rruru's blog

rruru
60, Tbilisi, Georgia

24.08.2010

НЕ гляди на меня с упрёком,

Я презренья к тебе не таю,

Но люблю я твой взор с поволокой

И лукавую кротость твою.

Да, tы кажешься мне распростертой

И, пожалуй, увидеть я рад,

Как лиса, притварившись мёртвой,

Ловит воронов и воронят.

Ну, и что же, лови, я не струшу.

Только как бы твой пыл не погас?

На мою охладевшую душу

Рфеыкались такие не раз.

Не тебя я люблю, дорогая,

Еы лишь отзвук, лишь только тень.

Ьне влице твоём снится другая,

У которой глаза - голубень.

Пусть она и не выглядит кроткой

И, пожалуй на вид холодна,

Но она…


30.08.2010

  ზოგჯერ  ორ  ნაპირს  აერთებს  ხიდი,

  ზოგჯერ  ორ  გულთან  უჩუმრად  მიდის,

  ხიდი  ხიდია  ბოლოს  და  ბოლოს,

  ყოველ  ხიდს,  ქვეყნად  აქვს  ორი  ბოლო.

  თუ  ფეხი  შედგი  გადი  ბოლომდე,

  თუ  გიყვარს  უნდა  გწამდრს  ბოლომდე,

  ჭეშმარიტება  იწამე  ერთი

  შუა  ხიდს  დგომა;  ღალატია  კაცის  და  ღმერთის.





                                                             

 


   მომაძებნინა  ისეთი  ვინმე,

   ვისაც  სიცილიო  სჭირდება  ჩემი,

   მაწამებინა,  რამეთუ  სულში

   ამაოებად  არ  რეკდეს  გრემი.

   მომაძებნინა  სიყვარულისთვის

   გადაკეტილი  გულების  ბჭენი,

   მომაძებნინა  ძლიერი  რწმენა

   ცისა  და  მიწის,  სხვისა  და  შენი.

   დამამხობინა  ყველა  სიყალბის,

   ყველა  საცრუის  ძირი  და  თხემი,

   მომაძებნინა  ისეთი  მზეი,

  ვისაც  სიმაღლე  ჭირდება  ჩემი,

  ვისაც  სიმაღლე  ჭირდება  ჩემი:

  სიმართლისა  და  სიკეთის  ფასად,

  მომაძებნინა  ისეთი  ვინმე

  და  დაღუპვასაც  არ  ჩავთვლი  არად.


       მე  მაშინ   შენგან  ჩუმად  წავედი,

       დარდი  წავიღე  წლების  სამყოფად,

       შენ  ისე  თვალე  თურმე  წამები,

       არ  შეგინიშნავს  ჩემი  არ  ყოფნა;

       მე  კი  სიმღერა  დავთმე  შენს  გამო,

       მე  კი  შენს  გამო  დავთმე  სიცილი,

       შველას  უსიტყვოდ  ვთხოვდი  ზეგარდმოს,

       მგლების  ხროვაში  ჩამდგარ  კვიცივით!

       ვით  მესაფლავე,  იყავი  გულქვა,

       შორს  გამირბოდი  შორი  ცასავით,

       მე  მაწყდებოდა  თვალები  უკან,

       მაგრამ  ძახილი  იყო  არსაით.

       ღაწვს  მისველებდა  კურცხალი  ბროლის,

       მძულდა  საწურთო  ურცხვად  ცბიერი,

       თუმც  მაცილებდა  ბუკი  და  დოლი,

 …


                          აი,  სად  შეგხვდი  ვით  ღამისთევა,

                          მე  კი  თურმე  სად  დამღამებია,

                          შენ  რომ  გიყვარდა,  ის  ქალი,  მე  ვარ,

                          შენ  უიმედოდ  არ  გყვარებია.

                          მე  ახლა  შენს  წინ  დაღლილი  ვდგავარ,

                         …


30.08.2010

                                მე  არ  გამტყუნებ  რომ  აღარ  გჯერა,

                                მე  აღარ  გეტყვი:  ’’ჩემს  სიტყვებს  ენდე,’’

                                მე  არ  გამტყუნებ  რომ  აღარ  გჯერა,

                                კაცის.... ამდენი  ღალატის  მერე. 


ოდნავ  მაინც  რომ  ვიყო  თვალადი

და  ნაწნავები  მცემდეს  კოჭამდე,

ოდნავ  მაინც  რომ  ვიყო  თამამი,

ჩუმი  სირცხვილი  რომ  არ  მბოჭავდეს,

არ  ავუგებდი  იმედს  პარაკლისს,

ვითინათებდი  ვით  მზე  ყვარული,

ვით  ლოკოკინა  ვიწრო  კარავში,

ჩავსახლდებოდი  შენს  სიყვარულში.

დარდს  თუთუნივით  გულში  ჩავიხვევ,

დავდგები,  როგორც  კერპი  ამაყი,

ოდნავ  მაინც  რომ  ვგავდე  ალვისხეს,

მორთულს  სხივით  და  ფოთლის  ვარაყით.

ახლა  ასე  რომ  მედიდგულები,

გაიხედავდი  მაშინ  არსაით,

და  იბორგებდნენ  ჩვენი  გულები

გაფიცხებული  დაირასავით.

შავ  კატასავით  ღამე  გაირბენს

და  დღე  გაცურავს  როგორც  ბორანი,

ვერ  შემოვიჩვევ  მზიან  ამინდებს,

ჩამოვღამდები,  როგორც  ყორანი!

-და  ვივლი  ასე  დიდგულოვანი... 


ეს  იყო  მაშინ-  არხოტის  მთაში,

თეთრი  იები  მეკეთა  თმაში,

გაოგნებული  დავბრუნდი  და  შინ

სიზმრად  ვხედავდი  მზეს,  ძნებად  ჩაშლილს.

რაღაც  მტკივნეულ  თრთოლვით  ამავსე,

ვიგონებ  ლურჯ  მთებს,  განა  ხრიოკებს,

შეუბრალებელ  შენს  სილამაზეს

სიზმრად  ვხედავ  და  თავს  ვერ  ვიოკებ!

ეს  იყო  მაშინ, -   არხოტის  მთაში,

შენი  ღიმილი  ვთვალე  და  ვთვალე,

მზის  ათინათი   ცვიოდა  თმაში,

ვერსად  ვმალავდა  მზენასვამ  თვალებს,

მე  არ  ვნატრობდი  სეფას  და  დარბაზს,

მიყვარდა  უხვად  სიცოცხლის  ხარჯვა,

სიზმრები  მქონდა  მინდვრების  ფერი,

მხოლოდ  ყვავილებს  ვეძებდი  ხარბად,

მხოლოდ  ღიმილი  მინდოდა  ბევრი.

შემოგვლევია  მზე-  თაფლის  კვერი,

გაუქმებულა  კალო  და  კევრი,

გაგვხუნებია  სიზმრების  ფერი,

მხოლოდ  ტკივილი  შემოგვრჩა  ბევრი! 


31.08.2010

სიტყვა  სალოცავიც  არის  და  სარისხველიც,

ხეები  ჯუჯებიც  არიან  და  ალვისხენიც,

ბევრი  ქვა  ციხეებად  მიკოწიწდა,

ქვებითვე  აღვაშენეთ  ნიკორწმინდა.

წვიმა  დიდ  გვალვაში  მალამოა,

მაგრამ  უცაბედად  წარღვნად  მოვა!

მდინარე  ზოგი  მტკვარია  და  ზოგი  არაგვია,

მაგრამ  კაცი  თურმე

ყველას

             არა  ჰქვია! 


მინდორ-ველს

წითელ-ყვითელ  ბაფთებიანს,

ხვაშიადს-

რაც  არასდროს  დამცდენია,

იმედებს-

თავდადრეკილს  მძიმე  ხვედრით,

მოლოდინს-

ვერასდროს  რომ  ვიმეტებდი,

ოცნებებს-

სიზმრებით  რომ  დამთვარულა,

მოგონებებს-

ამოგებულს  თავსასთუმლად,

სურათებს-

მარტოობით  დამეწყრილებს,

იმ  თვალებს-

ვისაც  ძილში  დავეწყვილე,

სიყვარულს-

გადაჩეხილს  ზვავ-მეწყერად,

სიხარულს-

სიცოცხლე  რომ  არ  ეწერა,-

ვიგონებ...

ტკივილამდე  თვალცრემლიანს,

და  ამ  ცრემლების  ღვრის

არ  მრცხვენია! 


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta