aNNa's blog

aNNa
30, Tbilisi, Georgia

გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება.
და შიშმა ისევ ამაკანკალა,
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.
ეს როიალიც კუბოს მსგავსია
და კუბოსავით მოჩანს კამოდიც.
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია,
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის.
ქარმა ფანჯარას ფრთები მოარტყა,
ეს მოლანდება მაინც რა იყო?
თითქოს ვიღაცა კარებს მოადგა
და თითქოს უცებ კარი გაიღო.
ღამეა, თანაც ასეთი ლანდი,
წვიმის ხმაური გაისმის კიდევ.
თითქოს ოთახში ვიღაცა დადის,
მგონია ვიღაც ხელებს მომკიდებს.
ღმერთო! ნუ შემშლი, ძალა მომეცი,
ღმერთო! მე უკვე გავცილდი საზღვარს;
ვიღაც უცნობის ოხვრა მომესმის
და წვიმის წვეთი ეცემა სადღაც.
გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება.
და შიშმა ისევ ამაკანკალა,
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.


არსებობენ არარაობები, ვის გამოც ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და საერთოდ არაფრის კეთება არ გინდა...
არსებობენ სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გირჩევენ, რომ არარაობის გამო არ ღირს საყვარელ საქმეზე ხელის ჩაქნევა;
არსებობენ უთავმოყვარეო ამაზრზენებიც - ვერ გიტანენ მაგრამ "საჭირო" ხარ და "გეტენებიან", ფაქტიურად გაძალებენ "მეგობრობას", და ეზიზღები იმის გამო რომ "სხვა გზა არ აქვთ" და უნდა "შეგეტენონ"... მერე, ძალიან თუ გაიშიფრნენ, "დროულად" ბოდიშს გიხდიან და კიდევ უფრო ვერ გიტანენ ამ ბოდიშის გამო... მერე, ანონიმურ მესიჯში, შენი სიკვდილის დეტალურად და მხატვრულად აღწერილ "სცენარს" გიგზავნიან;
არსებობენ "კეთილისმსურველებიც". ისინი "მეგობრულად" შენს გულწრფელად ნათქვამ ყველა სიტყვას სასარგებლო მომენტში შენსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ;
არსებობენ ლუზერები, რომლებიც ვერ გიტანენ მხოლოდ იმის…


ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ გამოხატავ მაგრამ გრძნობ. "ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ადიხარ ციდან სამ მეტრზე." და აი იქ ვიყავი, ზუსტად "ციდან სამ მეტრზე" და უეცრად, სრულიად მოულოდნელად ქვევით დავეშვი და აღმოვჩნდი რაღაც გაურკვეველ, სრულიად არარეალურ სამყაროში, რომელშიც ყველა გიჟია, უბრალოდ ჩემგან განსხვავებული დიაგნოზით, რომელთაც უფალმა ადამიანი უწოდა. ისინი თითქოს ერთნაირები არიან, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით, ან უბრალოდ არ უნდათ გაგება. ერთმანეთზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავადაც არ ესმით რას ან რატომ, ან რას ერჩიან ერთმანეთს. ამიტომ ამბობენ:" ენას ძვალი რომ ქონდეს, მთელი ქვეყანა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოდ იქცეოდაო." მაგრამ მათ თითქოს რაღაც დადებითიც აქვთ, ისინი ხომ…


ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, -ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება - თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? - გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი…

- ადამიანი კი, - ამბობს,…


gmertma sheqmna kaci xatad tvisad da misca ufleba ebatona yvelaferze da daumorchila yoveli, rom moevlo da epatrona mistvis,tumca kacma ar ikmara es da tvit dea bunebazec gadawyvita gamefeba da swored im dgidan daiwyo kacsa da bunebas shoris brdzola. gmertma kacshi gaaertiana da srulyofilad sheutavsa ertmanets kacis XORCI dda SULI, xolo sxva arsebebs misca xorci. kaci nelnela vitardeboda da ganvitarebis yovel axal safexurze xteboda ufro: sastiki, daundobeli,gulcivi,boroti tumcaga masshi dadebiti tvisebebic vitardeboda,da yovel axal etapze qmnida axal, gansxvavebul kulturas da ayalibebda civilizacias . kacma da misma modgmam shedzles usulo,udzravi,mdumare sxeulidan sheeqmnat arseba romelic udzravi pirqushi tumca sulchadgmuli iqneboda,mas ar sheedzleboda…


ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ...
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ…


ცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის? და ვის უფრო სჭირდება ეს, თქვენ თუ მას?
ნუ ურეკავთ მას ყოველ წამს, არ არის საჭირო ყოველთვის იცოდეს სად ხართ და რას აკეთებთ…
ნუ უგზავნით მას სასიყვარულო ესემესებს…
ნუ ურეკავთ მას მხოლოდ იმის სათქმელად,რომ ძალიან მოგენატრათ…
მას არ სჭირდება თქვენი მოფერება მაშინ,როდესაც თავი ლომი ჰგონია…
ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი ხდება…ის ხომ ლომია…მას ნადირობა და ხიფათი სწყურია…

თუ შენ განსაკუთრებული ქალი ხარ და მიგაჩნია,რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ,მაშინ ადექი და წადი…დაიწყე ახალი ცხოვრება და მოუგე მას…ცხოვრება ხომ ასპარეზია.?!
მაგრამ არა…ის ვერ დაგკარგავს იმიტომ,რომ შენ განსაკუთრებული ხარ…თავს ამის უფლებას ვერ მისცემს…ის ხომ ლომია და საუკეთესო ნაჭერი მისი უნდა იყოს…
ამიტომ ადექი და წადი…მიეცი მას…


შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი პიროვნების ფაქტორს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ჩემი აზრით პიროვნებაა ის წყალგამყოფი, რომელიც ისტორიის დინებას ცვლის ჟამიდან ჟამზე, ზოგისთვის ცხადად, ზოგისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ცვლის. სხვა საკითხია ვინ არის ეს პიროვნება, საიდან მომდინარეობს მისი ძალმოსილება. კარგია, თუკი ღვთისგან, კარგი კი არა ბედნიერებაა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ერი მთლიანად, საზოგადოება, საღმრთო გზებზე გადადის, რაც უკვე წმინდანთა უშუალო ჩარევას ნიშნავს ისტორიის მდინარებაში. საქართველოს ისტორიაში ეს მრავალგზის მომხდარა და ასეთ დროს იქსოვება სწორედ მართლმადიდებელი ერებისა და სახელმწიფოების ისტორიული მწვერვალები. ასეთ დროს სახელმწიფოს მმართველებადაც კი წმინდანები გვევლინებიან - მეფეები უპირატესად. ჩვენ შეიძლება ახლოს…


გოგონა რომელიც ჩაფიქრებული, აცრემლებული ცხოვრებისგან, საწოლში იწვა. გულში ჩამალულ სევდას პირველად აძლევდა გასაქანს, პირველად ტიროდა მიზეზით ,,მე უტვინო ვარ!’’ პირველად ოცნებობდა ასე, პირველად ფიქრობდა და არც უკვირდა ამ ფიქრების.. ბოლოს შეწყვიტა ჩუმი ტირილი..არა ხმამაღალზე არ გადასულა..უბრალოდ ადგა და თავის მეგობარს მიუჯდა. ნეთი ჩართო და ვორდში წერას შეუდგა,ღმერთო რა სულელი ვიყავი! როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი?...როგორ შემეძლო ასე ქვა ვყოფილიყავი?..ბევრი კითხვებია რომლებიც მაწუხებს და რომლებიც ასე იწყება როგორ შემეძლო? მე გულქვამ როგორ ვატკინე გული...ნეტა შემეძლოს დრო გავაჩერო...ნეტა შემეძლოს რომ რასაც ვგრძნობ გითხრა...ნეტა შემედზლოს იმ პატარა ნორჩი გოგოს დანახება შენთვის, რომელიც უკვე იმდენჯერ შეეფარა ,,ქოხებს’’ რომ დაავიწყდა თუ სად იყო მისი ,,ადგილი’’. იმდენ…


დღეს მთელი დღე ვფიქრობდი...არ ვიცი რაზე...თითქოს რაღაც მაწუხებდა,თავს მოუსვენრად ვგრძნობდი და ვნერვიულობდი...
უკვე ერთი კვირაა რაც იისფერ ბედნიერებაზე ვფიქრობ...წარმოდგენა არ მაქვს როგორია იისფერი ბედნიერება..ალბათ ძალიან ლამაზი და მშვენიერი,თუმცა რატომ მაინც და მაინც იისფერი და არა ვარდისფერი????! სიტყვა ბედნიერება ხომ ვარდისფერთან ასოცირდება???!!!უცნაურია.....
ბევრი ფიქრისა და ნერვიულობის მერე,გონებაში გამიელვა ფრაზამ:"ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე გაცვითა ეს ცხოვრება...ახლის ყიდვის საშუალება კი ყველას არ აქვს!!..."ამ ფრაზიტ ყველაფერს მივხვდი,აი თურმე რა მანერვიულებდა მთელი დღე...მაწუხებდა იმ ადამიანების ბედი ,რომლებსაც კიბო ანადგურებს,მათ კი ოპერაციის გაკეთების საშუალება არ აქვთ!!!:(((
ასევე ვიპოვე კითხვაზე პასუხი...იისფერი ბედნიერება ეს ხომ ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ო ბ ა ა !!!ჯანმრთელობა ,რომელიც თოკია....ზოგისთვის ძლიერი და…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta