aNNa's blog

aNNa
30, Tbilisi, Georgia

კოცნა პოეტურად?
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.
კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ.



იქნებ არც არსებობს მეათე ცა...არც ეს ზე გრძნობები,იქნებ ეს სამყარო ჩემი მოგონილია,"ვიცი რაისთვის ვარ","ვიცი რაისთვის ვარ"იმეორებს ქარი დანაოჭებული სახით და სიყვარულით ულურჯდება პატარა კაპილარი თვალთან,მეც მინდა იგივე ვთქვა,ნუ მეტყვიან ადამიანები რომ დუმილი ჯობია ყვირილს,ნუ ამიხელენ თვალებს,მომახვიონ შავი სუდარა და ერთად ვიგრძნოთ თვალდახუჭულებმა როგორ გვისერავს ვარდისფერ ტერფებს ცხოვრებადაკარგული წაბლის კაბა...ვინ იცის ეხლა მარტოობაში ვარ მე თუ,მარტოობაა ჩემში...ვინ იცის ეხლა ეს მტრედები ჩემი დაქუცმაცებული სულიდან წარმოიშვნენ,ეს ყველაფერი ისე არეულად,ისე ბნელად და ნისლისფრად მოჩანს... რომ ვერც კი ვამჩნევ და ვერდანახული ადამიანებისთვის შეკერილ ღიმილს ვაგებებ,ვინ იცის იქნებ აქ მეშლება და აქ არის ღმერთი,იქნებ ამ ნაცრისფერ ცაზე,ვარდისფერი ფარდით რომ ვისუდრავ თვალებს და მოთეთრო სამყაროს ვეფარები,ვინ…


ნამდვილად არ ვიცი რატო ხვდებიან ადამიანები ერთმანეთს…
იქნებ ვიღაცამ ზევით გადაწყვიტა,რომ ზუსტად ეს ორი ადამიანი ბედნიერი იქნება ერთად…?
ან იქნებ ვიღაცამ ქვევით,ბოროტული სიცილით,გადაწყვიტა,რომ ამ ორ ადამიანს სიცოცხლე ერთად ყოფნით გაუმწაროს…?
არვიცი რა პრინციპით დაყო ღმერთმა ადამიანები ერთმანეთის ნახევრებად…არც ისვიცი რა პრინციპით უნდა შეერთდნენ ისინი….მაგრამ ადამიანები ხვდებიან დაუყვარდებათ ერთმანეთი….
ვერც ის გამიგია რატომ კარგავენ საყვარელი ადამიანები ერთმანეთს…
იქნებ ვიღაც ზევით მიხვდა,რომ სამწუხაროდ შეცდომა დაუშვა,როცა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეახვედრა….?
ან იქნებ ვიღაცამ ქვევით გაიფიქრა ბოროტულად,რომ ასეთი იდეალური წყვილის ადგილი არაა ცოდვილ მიწაზე…?
ასეათუ ისე,მაგრამ ხდება ის,რომ ადამიანები ვერ უგებენ ერთმენათს,ვერუფრთხილდებიან და შორდებიან... საკუთარი გულის კივილს არავინ უგდებს ყურს….
მოეფერეთ ერთმანეთს!
მოუფრთხილდით თქვენს სიყვარულს!


ცხოვრებაში ყველა ვატარებთ რაღაც ნიღაბს,
მისი არსებით ვმალავთ ყოველგვარ გრძნობას,
და თუ შენთვის საჭირო ნიღაბს ვერ არჩევ,
აზრი არა აქვს მის ქონა არ ქონას.

ხალხი მოძრაობს ფარსი ღიმილით,
თითქოს ხატავენ თავიანთ კმაყოფას,
მაგრამ ვერაფრით ვერა ხვდებიან,
თავიანთ გზიდან ნელ-ნელა გაყოფას.

მომბეზრდა ტყუილი და ნიღბების სტილი
მინდა რომ გული გადაგიშალოთ,
მე გადავწყვიტე ჩამოხსნა ნიღბის
რადგან ჩემს გზაზე მართალმა ვიარო,

მე მოვიხსენი ჩემი ნიღაბი,
ჩემი გრძნობები გაგიზიარეთ,
ერთ რამეს გეტყვით და გაითავისეთ
ყველამ ნამდვილი სახით იარეთ.


ეს ცხოვრება რამდენი სიბინძურითაა სავსე,,, რამდენი მტვერია რამდენი ჭუჭყი... რამდენი არაადამიანია ვითომდა ადამიანების ტყავში გახვეული... თავიანთი თავები რომ რაგაც გონიათ და სინამდვილეში რომ არაფერი არიან...

დამწვარი ქაღალდის ფერფლადაც რომ არავის უღირთ...
როგორ დაიკარგა ადამიანებში რწმენა როგორ დაიკარგა ერთმანეთის პატივისცემა და ეხლა რითი ცხოვრობენ... ჭუჭყიანი ბინძური ფულით...
რომელიც მათ არც დაუმსახურებიათ და რამდენი ღირსეული ადამიანია ქუჩაში სხვისი ხელის შემყურე.. ესაა ცხოვრებაა?? უბრალოდ არ მესმის ამ ცხოვრების კანონების.... ან ეს კანონები ვისი დადგენილია... მრცხვენიაა მრცხვენია რომ ესეთი ადამიანები არსებობენ და ამ ადამიანების ჩრდილში ექცევიან მართლა ადამიანები...

არასოდეს არაფრად ჩავთვლიდი ასეთ ადამიანს... არაფრად მიღირს ადამიანი რომელიც არარაობაა...
სინანულის,,,, სიბრალულის გრძნობა დაკარგულები... უბრალოდ ფიტულები და სხვა…


მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.


და დავბერდები წავლენ ნისლები
უმალ მიპყრობენ ბნელი ფიქრები
მალე მირბიან წლები ოხერნი
ჩამიქროლებენ როგორც სიზმრები.

უკან მომრჩება ყოველი წამი
ჩემი გულიდან დანატოვარი,
ჩემი ოჯახი და ჩემი ქოხი
დავრჩები მარტო ვით მათხოვარი.

გამომაკლდება თითქმის სუყველა
ვინც მე მიყვარდა, ზრუნავდნენ ჩემზე,
არავინ მოვა შესაბრალებლად
და დამტოვებენ მე ალალბედზე.

ალალბედზე კი კაცი რა არის
ნახევრად მკვდარი ცოტა ცოცხალი,
ცოტა ცოცხალი რაა ნეტავი
ჯობია იყო მთლიანად მკვდარი.

დამრჩება წლები ყოვლად უკვალო
მიიკარგება უკან სივრცეში,
ვერ დავიბრუნებ, მომენატრება
დამდაგავს ბედი მწვავე სიცხეში.

ბოლოს დავრჩები მაინც ბებერი
ბებერი ყველა შესაბრალია,
ქვეყნადაც არვინ დამრჩება
აქაც ვიქნები ცალია.

ბოლოს მომკითხავს ცის მოციქული
და მიმითითებს ბილიკს ღმერთისკენ,
ჩემს ლეშს დავტოვებ მიწაზედ
გავემართები მხოლოდ ერთისკენ.

ერთი კი ჩემთვის მხოლოდ ღმერთია
მე მას ვეკუთვნი,ყოველი ჩვენი
სიბერე ჩვენი სატანჯველია და
ახალგაზრდა სიცოცხლე ძღვენი.


ბავშვობა…. თურმე რა კარგი ყოფილა ბავშვობა? არანაირი პრობლემები, არანაირი სადარდებელი. იყავი შენთვის თამაშობდი, ერთობოდი, იჩენდი ახალ მეგობრებს და ყველა შენს დანახვაზე მხოლოდ ერთ რამეს ამბობდა ” ვაიმეეე რა საყვარელია? ” ჩემ დანახვაზე ძირითადად ამბობდნენ : "ვაიმე რა საოცარი ბავშვია, საიდან იცის ამდენი” ბავშვობიდანვე განვითარებული ადამიანი ვიყავი გემოვნებაში, ხასიათში… უფროს კლასელებთანაც უფრო ვნახულობდი საერთო ენას. ჩემი დის ძმაკაცები დამაპროწიალებდნენ აქეთ იქით დავყავდი თან მართობდნენ. იცი როდის მივხვდი რომ გავიზარდე? როდესაც ეს ადამიანები ქუჩაში მხვდებოდნენ და ვერ მცნობდნენ. არ კი არა უბრალოდ ვერ მცნობდნენ.

ბავშვობა კარგი იყო. არ გიწევდა იმაზე ფიქრი რა როგორ გექნა, სიტუაციიდან როგორ გამომძვრალიყავი უბრალოდ დედაააააა და ყველაფერი მოგვარებული…


რაგბი სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან H ფორმის კარში.
ისტორია: არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7 აპრილს.ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისკენ გაიქცა. დღეისთვის ეს ვერსია მართალია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიო თასს,მაინც ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში მაშინ ფეხბურთის თამაში ხელითაც შეიძლებოდა და ფეხითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მასწავლებლებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს RAGBY-FOOTBALL-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta