julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, Italy

შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ: მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო, ერთ-ერთს უთქვამს: ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელო, გადაწყვიტეს ""საქართველოზე"" ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ - ""ქართველო"", მაგრამ ერთ-ერთმა აღნიშნა თუ ქართველი ვადღეგრძელეთ ეს არ იქნება მათი დაცინვა და კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო,- დარჩა ""რთველო"", კაცო,თუ რთველი, ღვინო და მარანი ვუდღეგრძელეთ ქართველ კაცსს ეს არის მათი უმთავრესი რამ და ისევ მათი დღეგრძელება გამოვა და მოდით კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, დარჩა ""ველო"", მიხვდნენ ესეც არ გამოვიდოდა,რადგანც საქართველო ხომ ერთი დიდი და ლამაზი ველ-მინდორია, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოეშორებინათ…


ქალი რომ გასაჩენი იყოს,თორმეტსავე ნეკნს ამოვიგლეჯ და შევქმნი
გუშინ, 18:51

*ყველა ქალს სხვაზე ლამაზი ჰგონია თავი, ამას ვერც იმან უშველა, რომ სარკე გამოიგონეს.

*ზოგ ქალს ახასიათებს სიტკბო, ცეცხლი თუ ქალური უსიტყვო ძახილი, ყველა მამაკაცს რომ ესმის.ზოგჯერ არ უხმობს და მაინც ესმის.

*ქალი აბრეშუმივითაა-აჩნდება ხელი და ცვდება.

*ქალს თურმე ის უნდა უქო რაც არ გააჩნია, თორემ რაიმე ღირსება თუ აქვს, ამას ის უშენოდაც გამადიდებელი შუშით უყურებს.

*მომაკვდინებელი ცოდვაა ქალს ირთავდე და არ უყვარდე.

*დასწყევლოს ღმერთმა ქალის გაჩენა:მაინც თვალებში აქვს ჭკუა და ჭეშმარიტებას ან საერთოდ ვერ ხედავს, ან რომ დაინახავს, თვალები ევსება.

*ქალი საერთოდ კარგი გამოგონებაა

*ქალი ხომ ხელისგულზე სატარებელი არსებაა.


ქალი რომ გასაჩენი იყოს,თორმეტსავე ნეკნს ამოვიგლეჯ და შევქმნი
გუშინ, 18:51

*ყველა ქალს სხვაზე ლამაზი ჰგონია თავი, ამას ვერც იმან უშველა, რომ სარკე გამოიგონეს.

*ზოგ ქალს ახასიათებს სიტკბო, ცეცხლი თუ ქალური უსიტყვო ძახილი, ყველა მამაკაცს რომ ესმის.ზოგჯერ არ უხმობს და მაინც ესმის.

*ქალი აბრეშუმივითაა-აჩნდება ხელი და ცვდება.

*ქალს თურმე ის უნდა უქო რაც არ გააჩნია, თორემ რაიმე ღირსება თუ აქვს, ამას ის უშენოდაც გამადიდებელი შუშით უყურებს.

*მომაკვდინებელი ცოდვაა ქალს ირთავდე და არ უყვარდე.

*დასწყევლოს ღმერთმა ქალის გაჩენა:მაინც თვალებში აქვს ჭკუა და ჭეშმარიტებას ან საერთოდ ვერ ხედავს, ან რომ დაინახავს, თვალები ევსება.

*ქალი საერთოდ კარგი გამოგონებაა

*ქალი ხომ ხელისგულზე სატარებელი არსებაა.


10.02.2012

: aravin shemyvarebia cxovrebashi,ar vicodi ra iyo is didi grdznoba romelsac siyvaruls edzaxdnen da ironiuladac mware chacinebit xshirad vityodi xolme sityvas ''siyvaryls...''' magram mivxvdi, rom mas sheudzlia adamianis shecvla, gardaqmna, mokvla,gacocxleba,dacema da amagleba... shenit me yvelaferi viswavle rasac faseuloba gaachnia . shens gverdit ar vekutvni sakutar tavs...egoisti var, miyvarxar.. shentan ertad bednieri var...shen ki patara angelozi , romlistvisac mteli cxoreba unda mezruna.....magram ra vqna rom es tviton gmertma ar isurva, ar momca meti sicocxlis dro, ''sicocxle?'' ar minda... me mxolod shentan minda!!! sxva araferi damrchenia. ''miyvarxar''....


09.02.2012

1. ალბათ ასეთი ვარ... ცოტა უცნაური.. დამაქვს ოცნებები, ზოგჯერ ტირანული....

2. ჩემს შეშლილ ცხოვრებას მხოლოდ შენ უხდები...:*:*

3. ამბობენ თუ გულით რამეს ინატრებ ახდებაო...(ნეტა გავქრე)

4. და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ... ოღონდ მინატრე..

5. ოცნებები ოცნებებს, ოცნებებში ეტრფიან..:))

6. შენთან იოლია სუნთქვა და...შენთან იოლია ყოფნა...

7. ნუ მოიკვეთე ანგელოზო შენ ჩემთვის ფრთები როგორც არასდროს, ახლა მწამხარ, ახლა მჭირდები.....

8. მე პაემანს დაგინიშნავ, არ ვიცი როდის...აშრიალებულ ვერხვის ხესთან დაგიწყებ ლოდინს, მაშინ მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და ალბათ გზაში, ალბათ გზაში საშინლად მოწვიმს...

9. იმდენი გეძახე ვარსკვლავები დაცვივდნენ ციდან... ვერ გაგაგონე....

10. ეჰე ის იყოს მე რაც მინდა, სულ წუთით ნეტავ....

11. წეღან ჩემ გულთან გნახე.. იმ წუთების შემდეგ აღარასოდეს ვიფიქრებ…


წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია…
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები…
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა…
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!…
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია…
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
…იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს…
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ…
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ…
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია…
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია…
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე…
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე…
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი…
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი…
წუხელ… ნამთვრალევს… ბევრი ლექსი დამიწერია…
მაგრამ არ…


ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ, ჩუმად მეყვარები ჩემთვის. რა ჩემი ბრალია, შემიყვარდი უცებ, ალბათ ნება იყო ღმერთის. ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ, ჩუმად ვიოცნებებ შენზე. შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე, შენი ერთხელ ნახვის დღეზე. ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ, ჩუმად მეყოლები დარდად. ოღონდ ვიცოდე რომ სევდა არ გაქვს გულზე, ოღონდ შენ იყავი კარგად


02.02.2012

ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია
ამ ჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია


რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა
ქალს გაფრთხილება მარადმჟამს უნდა ,
თორემ შენს ხელში ისე დადნება
ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.
ქალი ოცნების ჯადოქარია,
ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად,
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია,
მოფერება და ალერსი უნდა.
ქალი ყვავილს ჰგავს გიშრის ხალიანს,
ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა.
ქალი სიცოცხლის ნაპერწკალია
და რომ არ ჩაქრეს , სხვა სითბო უნდა.
ქალი მზეა და არა მყინვარი,
ქალს ნუ შეხვდები განრისხებულად,
ყველა ქალი ხომ ამაყი არის,
ამაყი არის თავისებურად.
ქალი ფარია , ქალი ხმალია
შენი მხსნელი და მფარველი მუდამ.
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია,
მოფერება და ალერსი უნდა..


იცი, მე სხვა ვარ,
მე არ ვგავარ ყველას ნაფიქრალს
და უსაშველოდ გაწოლილან სულში დარდებიც...
ვეძებ სილურჯეს, ცის ლაჟვარდს და უსასრულობას
და ოცნებების ასრულების რიგშიც არ ვდგები.
იცი, მე ზღვა ვარ,

მწარე ფიქრით აქაფებული
და რა ხანია, სუფთა ზეცა ვეღარ ავრეკლე...
და ყოველ დილით, როცა ისევ ვიწყებ ცხოვრებას
შიშველი ხელით ვერ ვგლეჯ დარდის უხეშ ნარ-ეკლებს...
მე ვიწრო გზა ვარ,
მწვერვალისკენ მიდის რომელიც
და სიხარულის იმედებსაც ვამჩნევ ხანდახან...
თუმც, რა ხანია დიდმა სევდამ დამისაკუთრა,
ფერად-ფერადი ყვავილებიც უწყლოდ გადახმა...
მე ვარ პეპელა... მე ვარ ია, მე ვარ ღრუბელი,
ხან სულ არ ვიცი, რატომ ვარ და მართლა როგორ ვარ...
შენი ცხოვრების ის ფერმკრთალი
მანათობელი,
ხშირად რომ მალავს უხმო ცრემლებს
მე ის გოგო ვარ...


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta