rruru's blog

rruru
60, Tbilisi, Georgia

18.08.2010

ბრმაა. ძვირფასო, სიყვარული... და ვკითხულობ მე უცნობ სხეულს ახლა თითებით, როგორც კითხულობს ბრაილის შრიფტს თვალდაშრეტილი, და ვაჭერ თითებს მოვარდისფრო კერტებს - ღილაკებს, რომ ზარის ხმაზე გამოვიხმო ბედნიერება - ძვირფასო, ამ ტექსტს ჯერ არ უზის არსად წერტილი ბრმაა, ძვირფასო, სიყვარული - ქუჩის გადაღმა გადადის იგი ხელის ცეცებით. ყველაზე საშიშ გადასასვლელებს გადადის ასე - ჯოხის კაკუნით! მძიმე ჯვარია სიყვარული, და ნეტავი მას, ვინაც ამ ჯვარზე სამუდამოდ არის გაკრული! ბრმაა, ძვირფასო, სიყვარული - შენს უცნობ სხეულს ამობურცვია შრიფტი ბრაილის, და კითხულობენ ბროლის მხრებს და თოვლის თეძოებს ჩემი თითრბი მთრთოლვარე და შესაბრალისი... ყრუა, ძვირფასო, სიყვარული - ჩემი ძახილი შუაღამისას აბა რატომ ვერ გაიგონე!…



თუმც სინანულის ცეცხლი მედება , შენს სახელს რომ არ შევიზარებდე , მე არ მივბაძავ გრძნეულ მედეას , არ დაგარისხებ მჩხეთის ზარებზე . თუმც ჩემად აღარ მეიმედები , დაგთმე ნებისით , ამთმე ნებისით , მე დავისაჯე როგორც მედეა , სიყვარულის და სათნოებისთვის .


ის მოვა გამთენიის პირას და მნახავს ვაზივით მტირალს , მოიტანს ამღვრეულ თვალებს ღვინით შეგუდლებულ ქუთუთოს ., მოვა უგულო და მთვრალი , ღილებშეხსნილი და უქუდო . საათი ძილისპირულს რეკავს , წუთებს ქათამივით კენკავს , საათი ძილისპირულს რეკავს , როდის დაბრუნდება ნეტავ !


03.08.2010

აბასტუმანში პატარა გალია სახლია მთის ძირში მიდგმული, ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია, დიდბუნოვანი და დიდგული. მე,როცა თამარის ციხიდან მოვდივარ და ირგვლივ ღამეა უკუნი, როდესაც ეცემა ბილიკზე მეათედ უბელო ღრუბელი საზარი და დაღლილ-დაქანცულ ლაჟვარდებს მიათრევს მდინარე ლოდების ზანზარით,- პატარა სახლიდან, შარაგზის პირამდე, უეცრად იპეთქებს ნაძვნარი; ეს- იგი გამოჩნდა დაბილიკს მინათებს მისი ნაწნავების ხანძარი. აბასთუმანში პატარა გალია სახლია მთის ძირში მიდგმული ამ სახლში წაბლისპერთმიანი ქალია დიდბუნოვანი და დიდგული


03.08.2010


06.08.2011

მზე უძღვნის მიწას არსებობის შეგნების ყვავილს და აღტკინებას უდიდესს როს შეიგრძნობს გონების თვალით, მიაღწევ მაშინ ყოფიერის უმაღლეს სრყლქმნას - ღმერთს განუყოფელს!...

მაშ წინ იარე, რადგან გიბრძანეს. მაშ წინ იარე და მიიღებ კუთვნილ საზღაურს. მას, ვინც შექმნილა სიყვარულისთვის, და მას, ვინც ელის, იგი იხილავს ღვთაებრივი სიმშვენიერის ლოტოსის ყვავილს. ამ ყვავილივით მისი გულიც გადაიშლება ალერსისა და სიყვარულისთვის და გულის ცეცხლი შთანთქავს გონებას. და იქმნება დიდი ნათელი. წმინდანს, უბიწოს განეხვნება შამბალის კარი. ხოლო გული მგზნებარე და ალმოდებული, იქნება როგორც შამბალაში შესვლის პაროლი.

დე, არასოდეს მიგატოვოთ გონებამ თქვენმა!მგზნებარე გულში დატეული ზღვა სიყვარულის ყრუ საიდუმლო გაცხადდება სხივფენილ ზღურბლთან. მაშ, მოემზადეთ ხელახალი ცხოვრებისათვის.

დე, შუქი…


23.08.2010

 Какая  ночь!  Я  не  могу.                                                                                                            Не  спится  мне.  Такая  лунносгь.                                                                          …


19.03.2011

მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა გადამწვარ უდაბნოში ყვავილი ლამაზი, ფერადოვანი და სურნელოვანი...

მოვიდა ბაჩანა წვიმად და ამოსკდა გადამწვარ უდაბნიში დედამიწის გულიდან წყარო, გრილი, ანკარა და მაცოცხლებელი...

მოვიდა ბაჩანა წვიმად და აიდგა ფეხი სიცოცხლემ გადამწვარ უდაბნოში და იქცა ოაზისად უდაბნო იგი.

მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა ოაზისად ქცეულ გადამწვარ შუა უდაბნოში ფესვებით დედამიწას შემოსალტულ და თავით ცას მიბჯენილ ვეებერთელა მკლავგაშლილ მუხად...და მოფრინდა ქვეყნის ყოველი მხრიდან ფრინველი უამრავი, ათასნაირი და ყველა მგალობელი დასხდა ბაჩანას ღონივრად გაშლილ ტოტებზე, დაიბუდა, იბარტყა და აივსო ქვეყნიერება სიცოცხლის დიდი საგალობელით... მაშინ დაეშვა მუხლებზე ბაჩანა, თაყვანი სცა ახალგაზრდას და უთხრა:

-გიხილე და გიწამე.

და რქუა მას იესომ:

-რამეთუ მიხილე და გრწამ, ნეტარ არიან,…


დედა! ჩემო საყვარელო დედა, წერილი და ამანათი მივიღე შენგან, წერილზე ლაქებია, გიტირია. რა მჭირს სატირალი? ომში ხიმ არ ვარ?! გათავდება ეს მეორე წელიც და ჩამოვალ. რომ იცოდე რა კარგად ვარ, აკი გწერდი კიდეც, ძალიან კარგად ვარ მეთქი, არც მწყურია, არც მშია, არც მცივა, კინო მე არ მაკლია და ცეკვა. ყოველ კვირას მიშვებენ ქალაქში. ზღვა გვერდით მაქვს და მთა. აქ ყველაფერი ერთადაა ზღვაც, მთაც, ბარიც, ზამთარიც, ზაფხულიც, გაზაფხულიც და შემოდგომაც. აქ ისეთი მეგობრები მყავს, სულ მზესა და მთვარეს ჩემზე იფიცებენ. გიგზავნი სურათს, სამნი ვართ: შავი ჯაყელია, დანარჩენს მიხვდები.

ეს საქართველო, ქსენია რომ გიყვებოდა, ის არ გეგონოს, სულ ტყუილია, დედა, ახლა რომ…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta