julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, Italy

წარსულს უშენოდ მივტირი...
შენი ლოდინი მღლიდა...
არ მინდა შენით სიკვდილი...
შენთვის, სიცოცხლე მინდა...

წლები უშენოდ გაფრინდა...
დღეებს დღეებზე ვიცვლი...
არ ვიცი, შენგან რა მინდა...
მე რომ მიყვარხარ, ვიცი...

დღემდე უშენოდ ვიცოცხლე...
და მაინც, გელი, გნატრობ...
მარტომ გავლიე სიცოცხლე...
ახლაც არ ვიცი, რატომ...

ხო იცი, მე ვარ უბრალო...
ნუ მიმატოვებ, მენდე...
მადლობელი ვარ, უფალო...
ისევ რომ მიყვარს, დღემდე..


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია...


მივუშვათ გრძნობები.
ვაცადოთ თარეში
მინდა რომ სიგიჟემ აზრები არიოს,
გავცვალოთ თბილი მზე, გაყინულ მთვარეში
არ მივცეთ გულს ნება, გონება ჩარიოს.
მინდა სიყვარულმა აზრები არიოს,
თავიანთ ნებაზე მივუშვათ ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ,
მე და შენ მთლიანი სამყარო ვიქნებით.
მივუშვათ გრძნობები თავიან ნებაზე,
სიგიჟით ჩვენც გიჟურ ცეცხლებად ავენთოთ,
მოდი ვისაუბროთ თვალების ენაზე,
შენს სულთან თამაშით მინდა რომ გავერთო.
მინდა რომ მე და შენ გავუსწროთ ერთად დროს,
მე, შენი სული მსურს, რომ გადავიბირო
მე შენში სიგიჟედ შემოვალ წამოდი
და თავსხმა წვიმაში ბავშვურად ვირბინოთ..
მივუშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე..
უსიტყვოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ
და ასე მეც და შენც, ერთი მე ვიქნებით.
მივიშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე,
აენთონ სიგიჟედ, დასახლდნენ თვალებში,
ამ ერთი სიგიჯისთვის დავთმობდი სიცოცლეს,
გავცვლიდი ცხოვრებას ამ უკვდავ…


შენა ხარ მიზეზი ჩემი არსებობის,
სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო.
მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვერ,
ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი თეთრი ღამეების,
დაუნდობელო და უგულოვ ჩემო,
მე კი მონა ვარ ცრემლიან დღეების,
ოცნებავ ჩემო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი გულისცემის,
მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო.
მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის,
უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების,
მიუკარებელო და უხილავო ჩემო.
მე კი დაგეძებ ნისლიან ფიქრებში,
გიხმობ და გეძახი:"სადა ხარ ჩემო?"
ჩუმად გეფერები ოცნების კოშკებში,
ნუთუ ვერაფერს გრძნობ სიცოცხლევ ჩემო?
კივილამდე და ტკივილამდე გნატრობ,
ხელები მომხვიე უბრალოდ "ჩემო"....


30.01.2012

დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს ყველაზე მოწყენილ დღეს ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . ყველა მწუხარებას გაუმარჯოს ყველა დაჩაგრულ გულს, ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზააბნეულს ერთს, ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!


30.01.2012

დამხატე,
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს...
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით...
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს...
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია!
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო!
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით...
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?!
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად...
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი...
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი...
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს!
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!...


თხოვდება მწვანე ბაყაყი,
ცოლად მიჰყვება ხვლიკს.
ეჩხუბებიან მშობლები
– მაგას ვის მისდევ, ვის?

ეგ შენ არ შეგეფერება,
ნუ დაიღუპავ თავს!
რამდენი დადის უცოლო,
საქმროს გინახავთ სხვას.

აგერ, მეზობლის გომბეშო,
დედისერთაა თან.
სულ თათისგულზე გატარებს,
შენ განაცვალებს თავს.

ალბათ, ხერხი თუ იხმარა,
ალბათ, მიმართა ხრიკს...
მაგ მოუსვენარს, გალეულს,
როგორ მიჰყვები ხვლიკს?!

ბაყაყი ყურსაც არ უგდებს,
მწვანედ იღებავს თმას.
– ვინც მიყვარს, იმას მივყვები,
სხვამ რაც არ უნდა თქვას!


17.06.2013

ჯვარი..

ერთხელ, მრავალი განსაცდელისგან დაღლილი ახალგაზრდა მამაკაცი მუხლებზე დავარდა ტაძარში ხატების წინაშე და ლოცვა დაიწყო.
– უფალო.. უფალო.. აღარ შემიძლია გზის გაგრძელება, ძალიან მძიმე ჯვარი მარგუნე, უფალო.. შემეწიე, მე ცოდვილს..
– შვილო ჩემო, თუ ძალიან გიმძიმს შენი ჯვრის ზიდვა, გამოცვალე, შედი მეორე ოთახში და შენ თვითონ აირჩიე შენი ცხოვრების ჯვარი.. – უთხრა უფალმა.
ამის გაგონებაზე სახე გაუნათდა მამაკაცს, შვებით ამოისუნთქა და მუხლებზე მდგარი დიდხანს სწირავდა ღმერთს მადლობას შეწყალებისთვის.. – გმადლობ, უფალო.. გმადლობ, ჩემო უფალო..
შემდეგ, წამოდგა და სიხარულით შევიდა იმ ოთახში, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. თვალი მოავლო იქაობას და რას ხედავს: სავსეა ოთახი უამრავი სხვადასხვა ზომის და ფორმის ჯვრით, ზოგი ჯვარი…


არ ვიცი გიყვარვარ თუ გეჯავრები,
არ ვიცი მოგწონვარ თუ გძულვარ,
არ ვიცი ასე რატომ მემალები,
რა ვქნა დღე და ღამ სდუმხარ..
იქნებ გინდა რაგაც მითხრა
ამას ნელი ნიავიც კი ამბობს,
ჩემი სიცოცხლე შენთვის მომინდვია
ჩემო პაწაწინა ვარდო...
შენ რომ სხვა გიყვარდეს რაღა მეშველება
რაღა მეშველება ვდარდობ,
ალბათ გავგიჯდები,ალბათ ავტირდები
ჩემი ცხოვრებიდან უმალ წაიშლები,
მაგრამ გავა დრო და სულ სხვას შეიყვარებ
მე კი დაღვრემილი ქუჩაში შეგხვდები
მინდა შემოგხედო მაგრამ ვერ ვბედავ
გამიბრაზდებიან ხომ ვიცი ვერხვები
ვიცი ჩვენი გზები უკვე გაყრილია
მთელ ჩემს ცხოვრებას ფუჯად ჩაუვლია
როგორ მენატრები,როგორ მედარდები,
მაგრამ სიმარტოვეს ვიცი ვერ ავცდები.....


მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta