kineza's blog

kineza
33, Tbilisi, Georgia

ქართული სულის კვეთება,
მის ბუნებით იკვეთება,
ტყეში წითურა შინდით,
მთაზე დაწოლილი ბინდით.

მგლების ჯოგებად წანწალით,
მათი ლეკვების ბანცალით,
ირმების კლანით მთებში,
ქართველთა ძალა რქებში.

თვალების ხედვით არწივის,
ქართული სულით გასწივის,
ცხვართა ფარების შიშით,
შაქარმოყრილი ბიშით.

კალმახის ცურვით ჩანჩქერში,
მძინარე დათვით ნამქერში,
კლდეებზე ჯიხვების ჭიდილით
და მზის ამოსვლით დილით.

ქვაბულითა და მღვიმით,
ფიალა სავსე ღვინით,
ქართველთა მთაში ღრეობით
ბარში ათასი დღეობით.

ბუნება განძით მდიდარით,
ქართველთა ცრემლის მდინარით,
შეიგრძნო ბუნება რთულია,
სულის კვეთება ქართულია.


დღედაღამ დავეხეტები დავდივარ მარტო ქუჩებში,
როგორ მინდა გაკოცო მაგ მშვენიერ ტუჩებში,
რა იქნება ჩამახედო ჰაეროვან სულში,
გენაცვალე ჩაგეხუტე მგრძნობიარე გულში.

ღამღამობით შენს სარკმელთან ვიპარები ნელა,
ვერაფერს ვხედავ ირგვლივ ისე ბნელა,
ფანჯარაში ვძრომიალობ ვფრთხილობ როგორც მელა,
გკოცნი და გფარავდეს წმინდანი ყველა.

გულიდან ამომგლიჯე უკანასკნელი ფესვი,
სულ დამიჩხვლიტე ჩამარჭე ნემსი,
ტკივილი მაგიჟებს მაგრამ არ ვკვნესი,
რა ვქნა ჩემს გულს აქვს ასეთი წესი.

ამაღამ კვლავ მოვალ დაგხედავ მძინარეს,
შენ ისევ ემგვანები პატარა მდინარეს,
მერე კი მოგიტაცებ წაგიყვან მყინვარებს,
რადგან შენს გულში ქაოსი მძვინვარებს.

მთებში წაგიყვან არწივის ბუდეში,
რომ ერთმანეთის მოგვეცეს ნუგეში,
ჩამეხუტები ჩამიკრავ უბეში,
და გავაგოროთ ორივემ დუ 5.


06.10.2013

გვიან ღამით შენს ოთახში ნეტავ ჭერს თუ უწვიმია...
ან ბოღმისგან გამსკდარა და სიმწრით კედლებს უცინიათ...
ალბათ თვალებგახელილი გამეს თეთრად უძინია...
დილით მზე რომ ამოსულა ,,დაიძინე,, ბოლო ხმაზე უყვირია.


ღამემ ინათა დილა გათენდა,
პატარა ჩიტუნა ფანჯარად ფრენდა,
მიხაროდა, ვთქვი რამე მახარა,
მინასთან დაჯდა, ფრთები მოხარა.

დაიწყო გალობა, მაგრამ ყვიროდა,
პირველად ვნახე, ჩიტი ტიროდა,
მივუახლოვდი, მკითხა მიცანი?
მივხვდი ეს იყო ცუდის ნიშანი.

რამ მაიძულა აივნად გასვლა,
ეს სიკვდილია, არ მინდა წასვლა,
მითხრა მოვედი აგერ გეწვიე,
ახლა წავალ და გზად მომეწიე.

შევვარდი სახლში გაფითრებული,
ვზივარ საწოლზე ჩაფიქრებული,
ნუთუ დამსაჯა ღმერთმა სიკვდილით,
რომ ჩემი ნებით წავყვე სირბილით.

ჩიტი მეძახის, გამოდი გარეთ,
შენც დაეხმარე საფლავი თხარეთ,
თვალებს ვიფშვნიტავ, ნუთუ არ მძინავს,
იქნებ სჯობს კიდეც, რომ მღვიძავს.

ნელი ნაბიჯით გავედი გარეთ,
ჩემი ხელებით საფლავი ვთხარე,
იქნებ მინდა, რომ…


სიყვარულის, სიხარულის დარდია,
მთაზე თოვლში ჩამალული ვარდია,
ვერასოდეს ვერ იხარებს ბარად,
მთაზე თოვლში იმალება მარად.

ვარსკვლავია ცას რომ მოსწყდა ღამით,
ციდან ვარდნა შევამჩნიე წამით,
თოვლის ვარდი ლამაზია მთისმიერი,
ეს გოგონა ბოძებული ღვთისმიერი.

კატის კნუტი და მასსავით კრუსუნა,
მგლის ლეკვია ფუმფულა და ბუსუნა,
თბილი, ტკბილი გემრიელი ჯემია,
ბუსუნ ტკბილო, შენი გული ჩენია.

როცა ზეცა კვლავ იტირებს ქუჩებში,
მე დავტკბები ვაკოცებ მას ტუჩებში,
მოვეხვევი გულს ჩავიკრავ მაგრად,
ჩემო ბუსუნ მეყვარები მარად.


ჯარისკაცი მგელია საქართველოს მცველია,
ჩვენი დასაცავი მამული და ერია,
ოხ როგორი ძნელია ყველა ჩვენი მტერია,
დაღუპილი გმირები ჩვენს გულებში ბევრია.

შევავლოთ ხელი ხმლებს მოუხმოთ წინაპართ ძვლებს,
ომის ლოდინში გულს უჭირს ვეღარ ძლებს,
მამა-პაპების კვლებს ბრძოლაში გასულ წლებს,
ვდარაჯობთ მიწას ღამეც კი აღარ გვთვლემს.

ოსთა აფხაზთა არე წაგვგლიჯეს ეს ორი მხრე,
რამდენი ვაჟკაცი ვთვალე რამდენი მიწა მთხარე,
ცრემლი ნადენი ცხარე ბოღმა-ნაღველი მწარე,
გმირების საფლავს ღამე დღესც ანათებს მთვარე.


ხმელეთზე როგორც ვერ გასძლებს გედი,
ასე ძლიერად მიყვარხარ მეც შენ დედი,
ქვეყნად ყველაზე ძვირფასი და კარგი ხარ,
როგორ გავძლო უშენოდ მხოლოდ მე რომ მარგიხარ.

ამ სამყაროს მომავლინე დედი შენ გამაჩინე,
მწადია დიდხანს სიცოცხლე ღმერთო გადამარჩინე,
მე უბედირს გამიჭირდა არ მქონია თურმე ბედი,
მაგრამ ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ დედი.

გრძელი ღამე ჩემს ტირილში ბევრჯერ დაგთენებია,
აკვნის რწევით გრძელი ღამე თეთრად გითენებია,
ბავშვობიდან ჩემს გვერდით ხარ მუდამ თავს რომ მევლები,
ამ ამაგს ვერ დაგიფასებ დედი შემოგევლები.


მოდი და ვილაპარაკოთ,
რა გინდა ჩემგან ნეტავ,
როცა კი შემოგხედავ,
სიტყვასაც ვეღარ ბედავ.

შენ რომ გგონია მიცნობ,
არა ჩემო კარგო სცდები,
გამოიცანი ვინ ვარ,
ლექსსა ვწერ და ვყინვარ.

დღეს მე აღარ ვარ ის,
როგორსაც მიცნობდი ადრე,
ბოლომდე ჩაგწვდი სულში,
სასუფეველით დამიდგი გულში.

თავს ავწევ მაღლა ამაყად,
შეგაშინებ და გეტყვი,
მე შენით მიძგერს გული,
ეს სიმართლეა სრული.

შენ შემასწავლე სიამაყე,
რომელიც შენვე გკლავდა,
შენ ცოცხალი ხარ ისევ,
მკვდარსაც სიცოცხლეს მივსებ.

შენში შევნიშნე რაღაც,
ფარულად მალავ არ ჩანს,
უჩინარ ცეცხლმა დამწვა,
ეს რაღაც დღემდე გამყვა.

მე შენ შემცვალე გესმის?
რატომ დაიდე ცოდვა,
რატომ მაწვალებ ქალავ,
რაღაცას რატომ მალავ.

ვეღარ ვიოკებ გულს,
არ ვიცი საით მიმიწევს,
შენში სიცოცხლე ვიცანი,
შენ ჩამისახე მიზანი.

ისე ძლიერად მძულხარ,
სიტყვა არ კმარა არა,
ძილშიც კი აქ მე მიცავ,
უშენოდ მოვკვდები ვფიცავ.

რისთვის ეცდები შემცვალო,
ვერ ვხვდები ამდენს ვერა,
მითხარი თუნდაც არა,
გეყოფა დუმილი კმარა.

მაინც შეძელი შემცვალე,
ცუდი…


მენატრება შემოდგომა და რთველი,
სხვა ქვეყანაში მე ვარ ქართველი,
მამულის გარეშეა ცხოვრება რთული,
რომ აღარ მესმის ენა ქართული.

ემიგრანტი ვარ გადმოვიხვეწე უცხო მხარეში,
მენატრება ჩემი სამშობლო ჯიხვების თარეში,
ჩემი სახლკარი გადავცვალე ქაღალდის ფულში,
მაგრამ სამშობლო ცეცხლად მინთია სულში,

მოდით გაუმარჯოს სამშობლოში გათენებულ დღეს,
დილით ალიონს ამოსულს ცხრა თვალა მზეს,
ლამაზად დათოვლილ კავკასიონის მთებს,
სახლში გული მაინც ამაყად, ქართულად ძგერს.


ჰოო. ჩემი სულის მარგალიტო,
რატომ მიცქერ შორიდან,
მუდამ თავს რომ დამტრიალებ,
მოვალ ჩემს გულს მოგიტან.

ოქრო-ვერცხლი ძვირფასია მბზინავი,
თვალს უბრმავებს ალასა და ბელასა,
მაინც შენ ხარ ჩემი ოქრო ბაჯაღლო,
ქვეყანაზე მირჩევნიხარ ყველასა.

მიმატოვეს დღეს ფიქრებმა დამტოვეს,
გაიხურე ისევ კარი გახვედი,
დამეკარგე, დაიმალე სადა ხარ,
შენზე ფიქრობს მაინც გული თავხედი.

დაღამდა და შენზე დარდი მომაწვა,
გათენებას ველოდები განვიცდი,
მთელმა ღამემ უშენოდ ჩაიარა,
მაინც მრავალ საუკუნეს დაგიცდი.


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta