gio877's blog

gio877
34, Tbilisi, Georgia

შენს სიყვარულში ჩაძირული გზას ვეღარ იკვლევს,
იქნებ უშველო, დაეხმარო, დაუდგე გვერდში,
ხელი მოჰკიდო, შენთან ახლოს რომ მიიყვანო,
და მძლავრად, გრძნობით რომ მიიკრა შენს სათუთ მკერდში.

ახლა ყველაზე მეტად ერთის რომ ეშინია
ეს არის გრძნობა, რომ დაგკარგოს, გაგაცამტვეროს,
ხანდახან სევდით მოზღვავებულს უნდა რომ ლექსში
გადაიტანოს ეს ტკივილი, კალმით აღწეროს.

შენშია მისთვის ყველაფერი მარადიული,
შენა ხარ მისთვის ერთადერთი იმედი მხსნელი,
როცა მას ყველა მიატოვებს იცის რომ მუდამ
გვერდში დამცველად მიუყვება დიადი ღმერთი.

თვალზე ცრემლები რომ ჩამოსდის ეს შენ გეძღვნება,
შენთვის სცემს გული საარსებოდ, შენთვის იბრძოლებს,
იცის ვერასდროს ვერ დაგთმობს და შენზე ფიქრები
სამარადისოდ ოცნებებში გადაიყოლებს.

ხშირად სიზმარში მოვა მცივანს დაგხურებს საბანს,
მოვა ხელებით მოგეხვევა, მოგეფერება,
ჩუმად საწოლთან მოგიჯდება, ჩაგიჩურჩულებს,
სიყვარულს გეტყვის, თბილად, ნაზად მოგემღერება.

შენ მისთვის რა ხარ ალბათ, ზუსტად დღემდე არ…


08.01.2010

chrdili rom viko agedevnebodi,

fiqri rom viko geamborebodi,

bavshvi ro viko gagebutebodi,

mer movidodi da chagexutebodi


ფიქრებში მუდამ მე ჩვენზე ვფიქრობ
მე და შენ ერთად ძმობამ შეგვკაზმა
მე მიგატოვებ შენ ამას ფიქრობ?
შენგან სიშორემ უკვე შემშალა

დროდადრო სიზმრებს მე შენზე ვხედავ
დეოდადრო ნაღდსიც შენ მელანდები
ალბატ იგივეს შენ ჩემზე ხედავ
რადგან ყოველთვის შენ მენატრები

ბოლოს და ბოლოს მე მალე გნახავ
და ჩემს სიყვარულს ჩვენში ჩავანთხევ
შენი თვალები ჩემ თვალებს ნახავს
და მერე ვიტყვით მე მომენატრე


ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა.ყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები


დღესაც ძველებურად გამებუტე...
ალბათ, შენ მე უნდა გამაგიჟო!
მოდი, უსაშველოდ ვიტანჯები,
აბა, სხვამ ვინ უნდა დამამშვიდოს?

რისთვის და რატომ ვერ გაგიგია,
რომ სიცოცხლესავით შემიყვარდი!
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ,
გთხოვ, რომ მაპატიო, ჩემი ხათრით!

რა ვქნა, ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები,
რა ვქნა, პირველ რიგში ქალი მქვია,
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია!

ნუ, ნუ დაუჯერებ ამ ჩემს თვალებს,
მხოლოდ მატყუარა ჭინკებია!
გული რას ჩურჩულებს, მას შენ გეტყვი...
ჩუმად, თორემ სხვებიც მიხვდებიან!


აქ რა მინდა არ ვიცი, საერთოდ არაფერი არ მახსოვს , არც ის ვიცი ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, ნეტავ რა მინდა აქ? ისევ ამ კითხვას ვსვამ.ირგვლივ სიბნელეა ,არავინ და არაფერი მოსჩანს, ცაზე არც ვარსკვლავებია და არც მთვარე,თითქონს ამ ქვეყნად მარტო დავრჩი, ჩემ სამშობლოში მინდა. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ძალიან ცივა,მხოლოდ ამას ვხვდები, ადგომა მინდა მაგარამ თითქოს ხელ–ფეხი მაქვს შეკრული,თითქოს რაღც მაკავებს, გული მტკივა ,სული მეხუთება, მინდა გავიქცე აქედან, ძალიან შორს წავიდე კიდევ აცივდა ,ცუდად ვარ,ნელ–ნელა ვხვდები რომ ძალა მეცლება, თვალებს ვეღარ ვახელ.
გარეთ ქარი ქრის, ციდან ფანტელები ცვივა,ნაძვის ხეებს ტოტები დაბლა დაუხრიათ, თითქოს თოვლი ამძიმებთ მათ. ვიცი რომ შეიძლება მალე დავტოვო…


გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.
დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ დილას
სადედოფლო კაბით ხვდება.
გეცინება? არ თქვა რატომ,
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი ნომერს აკრეფავს და...
გულზე დარდი დააწვება.
ერთადერთი სიყვარული
დღეს მის თვალწინ გაფრინდება.
ფიქრს აურევს მოგონება,
თვალზე ცრემლი გაუჩნდება.
რაც ყველაზე ლამაზია,
ასე უცებ რატომ ქრება?
არ გინდა, არ უპასუხო,
ვერ გაიგებ სად რა ხდება,
რატომ ხდება, რისთვის ხდება...
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება.


ნეტა არ ვწერდრე ამ ბოლო ლექსსა,
ვიცი უნდა ველოდო მე იმედსა...
მაგრამ როდესაც კვდება იმედი,
და იცი რომ ძალა აღარ გაქვს მეტი,
როდესაც გიყვარს, მაგრამ არ იცი,
რა გავაკეთო, ძალიან განვიცდი...
ვერ მაპატია, არც კი უცდია...
ვერ გავუთბე გული, ალბათ არის გვიან,
ნუთუ ასე მოკვდება ჩემი გრძობები,
და აღარავის მოვაგონდები...
ასე მოკვდება ჩემი ლექსები,
დგეს მე დავკარგე ჩემი ფესვები,
ვეღარ დავდივარ, ალბათ მკვდარი ვარ,
ვინც მე მიყვარდა ჩემგან წავიდა...
ვერ დავინახე მე მისი სახე,
ცხოვრებამ დამიგო მე მახე...
ეხ, ყველას გირჩევდით ერთს ცხოვრებაში,
არ დაუწყოთ თქვენ ბედს თამაში,
როცა შეხედავთ რომ შეგიყვარდათ,
ნუ ატკენთ გულს, რომ არ აღმოჩნდეს გვიანა...
არ დაგემართოდ ჩემსავით მერე,
და არ ინანოთ ცხოვრების ბოლომდე.


მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა,…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta