kineza's blog

kineza
33, Tbilisi, Georgia

Zala mecleba vsustdebi, ganvicdi Zlier tkivilebs,
TvalT mibneldeba ver vxvdebi, ratom miZRvnian gvirilebs,
nuTu movkvdebi da davakldebi, am tkbili xalis Tvalebs,
vusmen sevdiT aRsavse, SavebSi Cacmul qalebs.
deda SevniSne ganicdida, tirils mosTqvamda oxvriT, godebiT,
mwuxarem ჩemsken wamoiwia da momefera თbili xelebiთ,
vici arasdros damiviwyebT rom mudam gemaxsovrebiT,
yvelani Zlier miyvarxarT sul yvelas gemSidobebiT.



ქვეყანაზე არ არსებობს გრძნობა,
უკეთესი როგორც მეგობრობა,
ძვირფასია ისე როგორც მარგალიტი,
გადავიღოთ სხვისგან უნდა მაგალითი.

არ მინახავს მაგრამ უკვე მენატრება,
ეს უაზროდ გასული დრო მენანება,
ვიცი რომ ისიც ღმერთს ევედრებე,
აგვისრულოს მალე ჩვენი მონატრება.

შენ ხარ ის ერთად-ერთი,
შენ ხარ ის ჩემი ღმერთი,
მე მინდა სულ შენს გვერდით,
მე მინდა აღვსდგე მკვდრეთით.

მეგობარი ადამიანს ცვლის,
იმედს აძლევს ხვალინდელი დღის,
ვინც ვერ ხედავს მეგობრობის ძალას,
ცხოვრებაში ვერ ასცდება ღალატს,

ამ ლექსს შენ გიძღვნი მეგობარო,
ცისა და მიწის ერთად-ერთო ზღვარო,
მეგობრობა შენ გცოდნია ძლიერი,
ამიტომ ვარ მეც შენი მადლიერი.


17.05.2012

მოდით გაუმარჯოს ყველა მანდილოსანს,
ფეხქვეშ დავეგოთ კეთილ ნამდვილოსანს,
მათთან გრძნობებში გული დავუდოთ,
ვეცადოთ ხალხნო ქალებს გავუგოთ.

ბოლომდე დავლიოთ ეს სადღეგრძელო,
მაღალმა ღმერთმა ყველა ადღეგრძელოს,
მე მინდა შევსვა ქართველი ქალის,
ქვეყნად რომ ყველაზე ნამდვილი არის.

მოდით გაუმარჯოს ამოსულ მზეს,
მათთვის დაღამებულ უამრავ დღეს,
ეს სადღეგრძელო იყოს იმ ერთის,
რომელსაც სახელი ვუწოდე ღმერთის.

ამ წრფელი გულით მას გაუმარჯოს,
უფალმა სიცოცხლე არ დაუხარჯოს,
რომელიც ყოველთვის თავისკენ მიხმობს,
მისი სიკარგით ამ გულს რომ მითბობს.

მისი ოცნება მიიწევს მთისკენ,
ჩემს გულს კი უნდა წავიდეს მისკენ,
ყველა ბოროტს და იუდას შვილს,
მაშ გაუმარჯოს ნინო ე.ი.აშვილს.


იმ ადამიანს გაუმარჯოს ვინც გულს გაგიღებს,
თვალებში ჩაგხედავს და ისე გაგიგებს,
მუდამ შენს გამო ყველა სხვას გაიღებს,
ალალი გულით განიცდის გარიგებს.

იმ ადამიანს გაუმარჯოს ვინც რომ გენდობა,
უიმისოდ არად გიღირს შენი გედობა,
მის გარეშე ძნელია მუდამ კენტობა,
მზად ხარ ყოველთვის სთხოვო მას შენდობა.

შევსვათ სადღეგრძელო იმ ნაზი ქალის,
სიწითლე გადაჰკრავს ლაჟვარდი ბალის,
კენწეროს ამშვენებს ლამაზი არის,
შიში აქვს მხოლოდ მღელვარე ქარის.

დავლოცოთ ისინი ვინც ჩვენი ღირსია,
ის ვინც დაგიცავს მყარი გიფსია,
მათაც გაუმარჯოთ ყველას ვინც ფარსია,
რომ არ გარგია და მუდამ თარსია.


დღეს ისევ უნდა ბოლომდე დავლიო,
სიმთვრალეს კიდევ უხდება ღვინო,
ასე, ნელ-ნელა დრო დროდ გავლიო,
ყველა ჭიქაში ვახსენო ნინო.

გული ლოთობით არ შეწუხდება,
ჩემი ჭიქისა მე ვარ თამადა,
ცრემლიან თვალებს სევდა უხდება,
ღვინის დალევა კი ღირს ამადა.

დამათვრე ღვინოვ ქვეყნად ძლიერო,
დამალევინე რათა სულ ვლოცო,
იმეფე ჩემზედ ღვინოვ ღვთიერო,
სევდანაღველი ამაყად ვხოცო.

ერთსაც შევსვამ ჩემზედ მაინც მადლია,
დავეწაფები გემრიელ ღვინოს,
ბოლომდე დავლევ სასმელი არ მაკლია,
ყველა ჭიქაში ვლოცავ მე ნინოს.


დღეს უკვე მოძველდა გრძნობა მონატრების,
გულში სიცივეა ცხოვრების თეთრ სივრცეში,
რაღა დროს სითბოა მზემ შეკრა წარბები,
შემცირდა, მოიკლო ხანმა დღეს სიგრძეში.

სად ვიღას ახსოვს თეთრი ღამეები,
შავ ღამემ დღესაც კი მოხვია ხელები,
მიწა გამოშრა აღარ დის მდინარე,
დღეს მოდაშია გამშრალი ცრემლები.

მე დღეს მაინც მატკბობს მწარე მონატრება,
გულში სითბო სუფევს ცხოვრების თეთრ სივრცეში,
ხალხს დრო აღარ აქვთ გაშალონ წარბები,
მე მუდამ მოვუგებ ყველას სიბრძნეში.

ბევრჯერ მითევია თეთრად შავი ღამე,
ნატვრამ რომ ოცნებას ჩაკიდა ხელები,
ცრემლებით მდინებია მშრალ კანზე მდინარე,
რა ვქნა რომ მიხდება ეს მჟღალი ფერები.

კიდეც მენატრება, კიდეც მიჩქეფს სისხლი,
კიდეც მიკანკალებს მკერდში ეს ქვა…


ნეტავ ის პირველი ღამე იყოს ახლა,
ცაზე ვარსკვლავები და თვალები მაღლა,
ნეტავ ის დრო იყოს უკან დაიწიოს,
გაცნობისას საკოცნელად ვინმემ გაიწიოს.

ნეტავ ის დრო იყოს გარეთ სკამზე ვისხდეთ,
პირველ დღეს დღემდე რომ ვიხდენთ,
ისევ პირველად შეგხვდე ნეტავ,
თამამად მზერას რომ ვერ ბედავ.

ნეტავ მქონდეს ისევ შანსი,
თავიდან გამეგო შენი ფასი,
ისევ მოგხვიო ფაქიზად ხელი,
შენ კი გაიქცე დამადო სველი.

ის 14 რიცხვი მახსოვს მყარად,
არ დამავიწყდება მეხსომება მარად,
ჩუმად ჩურჩული ყურში,
გაკვირვება და ღიმილი გულში.

ნეტავ ის დღე იყოს 8 მარტი რომ ქვია,
მალე წავიდა დრო როგორც ტყვია,
გითხრა ისევ ის პირველი სიტყვა,
პირველად მაშინ რომ…


ყველა ქალი თუ მამაკაცი,
არ მყავს მე აქ ძმაკაცი,
არავინაა ჩემი ამყოლი,
ერთგულად გზაზე გამყოლი.

არავის არ ესმის ჩემი,
ზღვაში იწვება გემი,
დინებას მივდევ ნელა,
დღეცა და ღამეც ბნელა.

არავინ ფიქრობს სხვაზე,
თავი რომც ურტყა ქვაზე,
მე აქ ცხოვრება მძულს,
ვგავარ ძაღლს დამბულს.

ჩემს ქართველობას ვემადლები,
ტკბილო მამულო მენატრები,
ქართველი ქართველს სჭამს,
მე კი ეს სულ არ მწამს.

სამშობლოს წარსულს ვიცავ,
პატრიოტი ვარ ვფიცავ,
ვის რად ვადარდებ არ ვიცი,
მამულს დავუდე ფიცი.

ქართულად მიძგერს გული,
სულ არ მჭირდება ფული,
მე ვემონები სამშობლოს,
ღმერთმა ბოროტი გვაშოროს.

ძნელია უცხო მხარეში,
აკრძალული გაქვს თარეში,
ქართული სული ფართოა,
ყველა ქართვლი მარტოა.


დროებამ გული დაგვწყვიტა,


ერთად ვიყავით ცხოვრებით ვტკბებოდით,
ფერებით, კოცნით ორივე ვთბებოდით,
შურიან ხალხმა ჭორებით დაგლიჯეს,
ჩემი გოგონა ხელიდან გამგლიჯეს.

მთელი ცხოვრება ვატარე მისთვის,
დღემდე ვუვლიდი, გავზარდე ვისთვის,
მაგრამ ის გოგო მიყვარს მე დღესაც,
მისთვის გადავცვლი მთვარეს და მზესაც.

დაგვინგრიეს სიყვარული, დაგვიშალეს მარად,
ყოველ ღამე მწუხარების ცრემლი მოგვდის ღვარად,
გრძნობა გვქონდა გაგვიტეხეს წმინდა,
წარსულისკენ დაბრუნება, ოოოხ როგორ მინდა.


წავედი მწარე წარსულში,
იმ დროში ახლად გასულში,
ბევრი ახალი სიტყვა,
ასე უაზროდ ითქვა.

გული ვეღარას მიტევს,
მკერდს გამალებით მიცემს,
გამგლიჯოს მკერდი გაიქცეს,
ალბათ იქავე წაიქცეს.

რამდენი ცუდის ნიშანი,
რამდენი ვეღარ ვიცანი,
რამდენი ცხარე სიახლე,
რამდენსაც ცივად ვეახლე.

ცხარედ ნადენი ცრემლებით,
შიშველი სველი ხელებით,
გათენებული ღამე,
სიზმრად ნანახი რამე.

ბოღმით დამხრჩვალი ყელით,
ისევ რაღაცას ველი,
ეკლები ტანში დამივლის,
მგონია აღარ გამივლის.

რამდენი მახსოვს წყენა,
დამიკარგია რწმენა,
რამდენი სიტყვა მწყენია,
რამდენჯერ სული მტკენია.

განა რაღამდენს დავძლევ,
მაინც სიცოცხლეს გაძლევ,
დაე სულ კარგი ითქვას,
აწიც მოგიძღვნი სუნთქვას.


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta