aNNa's blog

aNNa
30, Tbilisi, Georgia

დადგება ზამთარი...მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ…


რატომ დავიწყე წერა?არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ ცუდად ვარ,კარგი საშუალებაა წერა,წერ იმას რაც გინდა.აი ზუსტად მაგიტომ ვწერ რომ მინდა,მინდა ისე როგორც არავის ნდომებიარა არის სიცოცხე?სიცოცხლე ჰაერია რომელსაც სუნთქავ,სუნთქვის გარეშე ვერ ვიცოცხლებდით,აი ეხლაც ვსუნთქავ და ისე ვწერ თან იმ იმედით რომ კარგად ვიქნები,ჩერდება წამი და ვჩერდები მეც,ვჩერდები იმიტომ რომ დავინახო,ვინ?ის ვინც მასუნთქებს მაგრამ სადაა?სიბნელეა...ნისლშია გახვეული ყველაფერი.დრო გადის.....სუნთქვაც გიჭირს მის გარეშე,ის ჰაერია,სიცოცხლეა,რომელიც უფლებას გაძლევს რომ იცოცხლო,იცოცხლო ისე როგორც არავინ ცოცხლობს,გიყვარდეს ისე როგორც არავის უყვარს...ახლა მარტო ვარ.ვინ იცის სადაა?მივიხედავ უკან და არავინ არაა.სად გაქრა სიცოცხლე?დაბრუნდება ნეტავი?არ ვიცი სადაა დრო გავა და მთავრდება ვისაც ეძებდი ყოველთვის.მე მჯერა რომ ვიპოვი,ვისაც ვეძებდი ყოველთვის ხანდახან ვფიქრობ ნეტავ სადაა?თუმცა…


შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე
არ მიაყენო არვის ზიანი
მათხოვარი რომ მათხოვარია
მასშიც ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი

თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ
სულში რომელსაც უმღერს იანი
მაშინ მხეცი ხარ კაცი კი არა
არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი

სჯობს სულში ია-ვარდი ახარო
ეს არასოდეს არის გვიანი
შეძლებ განდევნო სული ბოროტი
თუკი კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი

ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი
ეს არასოდეს არის გვიანი
მეც წაგაქეზებ: მიდი, ამაღლდი
შენ ხომ კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი

ნუ დააფასებ ამპარტავნებას
თავმდაბლობა სჯობს გულდარდიანი
გული ეძებე: სათნო, კეთილი
კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი

ყველა ბალახი ბალახი არის
ვაჟას უყვარდა…


რაღაცნაირი მთვარეა,დიდი, არა დიდი კი არა უზარმაზარია, თეთრი,ცივი და მოწყენილი. ახლოსაა მთვარე, ხის ფოთლებგაცვენილ კენწეროზე ჰკიდია და ირწევა. შევხედე, მგონია ფეხისწვერებზე თუ შევდგები უეჭველი მივწვდები და მოვეხვევი, მაგრამ უცებ სიცივეს ვგრძნობ და მბურძგლავს. მთვარის ცივ მკლავებს მთელი სინამდვილით ვგრძნობ ჩემს თბილ კისერზე და მაციებს, მაციებს და ვხვდები რომ სჯობს შორიდან ვეტრფიალო. ცხოვრებაშიც ასეა – ზოგჯერ მიღწეული იმედს გიცრუებს და ნაფიქრ–ნალოლიავებ შეგრძნებებს გიკლავს.დავფიქრდი და გადავწყვიტე ისევ მყარად დავმდგარიყავი მიწაზე, აღარ მინდოდა მთვარის ჩახუტება, დავფიქრდი... დაბლა დავუშვი ჩასახუტებლად გამზადებული ხელები და თვალები ცრემლებით ამევსო. მერე ამ ცრემლებმა იპოვეს სულიდან გამოსასვლელი ჭუჭრუტანა და ლოყებზე უტიფრად ჩამოგორდნენ. გავიხედე და ცხადად დავინახე შემოდგომის გაცრეცილი…


დამპირდი,

რომ არასოდეს მომატყუებ!
დამპირდი,
რომ თუკი ოდესმე გადამიყვარებ,
არ დამიმალავ
და არ გაქრები ჩუმად, ნელ-ნელა
და არ დამტანჯავ უაზრო ფიქრით...
დამპირდი,
რომ არასდროს დამღლი
გაწელილი მოლოდინების
ტკივილით სავსე დღე-ღამეებით...
დამპირდი,
რომ კვლავ გეტკინება ჩემი ტკივილი,
მაშინაც, როცა არ გეყვარები...
დამპირდი,
რომ ამ ტკივილის შესამცირებლად
ბოლო შეხვედრას მაინც მომიწყობ,
რომ თან წავიღო შენი სურნელი
ამ განშორების სუსხიან გზაზე,
როგორც საგზალი....
დამპირდი,
რომ საბოლოო შეხვედრაზე
შენ ისე მაგრად ჩამეხუტები,
როგორც არასდროს,
რომ გავიყოლო,
შენი ტუჩების
ეს მტკივნეულად ტკბილ-მწარე გემო,
რომ მეყოს დიდხანს,
რომ დავამარცხო
მე განშორების ეს მძიმე სევდა...
დამპირდი,
რომ არასოდეს მომატყუებ,
რომ ყოველთვის გეტკინება ჩემს გამო,
მაშინაც თუნდაც გადაგიყვარდე,
დამპირდიიიიიი!
რომ მომავალში -
მე იმ წარსულში ისევ მიყვარდე!


me vamsxvrev chemi dumilis kolofs,-

am xidze me jer ar gamivlia,
me avashene es xidi mxolod.
shen rom yoveltvis gverdit myolodi,
ase tu ise,igrdznobdi bolos,
am epoqashi me ar vcxovrobdi,
am epoqashi vibrdzodi mxolod.
albat simgerac brdgvna da omia,
vdgavar shens win da warsuls vixseneb,-
aq mosveneba me ar mqonia,
cxadia,verc iq ver movisveneb.
aqedan iqet,iqedan aqet,
misvla da mosvla,wamad tu wutad,-
mtvareshi mtvare,sarkeshi sarke,
wvetshi wveti da suntqvashi suntqva!


me davamtave siyvarulis

damarcvaleba
me davamtavre chemi gulis
gardacvaleba
is siyvaruli davamtavre me rom
miyvarda
da isic titqos yvelaperi guls rom
miklavda
ar memetebi magram ra vkna arc
shen daminde
arcerti sityva siyvarulis me ar
gaminde
me qaravnebit mogizide lamazi
bedi
shen ki shavtetrad shemigebe
cxovrebis xedi
me vocnebobdi daexate ufunjod
mxatvars
romelic chemshi imaleba da sul
shen gxatavs
sul is mindoda mosuliyo shentvis
zamtari
rom chems sxeulshi
momedzebne sadgac gamtbari
sul is mindoda miyvarxaro
chemtivs rom getqva
da am sityvebit chemi guli rom
dagesetyva
bevri mindoda albat bevri rac ar
mergeba
rac ar mekutvnis is xom mainc ar
shemergeba
Shen ar gamtyuneb yvelaperi
chemi bralia
rom ar giyvardi chemtvis xom ar
dagimalia?
me var aseti shen ras gerchi
yvelas xidi var
yvela zed mivlis magram tavad
sait mivdivar?
chemtvisac aris sadgac gzebi
magram ver vxedav
an brma var? anda kidev…


რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან, მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი, გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი. რაც შენ წახვედი, მე ვიძინებ სწორედ იმ მხარეს შენ რომ გეძინა ჩვენს საწოლში და იმ მანძილებს, ჩვენ რომ გვაშორებს, დიდი ხნის წინ როგორც მითხარი, ვამოკლებ ფიქრით და ტკივილებს ჩვენსას ვაძინებ. რაც შენ წახვედი, ჯიბით დამაქვს შენი დანა და ჩემთან მერცხლები დაბრუნებას აგვიანებენ, მიჭირს, მჯეროდეს, რომ რატომღაც, მუდამ ავად ვარ და არ მიხდება შენი შავი რეიბანები. მე ისიც ვიცი, გესიზმრება ჩვენი ოთახი, რომელსაც მთვარე მოკრძალებულ შუქით ანათებს, ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ნაკვალევს როდის მონახავ, თმიდან მდის…


უძლეველ ვნებას ვერ აკავებს ძარღვებში სისხლი,
და ვერც საზღვრები შველის ვნებას - აშლილს, არეულს!
შენ მეყვარები ავადმყოფური თვალების შიშით
და უდაბნოშიც დავსახლდები მე შენთან ერთად თუნდაც დანგრეულს!

იპობა ნერვი ელოდება ამღვრეულ თვალებს,
იპობა ფიქრი აღარ იცის ამდენს თუ გაძლებს,
იპობა გრძნობაც მოლოდინი დაღლის, დაათორბს,
მისი სიჩუმე სამართებლით ძარღვსაც გააპობს!

გრძნობები, ფიქრი, ნერვიც თითქოს უფერულდება,
ვნებააშლილ უმანკო ძარღვში სისხლი მჩქეფარეც ნელ-ნელა შრება,
დაღლილ თვალებში სევდა წყნარად ანათებს წამებს
და ის გაათბობს ვნებისაგან არეულ ღამეს...

ავადმყოფური მზერა,
სიყვარული რომ მოაქვს შიშით,
ვნების ღამეში დაწყნარდება, აილეწება წარსულზე ფიქრით,
უმანკო სული და სხეულიც დათვრება ხარბად,
სულის საზღვრები,
უკიდეგანო სიყვარულის, ვნების მორევში,
ჩაირაზება სამუდამოდ, წყვდიადში მძაფრად.!


ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta