kineza's blog

kineza
33, Tbilisi, Georgia

არ მესმის როდესაც ამბობენ მიყვარდა,
არადა დრო იყო ოცნებებს მიყავდა,
განა სიყვარული დახლზე რიგდება,
ბაზარში იაფად როდი იყიდება.

გიყვარდა არც გყვარებია მე ასე მესმის,
დაკარგვა მწარეა როგორც ნაჩხვლეტი ნემსის,
ზოგი ბრმა არის ვერ ხედავს ვერ გრძნობს,
ამიტომ სიყვარულს ვერ განიცდის ვერ ფლობს.

გვიყვარდეს მუდამ მხოლოდ ერთი,
და იყოს უნდა ის ჩვენი ღმერთი,
გავუფრთხილდეთ, დავაფასოთ მოვეპყრთ ნაზად,
რათა ცხოვრება არ ვაქციოთ საბრძოლო ბაზად.


როგორც მოხვედი წუხელ ღამისას,
მოჰყევი ჩუმად უნაზეს ფიფქებს,
ახლა მიჰყვები შუქსა მთვარისას,
მიდიხარ მართმევ დარჩენილ ფიქრებს.

მთვარე მზეს ნაზად ეხუტებოდა,
მაშინ როდესაც ვიყავით ერთად,
სიზმარი ზღაპრად მეხატებოდა,
შენ კი გაქციე საფიცარ ღმერთად.

ძლიერ მიყვარდი ჩემო პატარა,
რატომ წახვედი რად მიმატოვე,
ამ სიყვარულმა ყველგან გატარა,
და მაინც კენტად განმამარტოვე.

ტაძარში ხატის წინ ავანთებ სანთელს,
მუხლებს მოვიყრი ვილოცებ შენზე,
ღმერთს შევავედრებ მომავალს ნათელს,
და მოვუყვები სიყვარულს ჩვენზე.


არ ვიცი რა მოგწერო როგორ გახარო,
მე შენზე მითხრეს იმას გავხარო,
ფიქრი მერევა მოვიდა ღამე,

ხმა ამოიღე მითხარი რამე.


გახსოვს? პირველად გითხარი მიყვარხარ,
წარსულში გაბრუნებ ისევ მიმყავხარ,
ჩემი გრძნობები შენ გაგიყავი,
ყოველთვის ყველგან შენთან ვიყავი.

გახსოვს? სახლის წინ ერთად ვისხედით,
ორივე ვტკბებოდით ლამაზი ცის ხედით,
ციდან ვარსკვლავნი მალმალ ცვიდა
და მე და შენში გრძნობები ღვიოდა.

ვწევარ საწოლზე შევყურებ ჭერს,
გული რატომღაც საშინლად ძგერს,
დიდი ხანია სულ შენზე ვფიქრობ
და ამ ფიქრებს ამაყად გითმობ.



როცა რეკავენ მთაში ზარები,
მაშინ იღება ტაძრის კარები,
შევდივარ ტაძარში ხატს ვეფარები,
ღმერთს ვთხოვ დაგიფაროს ვემუდარები.

როცა მოდიან ტაძარში ბერები,
ჩუმად გალობენ გაისმის ბგერები,
სანთელს ანთებენ იცვლება ფერები,
და მე ფიქრებში შენ გეფერები.


იყო სიცოცხლე როდესაც დუღდა,

ქვეყნად ქაოსი და ყველა სდუმდა,
იყო ქათქათა პატარა გუნდა,
რომელსაც სითბო ძალიან სძულდა.

იყო სოფელი სადაც სულ ბნელა,
დრო გადიოდა რატომღაც ნელა,

სოფელში იყო პატარა ბელა,

რომელსაც ნაზად უვლიდა ყველა.

თოვლზე ცურავდა ერთი მას დახე,

სითბო შევაპარე დავუდე მახე,
როცა მივედი და იგი ვნახე,
ცრემლად უდნებოდა მას ნაზი სახე.

გული მომიკვდა იყო სულ სველი,

მკერდში ჩავიკარი მოვხვიე ხელი,

მკრთალად გაიღიმა განათდა ველი,

მას მერე სოფელში დასრულდა ბნელი.


დროდადრო ასე გრძნობა მიჩნდებოდა,

ტუჩებში კოცნისას მყისვე ფითრდებოდა,

მთელი ბოროტება მაშინ მიქრებოდა,

როცა გოგონა ხელში მიკვდებოდა.


ეფერებოდა მას ჩემი ხელები,

გვატკბობდა ცხოვრების ლამაზი ფერები,

ავაწყეთ ძალზედ მრავალი…


შენი სახლის წინ გვერდით მიზიხარ,

არ მინდა დაგკარგო ძლიერ მიმძიმხარ,
მაგრამ რატომღაც სადღაც მიდიხარ,
მე კი ძალან კვლავ შენ მინდიხარ.


მიხაროდა... შევედარე თაროზე წიგნების თანწყობას,
მაგრამ რა გინდა, მოგიშლიან უცებ განწყობას,
მუდამ მე რატომ ვცდილობ ყველას ბედნიერებას,
სხვა კი ფეხზე მიკიდებს, მიწყებს თვალიერებას.

ვინც ცუდს სთესავს ვერ მოიმკის სიკეთეს,
ვცდილობდი კარგი მეკეთა მათ კი რა გამიკეთეს,
თეთრს შავად რომ ხედავენ, ღმერთო მიეც კვალი,
უბოძე სინათლე ბრმა ხალხს, აუხილე თვალი.


მინდა აღმოვხვრა გულიდან სევდა,
ზამთარში ძლიერად ხელებს რომ მხვევდა,
მოვსპო ჩავაქრო შიში და ელდა,
ბავშვობიდანვე რომელიც მსდევდა.

მინდა შემეძლოს თამამად ავდგე,
შავბნელ სიცოცხლეში მკვდრეთიდან აღვსდგე,
სხვებისგან მუდამ განზე არ გავდგე,
ისევ ვილოცებ რომ ფეხზე დავდგე.

მინდა სითბო და ნუგეში მქონდეს,
კმარა შეწყვიტოს ქარი არ ქროდეს,
ღმერთო გთხოვ ოცნება ამიხდეს ოდეს,
სხვა ვერ მიშველის მე ვერასოდეს.

დილა გათენდეს ვნახო რომ ცაში,
აღარ გავყვები ღრუბლებს ლომკაში,
ბოროტი ეშმაკების გარემოცვაში,
ღამეს ვათენებ თეთრად ლოცვაში.

ულუკმაპურო მშიერმწყურვალი,
ვერ მათბობს ვერა მე თბილი წყალი,
ქუჩაში ვდგევარ მტკივა სულ ძვალი,
აღარ მწვავს არა მხურვალე ალი.

მინდა შევთხოვო მაღალ მაცხოვარს,
აღარ ვიცვლიდე სხვების ნაძმობარს,
აღარ ვიცვამდე ყველას ნათხოვარს,
აღარ მეძახდნენ ისევ მათხოვარს.


i mëparshëm 1 ... 5 6 7 8 9 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta