგიხარდა.....
ახლა ჩემს გვერდით რომ იყო.... ჩემთანრომ იყო... სულ ახლოს...
ჩემი ხელი რომ გეჭიროს და რომმეფერებოდე..............
რა მოხდებოდა ახლა?....
გაგიღიმებდი....
აბა ღიმილის გარეშე როდის ვყოფილვარშენთან?
შენ ხარ ჩემი ღიმილის მიზეზიც, საბაბიც,ადრესატიც და...........
საერთოდ, შენ ხარ ჩემი ღიმილი
თვალები გიბრწყინავს ბედნიერებითოიცი რამდენმა მითხრა უკვე?
მხოლოდ შენ ებედნიერები ამ თვალებს...

იცი როგორ მოენატრე გულს?.....
ჰო. მოენატრე....
გინატრე და ჩემთან ხარ


გაბუტულ ტუჩებზე კოცნას აქვს მუღამი
ნერვებს რომ აწვალებ წამოსულს გულიდან
ტკაცუნობს კეფასთან უხამსად ბუხარი
და ფილტვში შეჭრილი ნაფაზი გუგუნებს.
ზეცისკენ, გულაღმა წევხარ და ისვენებ
სულ ცრუობ ,როდესაც იძახი ნახვამდის
თვალებში ჩაგყურებს მთვარე და სისველე
ჰგავს ცვრიან განთიადს, სიბნელის დახრამდე
მეძებე, ჩემს ზურგზე ააგე კოშკები
სულ ცოტაც... თითების სითბოს ვგრძნობ, მაცხუნებს
ჩემს მხარეს (განგებ რომ) დააწყვე ქოშები
მომაწვდი? ამბობ და გულს უჭერ მარწუხებს.
გაბუტულ ტუჩებზე სიბრაზის ნარჩენი...
და მკერდი ფოთლების ხმაურით გაივსო
ჩაუვლი ჩემს შუბლზე ჩატეხილ ნაოჭებს
ბუტეო და მაინც რაღაც ვერ გასვენებს...
-მიყვარხარ!
-მეც!


გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება… ხშირად იმას ვწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა... გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა... გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა... ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება… სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა… ♥


ესეთი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში ალბათ მაშინ დგება,როცა ძალიან გვიჭირს და გვტკივა…და ასეთი წამიერი სისუსტე მქონია მეც…
15 წლის ვიყავი,ცხოვრება მიხაროდა და არაფერი არ მადარდებდა,როცა უცებ ყველაფერი ჩაბნელდა და ირგვლივ სინათლე არსად იყო.მაგარმ,მანამ,სანამ ბნელში გავაგრძელებდი ცხოვრებას ბედნიერი ვიყავი.მყავდა ოჯახი,მეგობრები…ერთმა საშინელმა დღემ კი ყველაფერი დამინგრია…
მყავდა პატარა და,რომელიც გარდამეცვალა,ეს ტკივილი დედაჩემმა ვერ გადაიტანა და ერთ კვირაში ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი დავკარგე…ამ ყველაფერს მოყვა მამაჩემის გალოთება და მე სრულიად მარტო დავრჩი…
ჩემი უხალისო ცხოვრების ერთ-ერთი ასეთივე დღე იყო,როცა მე ქუჩებში დავიარებოდი და ვსეირნობდი.ვფიქრობდი ყველაფერზე და მძულდა ის,რაც ჩემს ირგვლივ იყო…მძულდა,მეზიზღებოდა…მინდოდა მეკივლა…მეტირა და უცებ სახეზე სისველე ვიგრძენი…წვიმდა…თითქოს,ჩემს მაგივრად ცა ატირდაო,რადგან მე ვეღარ ვტიროდი…ცრემლი დამშრალი მქონდა…ვიდექი ქუჩაში სრულიად…


იცი როგორ გაგეღიმე?.......
შენთვის გავიღიმე....
ვიცი, ვერ დაინახე, მაგრამ ხომიგრძენი?....
მე ვიცი, რომ იგრძენი...
იმასაც გრძნობ როდის ვხრი ხოლმეთვალებს დაბლა.... ტუჩებს მოვბუსავდა......
წკაპ.....
დაეცემა რამდენიმე ცრემლი შენ ნაჩუქარფურცლებს.....
ხო, ვიცი, რომ გრძნობ...
ვიცი, რომ ამ დროს მიბრაზდები, მაგრამრა ვქნა?...
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი
მხოლოდ შენთვის ვიღიმი....
გესმის?....... ვიღიმი.....
გაგიხარდა ხო....?
ვიცი, რომ გაგიხარდა.....
ახლა ჩემს გვერდით რომ იყო.... ჩემთანრომ იყო... სულ ახლოს...
ჩემი ხელი რომ გეჭიროს და რომმეფერებოდე..............
რა მოხდებოდა ახლა?....
გაგიღიმებდი....
აბა ღიმილის გარეშე როდის ვყოფილვარშენთან?
შენ ხარ ჩემი ღიმილის მიზეზიც, საბაბიც,ადრესატიც და...........
საერთოდ, შენ ხარ ჩემი ღიმილი
თვალები გიბრწყინავს ბედნიერებითოიცი რამდენმა მითხრა უკვე?
მხოლოდ შენ ებედნიერები ამ თვალებს...

იცი როგორ მოენატრე გულს?.....
ჰო. მოენატრე....
გინატრე და ჩემთან ხარ.


შენ სანამ გძინავს -მე ვიღვიძებ
ისე უბრალოდ,გიყურებ და
ვფიქრობ ძილშიაც როგორ გინდა
მიხუტება....მერე გაკვირდები თვალებს ირგვლივ
რამდენით მეტია ნახაზები...
რატომღაც მძინარეს გეუბნები წლებისგან რომ
უფრო ლამაზდები...
მერე შენს თითებთან ჩავირბენ და
მზერით თეთრ ნატიფზე გავივაკებ...
და მიკვირს...ასეთი სასწაული
როგორ შეიძლება არ მიყვარდე?!
საბნის აწეული ნაპირიდან
მრგვალი მუხლისთავი მეცელქება...
შუბლზე აწყვეტილი ლურჯი ძარღვი
გვერდით საფეთქლებთან მეხეთქება...
ასეა ყოველ დილით გკითხულობ და
დილის შუქს მერამდენედ ვებუტები...
მერე შენ იღვიძებ ღიმილით და
მეხუტები.


მომენატრებიმომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,

მხრებზე მოვისხავ მოლოდინით სევდის მანტიას.

ფიქრებით ჩუმად, მარცვალ-მარცვალ დავმარცვლავ დღეებს,

დადგა აპრილი? თუ ჯერ ისევ შლეგი მარტია?!...

ვგრძნობ მონატრება,როგორ ალღობს თითებით ყინულს,

შემომეპარა, ჩამეღვარა სხეულში სითბოდ.

ყოველი წუთი საუკუნედ მომეჩვენება,

თვალები გეძებს,გული უხმოდ გეძახის, გიხმობს.

მომენატრები სიგიჟემდე მომენატრები,

ფრჩხილებით დავხევ ამ საძულველ დუმილის ფარდას,

მე მოვალ შენთან, მოლოდინით დაღლილი ქალი,

თავს შეგახსენებ, აღარ მინდა ჯიუტად დაცდა!

მომენატრები , მივაშურებ ქათქათა ფურცელს

და მას მივანდობ ჩემი სულის უსაზღვრო სევდას,

შენი აჩრდილი გაიელვებს სულ რაღაც წამით,

ვით გაზაფხულზე მოელვარე მქუხარე ელვა.

მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,

ვეღარ გავბედავ შენთან მოსვლას, ვიქნები ჩუმად...

თვალებში ისევ ჩამოწვება ღრუბელი სევდის,

ვიცი დავკარგავ წამებს, წუთებს ამაოდ, უქმად.

მომენატრები, სიგიჟემდე მომენატრები...


ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა…


არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი...აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე,ვინც დღეს ასე დაიგვიანა,ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულ დაკაწრული,როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე რომ ბედნიერი ვიყავი,სულის სიმაღლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან,მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს,ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხან უბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე,სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს.....ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დღეებს,ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...ხანდახან კი სულის…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta